სახელმწიფოს მეთაურმა ჩაატარა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გაფართოებული სხდომა

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მთავრობის წევრებმა, ქალაქების ნურ-სულტანის, ალმათის, შიმკენტის და ოლქების აკიმებმა, ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელებმა, რომლებიც უშუალოდ არიან ანგარიშვალდებულნი სახელმწიფოს მეთაურის წინაშე.

სხდომის დასაწყისში კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ისაუბრა 2019 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედეგებზე.

- ჩვენ იანვრიდან ივნისამდე პერიოდში კარგ შედეგებს მივაღწიეთ. კერძოდ, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,1 %, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებლემა– 5,4 %. ძირითად კაპიტალში ინვესტიციების მოცულობა 11,7 %-ით გაიზარდა. უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური მაჩვენებლები უნდა წარმოადგენდეს ხალხის სოციალური კეთილდღეობის სერიოზულ ფაქტორს– აღნიშნა პრეზიდენტმა.

სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ა. მამინი, ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ე. დოსაევი, ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრი რ. სკლიარი, შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მინისტრი ბ. საფარბაევი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ს. ომაროვი, სამხრეთ ყაზახეთის ოლქის აკიმი მ. შუკეევი, ყარაგანდის ოლქის აკიმი ე. კოშანოვი, ატირაუს ოლქის აკიმი ნ. ნოგაევი.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გაამახვილა სპიკერების ყურადღება საბანკო სექტორის პრობლემებზე, მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის სამომხმარებლო კრედიტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დატვირთვების შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების რეალიზებაზე, ასევე მიუთითა მოსახლეობის მხრიდან კომუნალური მომსახურებისა და საბინაო ფონდის მართვის საკითხებთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების ნაკადზე.

ქალაქ არისში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სამხრეთ ყაზახეთის აკიმის უ. შუკეევის გამოსვლაზე კომენტარის გაკეთებისას, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი დავალებით გამოიყო საჭირო სახსრები.

- ძალიან ცოტა დრო დარჩა. ჩვენ უნდა დავასრულოთ მუშაობა უმოკლეს ვადებში. ქვეყნის მოქალაქეებმა, სახელმწიფო ორგანოებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რეგიონებმა, სამამულო ბიზნესმა და უცხოელმა ინვესტორებმა დაზარალებულებს მორალური და მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს. ეს არის ჩვენი ხალხის ერთიანობისა და დარაზმულობის თვალსაჩინო მაგალითი. მსურს ყველას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო - თქვა პრეზიდენტმა.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა თავდაცვის მინისტრისგან მოითხოვა სამხედრო საწყობების გადატანის სამუშაოების უმოკლეს ვადებში დასრულება. სამხედრო უწყების მხრიდან კონტროლის შესუსტებისა და საქმეთა არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისთვის თავდაცვის მინისტრს ნ. ერმაკბაევს მკაცრი საყვედური გამოეცხადა.

- ამჟამად მუშაობს სპეცალური კომისია. მისი მუშაობის შედეგების მიხედვით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, უსაფრთხოების საბჭომ უნდა შეიტანონ წინადადებები ყველა დამნაშავის, მათ შორის სამოქალაქო სახელმწიფო მოხელეების დასჯასთან დაკავშირებით, რომლებიც უპასუხისმგებლოდ გასცემდნენ მომატებული საფრთხის ობიექტების უშუალო სიახლოვეში მშენებლობის ნებართვას. „ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“ - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს დაავალა 20 აგვისტომდე ჩაატაროს სხვა ანალოგიური ობიექტების დეტალური ანალიზი. მთავრობამ უნდა განიხილოს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებასა და ლიკვიდაციაზე პასუხისმგებელი სამსახურების ფუნქციური მზადყოფნისა და ეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებული საკითხი. შესაბამისი წინადადებები უნდა იქნეს წარმოდგენილი ერთი თვის ვადაში.

ანგარიშების მოსმენის შემდეგ, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საერთო ჯამში დადებითად შეაფასა მთავრობის, ეროვნული ბანკისა და ოლქების აკიმების მუშაობა. თავის დასკვნით გამოსვლაში მან მიუთითა პროგრამული დოკუმენტებისა და წინასაარჩევნო პლატფორმის რეალიზაციის ეფექტურობის ამაღლების აუცილებლობაზე.

ამის გარდა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გაეცნო მისი წინასაარჩევნო პროგრამის რეალიზაციის მიზნით შემქნილი საპროექტო ოფისის მუშაობას. პრეზიდენტს მიეწოდა ინფორმაცია ოფისის ორგანიზებისა და მისი მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებების მიმართ განსაკუთრებული მიდგომის შესახებ.

სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Created at : 16.07.2019, 09:00, Updated at : 16.07.2019, 09:00