ეკონომიკური თანამშრომლობა

ეკონომიკური თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის

ყაზახეთი ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი გახლავთ საქართველოს ეკონომიკაში. საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი ყაზახური კომპანიები: "რომპეტროლი - საქართველო", "ყაზტრანსგაზ-თბილისი", "ბათუმის ნავთობ ტერმინალი" და "ბათუმის საზღვაო პორტი", კომერციული ბანკი "ჰალიკ ბანკი", ერთობლივი საწარმო - სანატორიუმი/საკურორტო კომპლექსი "ბორჯომი - ლიკანი"; ავიაკომპანიები: "ეარ ასტანა" და"სკატი" და სხვა კომპანიები.

საბაჟო სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვის მოცულობამ 2016 წლისათვის შეადინა 62,1 მლნ. აშშ დოლარი, რაც 8%-ით ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (61,1 მლნ აშშ დოლარი).

ექსპორტის ძირითად პროდუქციას ყაზახეთიდან საქართველოში წარმოადგენს ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნაკარონის ნაწარმი, ხოლო საქართველოდან ყაზახეთში - თხილი, მინერალური წყლები, ღვინო, მილები შავი ლითონისაგან, მედიკამენტები.
Created at : 6.11.2016, 18:50, Updated at : 20.02.2019, 10:00