12.03.2019 ყაზახეთის სამხრეთით აშენდება მზის ენერგიის სადგური 11.5 მლნ დოლარად

სადგური წელიწადში 73 გიგავატის-საათის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

მზის ენერგეტიკული სადგურის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (აგბ) შპს „ბაიკონურ სოლარ“-ს გამოუყო სესხი. კრედიტის თანხა შეადგენს11.5 მილიონი დოლარის ექვივალენტს ტენგეში, ამის შესახებ, საქმიანი ინფორმაციის ცენტრს Kapital.kz აცნობა ბანკის პრესსამსახურიმა.

პროექტი ითვალისწინებს მზის ენერგიაზე მომუშავე 55 მეგავატის სიმძლავრის ელეტროსადგურის პროექტირებას, მშენებლობას, ექპლუატაციაში შეყვანასა და მოვლას, და აგრეთვე შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომელიც საჭიროა მიერთებულ ერთიან ენერგოსისტემასთან დასაკავშირებლად. მზის ელექტროსადგური, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, წელიწადში აწარმოებს 73 გიგავატის საათის ელექტროენერგიას და შედგება 150 822 ფიტოელექტრონული პანელისგან, 14 ინვერტორული ელექრტოსადგურისგან და ერთი ქვესადგურისგან. სადგური აშენდება ყაზახეთის სამხრეთით 150 ჰექტარზე.

ეს არის სუბრეგიონში აგბ-ს მიერ მზის ენერგიის პროექტების დაფინანსების პირველი გამოცდილება და ყაზახეთის განახლებადი ენერგეტიკის სექტორში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პირველი თანადაფინანსება.

„ყაზახეთის ენერგეტიკული სექტორი ძალზე დამოკიდებულია ქვანახშიზე, თანაც ქვეყნის ელექტროენერგიის თითქმის 80% გენერირდება ქვანახშირის მოპოვებულ ელექტროსადგურებში, რომლებიც ძირითადად მოძველებულია და თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ“ - განაცხადა, აგბ-ს კერძო სექტორი ოპერაციების დეპარტამენტის უფროსმა საინვესტიციო სპეციალისტმა მოხამედ აზიმ ზაშიმმა. აგბ-ს კრედიტი, გაცემული შპს „ბაიკონურ სოლარ“-ისთვის, დაეხმარება ყაზახეთს თავისი მიზნის მისაღწევად 2050 წლისთვის 50% -მდე ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების წილის გაზრდაში".

შპს „ბაიკონურ სოლარ“-ი არის ყაზახეთში დარეგისტრირებული სპეციალური საპროექტო კომპანია, რომელიც ეკუთვნის UG Energy Limited და სააქციო საზოგადოება Baiterek Venture Fund (BVF)-ს, და არის სს ეროვნული მენეჯმენტის ჰოლდინგ "ბაიტერეკ"- ის (АО «Национальный управляющий холдинг «Байтерек».) შვილობილი კომპანია.

წყარო: www.kapital.kz

Created at : 12.03.2019, 17:00, Updated at : 12.03.2019, 17:00