15.03.2019 ტაშკენტში ხელი მოეწერა შეთანხმებას ყაზახეთისა და უზბეკეთის ავტომწარმოებლებს შორის

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკი და უზბეკეთის პრემიე-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევი. შეხვედრაზე განიხილეს საავტომობილო ინდუსტრიაში თანამშრომლობის პერსპექტივები, საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა და სხვა. შედეგად ხელი მოეწერა ავტოწარმოების შესახებ შეთანხმებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2019 წლის ბოლოსთვის გამოუშვებენ 16 ათას ტექნიკის ერთეულს, რომელიც განკუთვნილი იქნება რეალიზაციისთვის, როგორც ყაზახეთის ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციაშიც. ავტომწარმოებლებმა ასევე განიხილეს ერთობლივი საწარმოს შექმნა, ეტაპობრივი მუშაობა ლოკალიზაციის გაღრმავების მიზნით, მათ შორის საავტომობილო კომპონენტის ბაზაზე, თანამშრომლობის გაგრძელება ახალ კონკურენტულ მოდელებზე, ზომები პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

წყარო: www.primeminister.kz

Created at : 15.03.2019, 18:30, Updated at : 15.03.2019, 18:30