სახელშეკრულებო ბაზა

ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის მდგომარეობის შესახებ

ამჟამად, ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებობს 70 სხვადასხვა დოკუმენტი.

გაფორმებულ ორმხრივ დოკუმენტებს შორისაა:

4 სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება, მათ შორის:

- 01.06.1993 წლის ხელშეკრულება ძირითად ურთიერთობებზე;

- 17.09.1996 წლის ხელშეკრულება სამართლებრივ დახმარებასა და სამართლებრივ ურთიერთობებზე სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივ საქმეებზე.

- 17.09.1996 წლის ხელშეკრულება თავისუფლება აღკვეთილ პირთა გადაცემის შესახებ, სასჯელის იმ ქვეყანაში მოსახდელად, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს;

- 17.09.1996 წლის ხელშეკრულება დანაშაულის ჩამდენ პირთა გადაცემის შესახებ, მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის ან განაჩენის აღსრულებაში მოსაყვანად.

2 სახელმწიფოთაშორისი დეკლარაცია, მათ შორის:

- 17.09.1996 წლის დეკლარაცია ეკონომიკური ურთიერთობების საფუძვლების შესახებ;

- 11.11.1997 წლის დეკლარაცია თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის.

01.06.1993 წლის 1 სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება ყაზახეთის რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის შესახებ;

32 სამთავრობათშორისი ხელშეკრულება, რომელიც ეხება ორმხრივი თანამშრომლობის ფაქტობრივად ყველა ასპექტს, მათ შორის 2005 წლიდან:

- ტერორიზმთან, ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან, პრესურსორებთან, ორგანიზებულ და სხვა სახის დანაშაულობებთან ბრძოლაში თანამშრომლობის ხელშეკრულება. ასტანა, 31.03.2005 წ.

- ხელშეკრულება ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მოქალაქეთა გამგზავრების შესახებ. თბილისი, 03.10.2005 წ.

- ხელშეკრულება ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო კავშირის შესახებ. ასტანა, 06.03.2007 წ. (25.12.2007 წლის ყაზახეტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს #12-1-2/3261 წერილის და 25.12.2007 წლის # 12-1-2/3260 ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით).

მთავრობის მეთაურთა 1 კომუნიკე საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგების მიხედვით. თბილისი, 22.10.1998 წელი.

12 პროტოკოლი, მათ შორის:

- 01.09.1998 წლის და 11.11.2004 წლის 2 სამთავრობათშორისო პროტოკოლი;

- 22.10.1998 წლის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრების პროტოკოლი;

- 31.03.2005 წლის პროტოკოლი 17.09.1996 წლის სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებაზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობებზე მოქალაქეთა და სისხლის სამართლებრივ საკითხებზე.

- 01.06.1993 წლის პროტოკოლი საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ;

- 22.10.1998 წლის, 25.09.2003 წლის და 29.10.2004 წლის 3 პროტოკოლი სამთავრობო დელეგაციების სამუშაო შეხვედრების შესახებ.

- 31.03.2005 წლის (ქ.ასტანა) პროტოკოლი ყაზახეთხის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის 17.09.1996 წლის ხელშეკრულებაზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივ ურთიერთობაზე სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივ საკითხებზე

- 1993 წლის 1 ივნისის ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საჰაერო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის პროტოკოლი. თბილისი, 03.10.2005 წელი.

- ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრის პროტოკოლი. თბილისი, 13.02.2006 წელი

- ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ექსპერტების შეხვედრის პროტოკოლი "ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო კავშირის შეთანხმების" პროექტის განხილვის საკითხზე. თბილისი, 14.02.2007 წელი;

- აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრის პროტოკოლი შეთანხმებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის გატარების, ასევე, აქტაუ-ბაქო-ფოთი-ბათუმი და აქსარაისკის-სამური-ფოთი/ბათუმი მარშრუტების დამატებითი სატვირთო პროექტების მოზიდვისათვის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხებზე. აქტაუ, 24.05.2007 წელი.

3 მემორანდუმი:

- ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მემორანდუმი გარემოს დაცვის სფეროში. თბილისი, 17.09.1996 წელი

- ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის. თბილისი, 17.09.1996 წელი.

- საერთაშორისო ბაზრებზე ნახშირორჟანგების ტრანსპორტირების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმი ყაზახეთის რეპუბლიკასა და საქართველოს შორის. ალმა-ატა, 11.11.1997 წელი.

2 კონვენცია, მათ შორის:

- 11.11.1997 წლის სამთავრობათშორისი კონვენცია ორმაგი დაბეგვრისაგან თავის აცილების და მოგებისა და კაპიტალიზე გადასახადებისგან თავის არიდების აღკვეთის შესახებ;

- 11.11.1997 წლის საკონსულო კონვენცია;

25 უწყებათაშორისი შეთანხმება, ისეთი უწყებების თანამშრომლობის საკითხების რეგლამენტირების შესახებ, როგორიცაა იუსტიციის სამინისტრო, საბაჟო ორგანოები, ეროვნული უშიშროების ორგანოები, ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის ინვენტარიზაცია ბოლოს ჩატარდა 2005 წლის სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის ინვენტარიზაცია ბოლოს ჩატარდა 2005 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ყაზახეთის რესპუბლიკისა და საქართველოს დელეგაციების სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა ქ. თბილისში.

პროგრამები:

- სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პროგრამა მანგისტაუს ოლქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. თბილისი, 03.10.2005 წელი.

- სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2006-2010 წ.წ. თბილისი, 03.10.2005 წელი.

ამჟამად, ქართული მხარის მონაცემების მიხედვით, განხილვის სტადიაზეა შემდეგი დოკუმენტები:

- პროტოკოლი საბაჟო სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე თანამშრომლობის წესის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის.

- ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მტავრობას შორის გეოგრაფიული მაჩვენებლების დაცვისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება.

- ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მტავრობას შორის საბაჟო საკითხებზე თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული დახმარების შესახებ ხელშეკრულება.

- ყაზახეთის რესპუბლიკის მტავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულება ცვლილებების შეტანის თაობაზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაში ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის.

- სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და შეფასების შესაბამისობის სფეროში თანამშორმლობის შესახებ შეთანხმება ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის

- საგადასახადო სფეროში სამართალდარღვევებთან ბრძოლიაში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება ყაზახეთის რესპუბლიკის მტავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის.

დანართი: ყაზახურ-ქარტული სამართლებრივ-სახელშეკრულებო დაზის ჩამონათვალი

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო.
Created at : 6.11.2016, 18:50, Updated at : 4.01.2019, 10:00