28.02.2019 ყაზახეთი ეკოპროდუქციის ექსპორტს გეგმავს

დღეს, 28 თებერვალს, ასტანაში, ყაზახეთის ორგანული პროდუქციის ექსპორტი განიხილეს. შეხვედრა გამართა ეროვნული პალატა «Атамекен» -ის კომპეტენციის ცენრტმა. ღონისძიება ჩატარდა ტრენინგ-ფორმატში, სადაც ეკო-პროდუქტების სერტიფიცირების სისტემის თანამშრომლებს განუმარტეს სხვა ქვეყნებში ექსპორტის პროცედურები. ამისათვის მოწვეული იყვნენ ექსპერტები ლიტვიდან. სემინარი გაგრძელდება მარტის ბოლომდე. ლიტველი ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგებს პეტროპავლოვსკში, კოკშეტაუში, პავლორადსა და ყარაგანდის რეგიონში.


წყარო: www.inbusiness.kz

Created at : 28.02.2019, 09:00, Updated at : 28.02.2019, 09:00