13.03.2019 ყაზახეთი ირანში ექსპორტის გაზრდას გეგმავს

ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ირანს შორისთავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე დროებითი შეთანხმების რატიფიკაციას, იტყობინება "ყაზინფორმის" კორესპონდენტი.

როგორც ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი რუსლან დალენოვიაცხადებს, შეთანხმებას ხელი მოეწერა ასტანაში 2018 წლის 17 მაისს.

"შეთანხმება ითვალისწინებს პრეფერენციალურისავაჭრო რეჟიმის დამყარებას და იმპორტის საბაჟო გადასახადების შემცირებას ორმხრივ ვაჭრობაში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებსადა ირანის ისლამურ რესპუბლიკასშორის შეზღუდული ნომენკლატურისსაქონლის მიმართ", - განმარტა მინისტრმა.

მისი თქმით, შეთანხმების განხორციელება საშუალებას იძლევა გაიზარდოს ექსპორტი ირანის პერსპექტიული ბაზრისთვის 80 მილიონზე მეტი მოსახლეობით.

"2018 წელს ირანთან ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ შეადგინა 516 მილიონი აშშდოლარი. შეთანხმების თანახმად, ირანის მხარემ უზრუნველყო იმპორტის გადასახადების შემცირება. ირანის ბაზარზე შესაძლებელი გახდებაისეთი საქონლის შეტანა შეღავათიანი ტარიფებით, როგორიცაა საქონლის, ცხვრის ხორცი, მარცვლეული, მაკარონისა და საკონდიტრო ნაწარმი, ლითონი, რელსები, აკუმულატორები, არმატურა, მილები და სხვა საქონელი ", - განაცხადა რუსლან დალენოვმა.

თავის მხრივ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრიქვეყნები 502 საქონლის იმპორტის გადასახადებს შეამცირებენ. ეს არის ფისტა, ფინიკი, ლეღვი, ქიშმიში, საკონდიტრო ნაწარმი, ჭურჭელი, სარეცხი საშუალებები, ხალიჩები, პლასტმასის პროდუქცია და სხვა.

შეთანხმება ძალაში შევამისი რატიფიცირების პროცედურების დასრულებიდან 60 დღის შემდეგ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა სამი წელია. გათვალისწინებულია, რომ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში დაიწყება მოლაპარაკებები მუდმივ შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

წყარო: www.forbes.kz

Created at : 13.03.2019, 16:00, Updated at : 13.03.2019, 16:00