ელბასიმ მონაწილეობა მიიღო "ნაზარბავის სახელობის პრემიის მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე და გლობალური უსაფრთხოების" მინიჭებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე.

პატივცემულო სტუმრებო!

ქალბატონებო და ბატონებო!


1945 წლის 6 აგვისტოს დაახლოებით   8 საათსა და 15 წუთზე ოთხნახევარი ტონის წონის ურანის ბომბი აფეთქდა ჰიროსიმაზე ექვსასი მეტრის სიმაღლეზე. 

«ისინი, ვინც ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდნენ, მაშინვე მოკვდნენ, მათი სხეულები მომენტალურად დანახშირდა.   

ახლოს მყოფო ჩიტები ჰაერში ცეცხლად აბრიალდნენ, ხოლო მშრალი მასალები მყისიერად აალდა აფეთქების ეპიცენტრიდან ორი კილომეტრის მანძილზე» - ნათქვამია ანგარიშში.

ტრაგედიაზე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, რომლის თავიდან აცილება, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, იცის ყველა ჩვენთაგანმა...    

დღეს მსოფლიო კვლავ ღრმა უფსკრულის ნაპირზე დგას.

გეოპოლიტიკურმა კრიზისმა აშშ-სა და რუსეთს შორის, რომლებზეც გლობალური ბირთვული არსენალის 90%-ზე მეტი მოდის, სერიოზული ნეგატიური აფტერშოკები გამოიწვია. 

დიდ შეშფოთებას იწვევს მხარეთა მიერ გაშვებული შეიარაღების ტექნოლოგიური რბოლის ახალი ეტაპი, მათ შორის კოსმოსში.    

შერყეულია ბირთვული განიარაღების, განუვრცელებლობის და ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების ისედაც მყიფე გლობალური რეჟიმის საფუძვლები.

სრულად დაკარგა თავისი ძალა საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებამ, რომლის ერთ-ერთი მხარეც ყაზახეთი იყო.   

ჭეშმარიტ მოხაზულობას იძენს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების (სშშ-3) შემცირების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფრთხე.    

ბირთვული დაძაბულობის მკაფიო ესკალაცია შესამჩნევია არა მხოლოდ ამერიკურ-რუსულ ტრეკზე, არამედ მსოფლიოს რიგ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონშიც.  

სასანქციო პოლიტიკას და «კუნთების დემონსტრაციას» შედეგი არ მოჰყვა, ჯერ მხოლოდ უფრო გააღრმავეს რისკები კორეის ნახევარკუნძულზე.  

მსგავსი მიდგომები ირანის „ბირთვულ გარიგებასთან“ დაკავშირებით ყველა მიღწევების დევალვაციას იწვევს, რომლის დაბადების ისტორია, მათ შორის ყაზახეთის მიწაზეც დაიწერა.   

დღითი დღე მწვავდება მდგომარეობა კაშმირის გარშემო, სადაც ვაკვირდებით ინდოეთსა და პაკისტანის მხრიდან ფსონების კარდინალურზრდას.     

გამოჩნდა დისკუსიები შეერთებული შტატების მიერ აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონში საშუალო სიშორის მიწისზედა ბაზირების რაკეტების განთავსების გეგმების და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ამაზე შესაძლო საპასუხო ზომების შესახებ.

რჩება ტერორისტული ორგანიზაციების ხელში ბირთვული იარაღის მოხვედრის საშიშროება. 

პოტენციურად სახიფათო ბირთვული მასალები მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ინახება, თითოეული რომელთაგანი შეიძლება დესტრუქციული ძალების სამიზნე გახდეს.  

გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამოცანების სირთულის ახალ დონეს ადგენს ტექნოლოგიური პროგრესი.  

ახლოვდება ყოვლისმომცველი ხელოვნური ინტელექტის ერა, რომელსაცხელოვნურ ინტელექტზე გაცილებით რთული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია. 

გასაგებია, რომ ასეთი სახის ხელოვნური სისტემებისთვის ბირთვული იარაღის მართვის დელეგირებას თან ახლავს როგორც შესაძლებლობები, ისე პოტენციური რისკები.   

ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად ყველა სისტემას შესაძლოა დაემუქროს გატეხვისდა კონტროლიდან გასვლისსაფრთხე.  

საგანგაშო ფაქტია ისიც, რომ ბირთვული იარაღის მქონე ცხრა ქვეყნიდან არც ერთისამხედრო პროგრამების შემცირების საკითხს არ განიხილავს. 

2019 წლის დასაწყისისთვის მსოფლიოში იყო  13856 ბირთვული საბრძოლო თავი. 

ამასთან 3750 შეიძლება სწრაფად მოყვანილი იქნას მოქმედებეში, ხოლო დაახლოებით  2 000 აქტიურდება ღილაკის ერთი დაჭერით.  

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კაცობრიობათავისი განვითარების აქამდე არნახულ ურთულეს ეტაპს განიცდის.

გლობალურ დონეზე აგრესიის ზრდის და ურთიერთნდობის შემცირების პირობებში, ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას შეუძლია მსოფლიო საზოგადოება არაკონტროლირებად ქაოსში ჩააგდოს.     

არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ უბრალო ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ღრმად არიან შეშფოთებული ამასთან დაკავშირებით. 

ისინი ღელავენ ხვალინდელ დღეზე და არ სურთ, ეჭვი შეეპაროთ იმაში, რომ ის აუცილებლად დადგება.   

პატივცემულო ცერემონიალის მონაწილენო!

საკუთარი დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან ყაზახეთმა მოძრაობის „მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე“ ავანგარდშისაკუთარი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

28 წლის წინ ჩემი ბრძანებულებით დედამიწის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირთვული პოლიგონის დახურვა ბირთვული გამოცდების ჩატარებაზე კაცობრიობის ისტორიაში პირველ იურიდიულ აკრძალვად იქცა. 

ყაზახეთმა, რომელმაც ასობით ბირთვული აფეთქების ყველა საშინელება განიცადა, გააკეთა ნებაყოფლობითი არჩევანი პლანეტაზე სიმძლავრით მე-4 ბირთვულ პოტენციალზესრული უარის თქმის სასარგებლოდ.  

სემიპალატინსკის პოლიგონის კვალდაკვალ დაიხურა ან დაკონსერვებული იქნა სხვა პოლიგონები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.  

ამით ბირთვული გამოცდების ჩატარების აკრძალვამ გლობალური ხასიათი შეიძინა.  

შედეგად, სემიპალატინსკის პოლიგონის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჩემმა გადაწყვეტილებამგზა გაუკვალა ხელშეკრულების მიღებას  1996 წელს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ. 

გამოცდებისგან და ბირთვული იარაღის გამოყენებისგან დაზარალებულ სახელმწიფოთა მეთაურების სტატუსით, მე და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ისტორიაში პირველად, უმაღლეს დონეზე ხელი მოვაწერეთერთობლივ განცხადებას ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის მხარდასაჭერად.  

რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან ყაზახეთის ერთობლივმა ძალისხმევამ გზა გაუხსნა ცენტრალურ აზიაში ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის შექმნას.  

შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეებში ჩვენ დედაქალაქში ტარდება ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ყველა ზონის წარმომადგენლების შეხვედრა.   

ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ გაფართოვდეს ასეთი ზონების შექმნის პრაქტიკა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში.  

ჩვენი ქვეყანაბირთვული განიარაღების, განუვრცელებლობისა და ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში ყველა ფუნდამენტური საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილეა.  

წელს შესრულდა 25 წელი მას შემდეგ, რაც ყაზახეთი შეუერთდა ბირთვული იარაღის განუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. 

ორი თვის წინ ყაზახეთმა ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, და ამით მსოფლიოს სხვა 24 სახელმწიფოს შეუერთდა.

მიმდინარე წელს ჩვენ ველოდებით ყაზახეთში მდებარე „აესს“-ის ბანკში დაბალგამდიდრებული ურანისპირველი პარტიის მიწოდებას. 

ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან საშუალებას იძლევა ყველა სახელმწიფოს სააგენტოს „ქოლგის“ ქვეშუზრუნველყოს საკუთარი კანონიერი უფლებამშვიდობიანი ატომის განვითარებაზე. 

მთლიანობაში, გასულ წლებში ყაზახეთის დიპლომატიის მიერ ჩატარდა კოლოსალური სამუშაო სამხედრო ანტიბირთვული თემატიკის საერთაშორისო არენაზე წინ წაწევასთან დაკავშირებით.

2019 წლის «გლობალური მშვიდობისმოყვარეობის ინდექსში»  ყაზახთმა მაღალი  64 ადგილი დაიკავა  163 ქვეყანას შორის და პირველი ადგილი დსთ-ს სივრცეში.

აქ ასევე კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ დღეს ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვა ყაზახების ზოგადეროვნული თვითშეგნების მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა.   

პატივცემულო მეგობრებო!

1991 წელს ჩემს მიერ პირველად მიღებული იქნა ერთადერთი სწორი ისტორიული გადაწყვეტილება, რომ ახალი ახალგაზრდა სახელმწიფოს ძალასა და სიმძლავრეს ბირთვულ კუნთები არ უნდა წარმოადგენდეს.   

ჩვენ ჩვენი კონკრეტული მაგალითით დავამტკიცეთ, რომ პროგრესისა და აყვავებისკენ მიმავალ გზაზე წარმატებით შეიძლება ვიაროთ მშვიდობიანი გზით.  

ამჟამად ყაზახეთი საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის აღიარებული დონორია. 

ვფიქრობ, რომ ეს მაძლევს მორალურ უფლებას, მივმართო მსოფლიო საზოგადოებას მოწოდებით, მიჰყვეს ჩვენ მაგალითს და გამოიყენოს ყაზახეთის გამოცდილება მთელ მსოფლიოში.  

ამასთან დაკავშირებით, მინდოდა ბირთვული განიარაღების და განუვრცელებლობის საკითხებზე რიგი პრინციპული თეზისების წარმოდგენა.

პირველიყველა თანამედროვე გამოწვევის და საფრთხის წინაშე გლობალურმა საზოგადოებამ საკუთარ თავში უნდა მოძებნოს სიბრძნე და გაბედული ნაბიჯები გადადგას ჩვენი პლანეტის მომავლის შესახებ დიალოგის სასარგებლოდ. 

ეს დიალოგი შედეგიანი იქნება, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან, პირველ რიგში, ბირთვული სახელმწიფოების მეთაურები დასხდებიან.  

როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისტორიის მანძილზე ადრე,  მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა უნდა გამოაჩინონ პოლიტიკური ნება და მოძებნონ გზები დედამიწაზე დაძაბულობის განმუხტვისთვის.   

მეორე. საჭიროა ბირთვული იარაღის საფუძველზე არსებული სტრატეგიული სტაბილურობის არქაული კონცეფციის გადახედვა. 

ასევე საჭიროა ბირთვული შეიარაღების კონტროლის ახალი სისტემის აგება.

შედეგად, მნიშვნელოვანია ბირთვული შეიარაღების შემცირებისსაყოველთაო ხელშეკრულების შემუშავების შესახებ მოლაპარაკებებზე გასვლა.  

მესამეუაღრესად აქტუალურია საკითხი ბირთვული ზესახელმწიფოების მხრიდან უსაფრთხოების იურიდიულად სავალდებულო ნეგატიური გარანტიების ეფექტური სისტემის დანერგვის შესახებ.

უსაფრთხოების გარანტიები უნდა წარედგინოს სახელმწიფოებს, რომლებმაც ნებაყოფლობით უარი თქვეს ბირთვულ იარაღზე, და ასევე რომელთაც უბირთვო სტატუსი აქვთ.  

ამ ზომის გარეშე „საღრუბლო ქვეყნების“ მხრიდან ბირთვული იარაღის შეძენის მცდელობების შეწყვეტის ლოდინი, სულ ცოტა, მიამიტობაა.  

მეოთხე. „ბირთვული კლუბის“ წევრებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ ვალდებულებების და შეზღუდვების პაკეტი მასობრივი განადგურების იარაღის სფეროში მათი პოლიტიკის კორექტირების სასარგებლოდ.    

უპირველეს ყოვლისა, აქ მნიშვნელოვანია, რომ მათ მოახდინონ ბირთვული კომპლექსების მხარდაჭერისა და მოდერნიზაციის ტრადიციული პრაქტიკის შეკეცვა.   

ვთავაზობ სახელმწიფოებს, რომელთა ტერიტორიაზეც განლაგებულია საგამოცდო პოლიგონები,  მოახდინონ ამ პოლიგონების ინფრასტრუქტურის ლიკვიდაცია. 

ყაზახეთს (რუსეთს და აშშ-ს) აქვს ასეთი გამოცდილება და მზად არიან მის გასაზიარებლად.

მეხუთე. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია გარკვეული პროგრესი ბირთვული გამოცდების საყოველთაო აკრძალვის ხელშეკრულების უნივერსალიზაციის  და მონიტოტინგის საერთაშორისო სისტემის მეშვეობით მისი შესრულების კონტროლის საქმეში. 

ამასთან, ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო დაჟინებულნი რიგი სახელმწიფოების მიერ მისი რატიფიცირების გზაზე, რომლებმაც ეს ჯერ არ გააკეთეს.   

მეექვსე. მნიშვნელოვანია მივიდეთ ბირთვული იარაღის განუვრცელებლობის ხელშეკრულების რეჟიმისა და მექანიზმების აბსოლუტურ უნივერსალიზაციამდე და მაქსიმალურ განმტკიცებამდე.   

მსოფლიოს სჭირდება ბირთვული იარაღის ფლობისა და გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების ჭეშმარიტად მოქმედი მექანიზმი.

და ეს მექანიზმი გამყარებული უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით. 

მეშვიდე. ყველა ჩვენთაგანმა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს სამანქანო სწავლების და ყოვლისმომცველი ხელოვნური ინტელექტის გლობალურ უსაფრთხოებაზე შესაძლო ზეგავლენაზე.

პატივცემულო ცერემონიალის მონაწილენო!

ყაზახეთში დიდად აფასებენ იმ ადამიანებს, ვინც, ჩვენსავით, ადამიანების, ხალხთა და სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ ოცნების რეალიზებისკენ მიისწრაფვის.  

იმ ჩვენს თანამედროვეებს, ვინც საკუთარ ძალასა და დროს არ იშურებს,  ომებისა და კრიზისების შიშისგან თავისუფალი ცხოვრებისკენ მიმავალი გზების უკომპრომისო ძიებას  ეწევა.

მათ, ვინც გაერთიანდა ჩვენთან ერთად, მასობრივი განადგურების იარაღისგან დედამიწის გათავისუფლების გზით გლობალური მასშტაბით მშვიდობის უზრუნველყოფის ერთიან სწრაფვაში.  

ასეთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერების დამსახურების აღიარების და წახალისების მიზნით 2016 წელს ჩემს მიერ დაფუძნებული იქნა პრემია „მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე და გლობალური უსაფრთხოება“.  

პირველი ლაურეატი ორი წლის წინათ იორდანიის მეფე აბდალლა II გახდა.

მე სრულად  მხარს ვუჭერ შესარჩევი კომიტეტის გადაწყვეტილებას წელს პრემიის „აესს“-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის იუკია ამანოსთვის და ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნისთვის ლასსინა ზერბოსთვის მინიჭების შესახებ.   

როგორც უკვე აღინიშნა,  ძალიან ვწუხვართ, რომ იუკია ამანო გასულ თვეს გარდაიცვალა.

ჩვენ მეხსიერებაში ის დარჩება როგორც დიდი გულის მქონე ადამიანი,  რომელმაც „აესს“-ის ძირითადი მიზნების და სააგენტოს ყაზახეთთან თანამშრომლობის მაღალი დონის მიღწევაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.    

ჩემ გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ იუკია ამანოს მეუღლისა და ძმის მიმართ, რომლებიც იმყოფებიან ამ დარბაზში.   

ასევე მივესალმები პრემიის მეორე ლაურეატს -  ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნისთვის ლასსინა ზერბოს.

სათანადოდ შესაფასებელია მისი ძალისხმევა ხელშეკრულების ვერიფიკაციური რეჟიმის განმტკიცების და   მონიტორინგის საერთაშორისო ქსელის შექმნასთან დაკავშირებით.   

პატივცემულო მეგობრებო!

გულწრფელად მჯერა, რომ ეს პრემია გახდება უზარმაზარი აზრის მქონე მოკრძალებული შეხსენება იმისა, რომ კაცობრიობის მომავალია მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე.   

მე ღრმად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი პლანეტა ადრე თუ გვიან საბოლოოდ დააღწევს თავს ამ მასობრივი განადგურების იარაღის მომაკვდინებელი სახეობისგან და ჩემი მანიფესტის „მსოფლიო.ХХI საუკუნე“ ძირითადი მიზანი მიღწეული იქნება.  

დღევანდელი ღონისძიება – გლობალური საზოგადოებისადმი ჩვენი გზავნილია ვიმოქმედოთ ერთობლივად პროგრესისა და საერთო აყვავებისთვის!   

მადლობა ყურადღებისთვის!

Created at : 29.08.2019, 19:00, Updated at : 29.08.2019, 19:00