მოქალაქეობა

მოქალაქეობა

განმარტებები მოქალაქეობის თაობაზე

1991 წლის 20 დეკემბრის "ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ" ყაზახეთის რესპუბლიკის კანონისშესაბამისად, პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ (ფლობენ მუდმივ საცხოვრებელ რეგისტრაციას) ყაზახეთის ტერიტორიაზე კანონის ძალაში შესვლის მომენტისათვის (ე.ი. 1992 წლის 1 მარტს), წარმოადგენენ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, თუ მათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებში არ განუცხადებიათწერილობით ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ 1995 წლის 31 დეკემბრამდე;

მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთანავე, აუცილებელია ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქის ეროვნული პასპორტის ჩაბარება დადგენელი სავალდებულო წესის შესაბამისად თბილისში ყაზახეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში, რადგან, ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის და ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის "ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ" შესაბამისად, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა არ ცნობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იმავდროულად.

არ ითვლებიან ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეებად

(1991 წლის 20 დეკემბრის ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის "ყაზახეთის

რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ" შესაბამისად) პირები:

1. რომელთაც 1995 წლის 31 დეკემბრამდე ყოფილი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ყაზახეთის შესაბამის ორგანოებში შეიტანეს წერილობითი განაცხადი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

2. რომლებიც არ ცხოვრობდნენ მუდმივად (არ გააჩნდათ მუდმივი საცხოვრებელი ჩაწერა) ყაზახეთის ტერიტორიაზე ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის "მოქალაქეობის შესახებ" ძალაში შესვლის დროს, ე.ი. 1992 წლის 1 მარტს.

3. დარეგისტრირებულთ, როგორც ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა დაკარგულებს, ან რომელთაც გააფორმეს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობიდან გასვლა.

სურვილის შემთხვევაში, გაიცემა შესაბამისი ცნობა. იმისათვის, რათა გააფორმოთ ცნობა იმის შესახებ, რომ არ ბრძანდებით ყაზახეთის მოქალაქე, აუცილებელია პირადად ან მინდობილი პირის საშუალებით (ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით), წარმოადგინოთ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში შემდეგი დოკუმენტები:

1. პირადი განცხადება კონსულის სახელზე;

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო ასლი (ყველა შევსებული გვერდის);

4. ცნობის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი იმის შესახებ, რომ თქვენ განაცხადი გაკეთებული გაქვთ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ;

5. ორიგინალები ან დამოწმებული ასლები იმ დოკუმენტებისა, რომლებიც ადასტურებენ მუდმივი ბინადრობის რეგისტრაციის არსებობას ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის "მოქალაქეობის შესახებ" ძალაში შესვლის დროისათვის, ე.ი. 1992 წლის 1 მარტი;

დადგენილი საკანონმდებლო წესით, საკონსულო მომსახურებისათვის დადგენილია საკონსულო მოსაკრებელი.

ინფორმაცია ყაზახეთის მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე

განმარტებები მოქალაქეობაზე

1991 წლის 20 დეკემბრის ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის „ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის თაობაზე“ მე-3 მუხლის თანახმად, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა არ აღიარებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას იმავდროულად.

მუხლი 21. მოქალაქეობის დაკარგვა. ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა ჩამოერთმევა:

იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩაირიცხება სხვა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, უსაფრთხოების სპეციალურ სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოში ან სახელმწიფო ხელისუფლების და მმაართველობის სხვა ორგანოებში, ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევების გამოკლებით.

თუ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა მოპოვებულია წარმოდგენილი ცრუ მონაცემებისა ან ყალბი დოკუმენტაციის შედეგად;

ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საფუძვლებით;

თუ პირმა მოიპოვა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა;

თუ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქესთან ქორწინება, რაც გახდა საფუძველი პირის მიერ ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებისა, მიჩნეულია სასამართლოს მიერ უკანონოდ.

ყურადღება!!!

პირი, რომელიც ფლობს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას და მიიღო უცხოური სახელმწიფოს მოქალაქეობა, ვალდებულია შეატყობინოს ოცდაათი კალენდარული დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტის შესახებ და ჩააბაროს ყაზახეთის რესპუბლიკის პასპორტი და (ან) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შინაგან საქმეთა ორგანოებში ან ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთის წარმომადგენლობაში.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის „ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის თაობაზე“ 31-ე მუხლის თანახმად, ყაზახეთის მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე ცნობა საკონსულო განყოფილებაში ფორმდება იმ პირის მიერ, ვინც გააფორმა ნებართვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლებით დარჩენაზე. ამისათვის, აუცილებელია წარმოადგინოთ საქართველოს (ძირითადი გვერდი და საცხოვრებელი რეგისტრაციის გვერდი) და ყაზახეთის რესპუბლიკის (ძირითადი გვერდი და ქვეყნის დატოვების ჩანაწერი მუდმივი ბინადრობის გამო) პასპორტების ასლები. თუ პირმა არ გააფორმა საქართველოში მუდმივი ბინადრობით დარჩენის თაობაზე ნებართვა, მოქალაქეობის დაკარგვის ცნობას აფორმებს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოები, ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის „მოქალაქეობის შესახებ„ 30-ე მუხლის თანახმად.

ყაზახეთი ამკაცრებს პასუხისმგებლობას ორმაგ მოქალაქეობაზე

2014 წლის 5 ივლისს ყაზახეთის რსპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კოდექსს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ, სადაც გამკაცრებულია პასუხისმგებლობა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე.

ასე მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ყაზახეთის რესპუბლიკის ახალი კოდექსის 380-2 მუხლის თანახმად, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო 50 МРП -დან (92 560 ტენგე) 200 МРП -მდე (370 400 ტენგე), ან ადმინისტრაციული გაძევება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ამასთან დაკავშირებით, ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო შეახსენებს მოქალაქეებს, რომელთაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა, ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულებაში ყაზახეთის რესპუბლიკის პასპორტის ჩაბარების აუცილებლობის თაობაზე.

როგორც ცნობილია, ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის და ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის „ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“ მე-3 მუხლის თანახმად, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის ფლობა არ ცნობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იმავდროულად.

ყაზახეთის მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტის გამოაშკარავების შემთხვევაში, ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის „მოქალაქეობის შესახებ“ 21, 30 მუხლების თანახმად, საიმიგრაციო პოლიციის ორგანოების საშუალებით რეგისტრირდება ყაზახეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

ცნობა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის არქონის შესახებ

1991 წლის 20 დეკემბრის ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის „ყაზახეთის მოქალაქეობის შესახებ“ შესაბამისად, პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ (ფლობდნენ მუდმივ ბინადრობის რეგისტრაციას) ყაზახეთის ტერიტორიაზე კანონის ძალაში შესვლის დროს (1992 წლის 1 მარტი), წამოადგენენ ყაზხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, თუ მათ 1995 წლის 31 დეკემბრამდე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებში არ განუცხადებიათ ყაზახეთის მოქალაქეობის ფლობის სურვილი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს 1992 წლის 1 მარტამდე არ ჰქონდა მუდმივი ბინადრობის რეგისტრაცია ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და გააჩნია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს (ეს შეიძლება იყოს ამონაწერი რეესტრიდან, ატესტატები, შრომის წიგნაკი და ა.შ), ამ შემთხვევაში გაიცემა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის არქონის ცნობა, ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის „მოქალაქეობის შესახებ“ მე-3 მუხლის თანახმად.

ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ

ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის, ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის „ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“ შესაბამისად, რომლებიც არ ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას, ყაზახეთის რეპუბლიკის მოქალაქეობიდან გასვლის გადაწყვეტილებები მიიღება ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ. ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ შუამდგომლობის გასაფორმებლად, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პირადად უნდა გამოცხადდნენ და წარადგინონ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულებაში შემდეგი დოკუმენტები:

დოკუმენტების ასლები:

1. ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის ასლი მუდმივი ბინადრობის მიზნით გამომგზავრების ბეჭდით (2015 წლის 19 მარტიდან ყაზახეთის რესპუბლიკის საიმიგრაციო პოლიციის ორგანოების უწყებით) – 2 ეგზემპლარი;

2. დაბადების მოწმობის ასლები - 2 ეგზ. ;

3. ქორწინების მოწმობის ასლები - 2 ეგზ.;

4. ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები (16 წლამდე) – 2 ეგზ.;

5. რეგისტრაციის ასლები (დროებითი რეგისტრაცია, ბინადრობის ნებართვა) – 2 ეგზ.

6. პასპორტების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები (მამა/დედა/ძმა/და, ცოლი/ქმარი, შვილები) – 2 ეგზ.;

7. გამომგზავრების ფურცლის ასლები - 2 ეგზ.;

8. საიმიგრაციო ბარათის ასლები - 2 ეგზ.;

9. ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე ნოტარიულად დამოწმებული მშობლების და მეუღლის განცხადება-თანხმობა - 2 ეგზ.;

შევსებული ფორმები:

10. განცხადება მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ (შუამდგომლობით მიმართვის მიზეზების ახსნა-განმარტებით) ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელზე - 2 ეგზ.;

11. დადგენილი ნიმუშის ანკეტა-განცხადება - 2 ეგზ.;

12. ავტობიოგრაფია - 2 ეგზ.;

13. ფოტო 3,5 x 4,5 – 4 ცალი.

18 წლამდე პირებთან დაკავშირებით, ასევე ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთა მიმართ მოქალაქეობის შეცვლის საკითხებთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე განაცხადი წარედგინება მათი კანონიერი წარმომადგენლების მიერ, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლთან ერთად (მეურვეები წარმოადგენენ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების ასლს) ან ქმედუუნარო პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად, რაც საზღვარგარეთის წარმომადგენლობის მიერ არის დამტკიცებული.

14-დან 18 წლამდე ბავშვები მშობლების ან მათი კანონიერი წარმომადგენლების (მეურვეების) წერილობით განცხადებასთან ერთად წარადგენენ თავიანთ წერილობით თანხმობასდამტკიცებულს საზღვარგარეთის წარმომადგენლობის მიერ, 2 ეგზემპლარად.

იმ შემთხვევში, თუ მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე შუამდგომლობს ერთ-ერთი მშობელი ბავშვთან ერთად, სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას ნოტარიალური წესით დამოწმებული მეორე მშობლის თანხმობა - 2 ეგზემპლარად. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე შუამდგომლობენ მშობლები შვილების გარეშე, შვილების დაბადების მოწმობების წარმოდგენა სავალდებულო არ არის. ანკეტებისა და ავტობიოგრაფიების ყველა ეგზემპლარი ხელმოწერილ უნდა იქნას განმცხადებლის მიერ პირადად და განცხადების გაკეთების თარიღის მითითებით. საკონსულო განყოფილებას უფლება აქვს გამოითხოვოს განმცხადებლისაგან ის დოკუმენტები, რომლებიც ჩამონათვალში არ არის. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში საკონსულო მოსაკრებელი განმცხადებელს უკან არ უბრუნდება. შუამდგომლობის განხილვის ვადა შეადგენს 1 წელს და მეტს.
Created at : 18.03.2017, 17:00, Updated at : 18.03.2017, 17:00