კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვდრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან

მრგვალი მაგიდის გახსნისას, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ 27 წლის განმავლობაში ყაზახეთსა და ჩინეთს შორის, სამაგალითო ურთიერთობები ჩამოყალიბდა, გამყარდა ყოველმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის საფუძველიც მუდმივი და სანდო დიალოგია უმღლეს დონეზე. 

აღნიშნულ კონტექსტში, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის - ელბასი ნურსულთან ნაზარბაევისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის - სი ძინპინის მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ორმხრივი კავშირების განმტკიცებაში.

ამასთანავე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყაზახეთ-ჩინეთის თანამშრომლობას ეკონომიკურ სფეროში დიდი პერსპექტივები აქვს.
 ორმხრივი პარტნიორობის ძირითადი პრიორიტეტების აღნიშვნისას, სახელმწიფოს მეთაურმა, ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოების წინაშე არსებულ ახალ ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება. 

კერძოდ, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, პრიორიტეტული ყურადღება უნდა დაეთმოს ინოვაციური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მან დაადასტურა ყაზახეთის ინტერესი ჩინეთთან ერთობლივი პროექტების განხორციელებაში აღნიშნული მიმართულებით.
 გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ყაზახეთს აქვს უამრავი შესაძლებლობა ჩინელი ტურისტების ქვეყანაში მოსაზიდად, ასევე იმასაც, რომ  აქტიურად ვითარდება ურთიერთთანამშრომლობა და რეკრეაციული ტურიზმი.

ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურმა მოუწოდა ჩინეთის საქმიან საზოგადოებებს ყაზახეთში ტურისტული ცენტრების ჩამოყალიბებისკენ, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩინეთის სტანდარტებს.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ისაუბრა იმ დიდ პერსპექტივებზე, რომელსაც ხელს უწყობს ყაზახეთ-ჩინეთის თანამშრომლობა ფინანსურ სექტორში.

აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ფინანსური ცენტრის -“ასტანის“ მნიშვნელოვანი როლის ხსენებისას, პრეზიდენტმა აცნობა „AIFC“-ის ბაზაზე „RMB Connect“-ის მექანიზმის შექმნის გეგმების შესახებ.

 - „პროექტი „RMB Connect“-ი საშუალებას მისცემს ინვესტიციების განხორციელებას ჩინურ იუანებში. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ეკოსისტემა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მსოფლიოში ჩინური იუანის გავრცელებაში და ყაზახეთისა და რეგიონის ქვეყნების საწარმოებისთვის გახდება ახალი ანგარიშსწორებისა და კლირინგის ცენტრი იუანის მიმართებაში“, - მიიჩნევს სახელმწიფოს მეთაური.

გამოსვლის ბოლოს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აღნიშნა, რომ თანამედროვე პირობებში, „მთავრობა ბიზნესისთვის“ (Government to Business) ფორმატში ურთიერთთანამშრომლობა საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მოქმედი ინსტრუმენტია.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული შეხვედრა, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი გახდება. 

მრგვალი მაგიდის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა, მათ შორის: შპს „ჩინეთის საერთო ტექნოლოგიური (ჯგუფი) ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა, ლუ იმინმა, ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინგ იუნმა, ჩინეთ-ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის თავჯდომარემ - ჯანგ შილიმ, ჩინეთის სამშენებლო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს - თავმჯდომარემ, იონგ ქინგ ვანგმა, „COFCO Group“-ის ვიცე-პრეზიდნეტმა, ლუანგ ჟიჩენგმა, შპს „Anhui Jianghuai Automobile Co“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ან ჯინმა. 

Created at : 11.09.2019, 15:00, Updated at : 11.09.2019, 15:00