კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა

კულტურულ-ჰუნაბიტარული თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის

ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დამყარებულია მჭიდრო კონტაქტები კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროში, და ისინი ტრადიციულად პოზიტიური მიმართულებით ვითარდება.

ყოველწლიურად, ყაზახეთში „ნოვრუზის“ აღსანიშნავად ხდება ყაზახური კულტურის მოღვაწეთა კონცერტების, კინოფილმების ჩვენების, ასევე ფოტოგამოფენების ორგანიზება.

2006 წლის 24 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებულ იქნა კულტურის ფესტივალი „გზაჯვარედინი: ყაზახეთი-საქართველო“. ფესტივალის მსვლელობისას ნაჩვენებ იქნა ფილმი „მომთაბარე“, გაიმართა ფოტოგამოფენა, შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები და მიუზიკლის „კიზ-ჟიბეკი“ პრემიერა.

2007 წლის 1-5 ივლისს ქ. ასტანაში გაიმართა „ქართული კულტურის დღეები“. ქართულ დელეგაციას 170 ადამიანის შემადგენლობით ხელმძღვანელობდა ქ.თბილისის მერი გ. უგულავა.

ყაზახი მეცნიერების მიერ მიმდინარეობს ყაზახი პოლიტიკოსისა და პუბლიცისტის მ.შოკაის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდის შესწავლა, რომელიც ქ.თბილისსა და ქ.ბათუმში ცხოვრობდა 1919 წლის სექტემბრიდან 1921 წლის მარტამდე.

2014 წლის 17-დან 20 ივნისამდე ქ. თბილისში ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში პირველად გაიმართა საქართველოში ყაზახური კინოს დღეები. ყაზახური კინოს აღნიშნული ფესტივალი საქართველოშიმიძღვნილი იქნა დიდი ყაზახი რეჟისორისა და მსახიობის შ.აიმანოვის 100 წლის იუბილესადმი.

აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას ქართული მაყურებლის წინაშე წარდგენილ იქნა ოთხი მხატვრული ფილმი, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა გადაღებულ ყაზახეთში. კერძოდ, ნაჩვენებ იქნა მხატვრული ფილმები «Жаужурек мын бала», «Шал», «ლიკვიდატორი», «ჩემი ბავშვობის ცა», რომელიც აღწერს ყაზახეთის პრეზიდენტის ნ.ნაზარბაევის ბავშვობას. ქ.თბილისში აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა „ყაზახფილმის“ დელეგაცია და კინოფილმების «Шал» და «Жаужүрек мың бала» მთავარი როლების შემსრულებლები.

2014 წლის 4 დეკემბერს საელჩოს მიერ ორგანიზებულ იქნა „ყაზახური სამზარეულოს დღე“ ფრანგულ საერთაშორისო სკოლაში ქ. თბილისში, სადაც ასევე მოწვეული იყვნენ უცხოელი დიპლომატები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე ორგანიზებულ იქნა წიგნების გამოფენა და ფოტოგამოფენა თანამედროვე ყაზახეთზე, ეთნოგრაფიული კუთხე, წარმოდგენილ იქნა ყაზახური ეროვნული ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო აქსესუარები ეროვნული ორნამენტებით. ღონისძიებამ გამოიწვია ცხოველი ინტერესი როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ბავშვების მხრიდანაც, რომლებიც აღნიშნულ სკოლაში სწავლობენ. ღონისძიების დასრულებისთანავე ყაზახეთზე წარმოდგენილი წიგნები გადაცემულ იქნა სკოლის ბიბლიოთეკაში.

2015 წლის 26 აპრილს თბილისში გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნ.ნაზარბაევის წიგნის „G-Global: მსოფლიო XXI საუკუნეში“ პრეზენტაცია, რომელიც გადათარგმნილი იქნა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ქართულ ენაზე. პრეზენტაციაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ასევე, ჟურნალისტებმა. მონაწილეთა წინაშე თავის გამოსვლაში ე. ერტისბაევმა აღნიშნა, რომ წიგნის „G-Global: მსოფლიო XXI საუკუნეში“ გამოცემა საქართველოში - მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ-ყაზახურ ურთიერთობებში. ღონისძიების მონაწილეებმა ღონისძიების დასრულებისას წიგნები საჩუქრად მიიღეს.

2015 წლის 29 მაისს ქ. თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გალერეაში გაიმართა ფოტოგამოფენის „უცნობი ყაზახეთი“ გახსნა. ფოტოგამოფენის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო, ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ერის ლიდერის ფონდის მხარდაჭერით.

2015 წლის 29-30 ივნისს აჭარაში, ქ. ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა ფოტოგამოფენა „უცნობი ყაზახეთი“. აღნიშნული გამოფენა გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტთაგანი ბოლო ორი წლის მანძილზე, რომელიც მხარდაჭერილ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ერის ლიდერის ფონდის მიერ. აქვე გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნ.ნაზარბაევის ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნის „G-Global – მსოფლიო ХХІ საუკუნეში“ პრეზენტაცია.

საზოგადოებას წარედგინა 40 ფოტოპეიზაჟი, სადაც აღბეჭდილია: შეკელმესის მთა - იდუმალი თიხის ხეობა ზაისანის ტბაზე, ორთავიანი მთა ბალუხა, კარკარალის მთები და კენტი - ბრინჯაოს ეპოქის ძეგლებით, ასევე სხვა, ჩვენი სამშობლოს ბუნების არანაკლებ თვალწარმტაცი პეიზაჟები. გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი ე.ერტისბაევი, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ა.ბერიძე.
Created at : 6.11.2016, 18:50, Updated at : 4.01.2019, 10:00