სახელმწიფოს მეთაურის კასიმ - ჟომარტ ტოკაევის გზავნილი ყაზახ ხალხს

კონსტრუქციული საზოგადოებრივი დიალოგი -ყაზახეთის სტაბილურობისა და აყვავების საფუძველია 


პატივცემულო თანამემამულენო!

პატივცემულო დეპუტატებო, მთავრობის წევრებო!


ყველას გილოცავთ  ახალი საპარლამენტო სეზონის დაწყებას!

ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენი ქვეყნის  უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპს.

თითქმის 30 წლის წინათ ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, რითაც აღვასრულეთ ჩვენი წინაპრების მრავალსაუკუნოვანი ოცნება. 

ამ წლების მანძილზე ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის   - ელბასი ნურსულთან აბიშის ძე ნაზარბაევის ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა იქცა მსოფლიოში სტაბილურ და მსოფლიოში ავტორიტეტულ სახელმწიფოდ. 

მტკიცე ერთიანობის წყალობით გავამყარეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და შევქმენით პირობები ხალხის კეთილდღეობისთვის. 

ეს დრო გახდა შემოქმედებისა და პროგრესის, მშვიდობისა და თანხმობის პერიოდი. 

ჩვენმა განვითარების გზამ მოიპოვა აღიარება მთელ მსოფლიოში, როგორც ყაზახეთის, ანუ ნაზარბაევის მოდელმა.  

ახლა ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გავამრავლოთ   დამოუკიდებლობის მიღწევები, გავიყვანოთ ქვეყანა  განვითარების ხარისხობრივად  ახალ დონეზე. 

ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ამ მიზნებს ელბასის პოლიტიკის მემკვიდრეობის უზრუნველყოფით და სისტემური რეფორმების გატარებით. 

თქვენთვის ცნობილია, რომ ეს გახდა ჩემი წინასაარჩევნო პროგამის საფუძველი. 

დღეს სახელმწიფო ორგანოები ატარებენ შესაბამის სამუშაოს მისი რეალიზაციისთვის.

მე აუცილებლად შევასრულებ ხალხისთვის მიცემულ პირობას. 

ჩვენს მუშაობაში უნდა  ვხელმძღვანელობდეთ  ელბასის მიერ შემუშავებული  ხუთი ინსტიტუციონალური რეფორმითა და ერის გეგმის  სრული რელიზაციის აუცილებლობით. უნდა განახლდეს მის მიერ შექმნილი მოდერნიზაციის ეროვნული კომისიის მუშაობა.

შემდგომში მსურს გამოვთქვა საკუთარი მოსაზრებები   ჩვენი საერთო ამოცანების რეალიზაციასთან დაკავშირებით, კერძოდ კი ჩემს წინასაარჩევნო პლატფორმასთან დაკავშირებით. 


І. თანამედროვე ეფექტური სახელმწიფო

ჩემს მიერ შეპირებული პოლიტიკური ტრანსფორმაცია თანდათან და განუხრელად განხორციელდება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.  

მსოფლიო გამოცდილება მოწმობს იმას, რომ ფეთქებადი, უსისტემო პოლიტიკური ლიბერალიზაცია იწვევს შიდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვასაც კი.  

ამიტომ ჩვენ განვახორციელებთ პოლიტიკურ რეფორმებს აუჩქარებლად, თანმიმდევრულად, მტკიცედ, მოფიქრებულად. ჩვენი ფუნდამენტური პრინციპია: წარმატებული ეკონომიკური რეფორმები უკვე შეუძლებელია  ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოდერნიზაციის გარეშე.  

«ძლიერი პრეზიდენტი-გავლენიანი პარლამენტი  – ანგარიშვალდებული მთავრობა». ეს არ არის  შემდგარი ფაქტი, ჯერ მხოლოდ მიზნია, რომლისკენაც უნდა მივდიოდეთ სწრაფი ტემპებით. 

პოლიტიკური სისტემის ეს ფორმულა წარმოადგენს სახელმწიფოს სტაბილურობის საფუძველს.  

ჩვენი საერთო ამოცანა – ცხოვრებაში „მომსმენი სახელმწიფოს“ კონცეფციის გატარებაა, რომელიც ოპერატიულად და ეფექტურად რეაგირებს   მოქალაქეთა ყველა კონსტრუქციულ მოთხოვნებზე.  ხელისუფლება და საზოგადოება მხოლოდ მუდმივი დიალოგის გზით შეძლებს თანამედროვე გეოპოლიტიკის   კონტექსტში ჩაქსოვილი ჰარმონიული სახელმწიფოს აშენებას. 

ამიტომ აუცილებელია  სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და გაძლიერება, უფრო აქტუალური ზოგადი საზოგადოებრივი ამოცანების განხილვაში მისი ჩართულობა მათი გადაწყვეტის მიზნით. 

სწორედ ამისთვის შეიქმნა თავისი შემადგენლობის მიხედვით წარმომადგენლობითი  საზოგადოებრივი ნდობის ეროვნული საბჭო, რომელიც როტაციის პრინციპით იმუშავებს. 

უახლოეს პერიოდში ჩვენ მოგვიწევს შემდეგი ამოცანების განხორციელება. 

პირველიპარტიული მშენებლობის პროცესის გაგრძელება

პარტია «Nur Otan», ჩვენი ლიდერის და მისი თავმჯდომარის ნურსულთან აბიშის ძე ნაზარბაევის  წყალობით, თანმიმდევრულად ასრულებს  ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის  რთულსა და საპასუხისმგებლო მისიას. 

ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და მოძრაობებთან, რომლებიც ატარებენ კონსტრუქციულ პოლიტიკას საზოგადოების საკეთილდღეოდ. 

ძირითადმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აღელვებს, უნდა განიხილოს და ჰპოვოს თავისი გადაწყვეტილება  სწორედ პარლამენტში და სამოქალაქო დიალოგის ფარგლებში და არა ქუჩებში. 

დეპუტატებს შეუძლიათ და ვალდებულნი არიან გამოიყენონ თავისი კანონიერი უფლებები, მათ შორის მთავრობაში მოთხოვნების გაგზავნით საჭირბოროტო პრობლემებთან დაკავშირებით და მოითხოვონ მისგან კონკრეტული ზომების მიღება. 

ამავდროულად, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის  ურთიერთობები   უნდა იყოს ურთიერთ პატივსაცემი, საქმიანი, ხელოვნური კონფრონტაციის გარეშე. 

როგორც სახელმწიფოს მეთაური, ჩემს ამოცანას ვხედავ იმაში, რომ ხელი შევუწყო  მრავალპარტიულობის, პოლიტიკური კონკურენციის და პლურალიზმის განვითარებას ქვეყანაში. 

ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის სტაბილურობისთვის გრძელვადიან პერსპქტივაში. 

პარლამენტის მაჟალისში და მასლიხატში  მომავალი არჩევნები ხელს უნდა უწყობდეს  ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის შემდგომ განვითარებას. 

მეორე. ეფექტური უკუკავშირი მოსახლეობასთან

საზოგადოებრივი დიალოგი, გახსნილობა, ადამიანების საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირება წარმოადგენს  მთავარ  პრიორიტეტებს   სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაში. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილია განყოფილება, რომელიც გააკონტროლებს  სახელმწიფო ორგანოების მიერ მოქალაქეთა მომართვების განხილვის ხარისხს, მათთან დაკავშირებული ზომების მიღებას. 

ხშირად ადამიანები იძულებულნი არიან მიმართონ პრეზიდენტს ცენტრებში და ადგილებზე მოხელეთა  „სიყრუის“ გამო. 

რომელიმე სფეროში არასამართლიან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული არაერთჯერადი საჩივრები  ნიშნავს სისტემურ პრობლემებს  კონკრეტულ სახელმწიფო ორგანოში ან რეგიონში. ახლა ამის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება.  

სახელმწიფო მოსამსახურეთა მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით მათ რიგებში უნდა მოვიზიდოთ  მომზადებული ახალგაზრდა კადრები.

ამავე დროს, დაწყებული 2020 წლიდან, ჩვენ შევუდგებით სახელმწიფო მოსამსახურეთა რიცხვის შემცირებას, ხოლო გამონთავისუფლებულ სახსრებს მივმართავთ უფრო სასარგებლო  მუშაკების მატერიალურ წახალისებაზე. 

2024 წლისთვის ეროვნული კომპანიების სახელმწიფო მოსამსახურეთა და მუშაკთა  რიცხვი უნდა შემცირდეს 25 პროცენტით. 

მესამე. მიტინგების შესახებ კანონმდებლობის დახვეწა 

კონსტიტუციის თანახმად ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ თავისუფალი ნების გამოვლინების უფლება. 

თუ მშვიდობიანი აქციები არ ისახავს მიზნად   კანონის  და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევას, მაშინ უნდა დავუჭიროთ მხარი და კანონით დადგენილი წესით გავცეთ მათი ჩატარების უფლება, გამოიყოს ამისთვის სპეციალური ადგილები, თანაც არა ქალაქების განაპირას. 

მაგრამ ნებისმიერი მოწოდება არაკონსტიტუციური მოქმედებებისკენ, ხულიგნური აქციები აღიკვეთება  კანონის ფარგლებში.

მეოთხე. საზოგადოებრივი თანხმობის განმტკიცება

თანხმობა სხვადსხვა სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის -ეს არის მთელი საზოგადოების ძალისხმევის შედეგი.

ამასთან დაკავშირებით აუცილებელია  პოლიტიკური პროცესების გაანალიზება და კონკრეტული ზომების მიღება ჩვენი ერთიანობის მისაღწევად. 

ჩვენ უნდა ვისწავლოთ, გავითვალისწინოთ ყახაზი ხალხის, როგორც სახელმწიფო ნაციის როლი, გავაგრძელოთ ეთნიკურ უმცირესობებს შორის თანხმობა და რელიგიათაშორისი ურთიერთგაგება.   

ჩვენი პოზიციაა: «ერის ერთიანობა -მის მრავალფეროვნებაშია»!

ჩვენ გავაგრძელებთ პირობების შექმნას ჩვენს ქვეყანაში ეთნიკური ჯგუფების ენებისა და კულტურის განვითარებისთვის.

ვთვლი, რომ ყაზახური ენის, როგორც სახელმწიფო ენის, როლი   გაძლიედება და დადგება დრო, როდესაც ის გახდება ერებს შორის ურთიერთობის ენა. 

თუმცა, ასეთი დონის მისაღწევად საჭიროა არა ხმამაღალი განცხადებები, არამედ ჩვენი ერთობლივი მუშაობა. 

ამის გარდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ენა დიდი პოლიტიკის ინსტრუმენტია. 

ვთვლი, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების ავტორიტეტის ამაღლება. 

ამიტომ, უახლოეს დროში უნდა შევიმუშაოთ და მივიღოთ   სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კონცეფცია 2025 წლამდე. 

უკვე დაიწყო სამზადისი მომავალ წელს   მნიშვნელოვანი იუბილეებისა და დიდი მოვლენების აღსანიშნავად.

მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ალ-ფარაბის 1150 წლისთავს და აბაი კუნანბაიულის 175 წლისთავს. 

საიბულეო ღონისძიებების ფარგლებში, გაფლანგვის დაუშვებლად, უნდა  მოვახდინოთ ამ გენიალური პიროვნებების პოპულარიზაცია. 

ამის გარდა, უნდა მივიღოთ აუცილებელი ზომები   დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღსანიშნავად. 

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის  ნამდვილი პატრიოტული  სულისკვეთებით აღზრდას. 

II. უფლებების უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უსაფრთხოება 

მოქალაქეთა უფლებების და მათი უსაფრთხოების გაძლიერების ძირითად ფაქტორს წარმოადგენს სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის ღრმა რეფორმები.

აუცილებელია რიგი სერიუზული ზომების გატარება სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

მოსამართლის უფლება გამოიტანოს გადაწყვეტილება  კანონისა და საკუთარი შინაგანი  რწმენის საფუძველზე ურყევი რჩება.  თუმცა საჭიროა სასამართლო გადაწყვეტილებების ზედმიწევნითი ანალიზის ჩატარება, სასამართლო პრაქტიკის ერთგვარობის უზრუნველყოფა. 

საჯარო-სამართლებრივ დავებში ხელისუფლების ორგანოების   გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების   გასაჩივრებისას მოქალაქეები ხშირად ნერვიულ პირობებში არიან.  მათი შესაძლებლობები არათანაზომადია სახელმწიფო აპარატის რესურსებისა. 

ამიტომ აუცილებელია ადმინისტრაციული იუსტიციის, როგორც დავების განსაკუთრებული მექანიზმის დანერგვა, რომელიც ახდენს ამ განსხვავების ნიველირებას. 

მომავალში, დავების გადაწყვეტისას, სასამართლოს უფლება ექნება  მოახდინოს დამატებითი მონაცემების შეგროვების ინიცირება, რომელთა შეგროვებაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრება სახელმწიფო ორგანოს და არა მოქალაქეს ან ბიზნესს.

კანონმდებლობის ყველა წინააღმდეგობა და გაუგებრობა უნდა განიმარტოს მოქალაქეთა სასარგებლოდ. 

ასევე მსურს შევჩერდე შემდეგ მნიშვნელოვან პროცესზე. 

ჩვენ ჩამოვცილდით გადაჭარბებულ რეპრესიულ  და მართლმსაჯულების მკაცრი დასჯის ზომებს. ამავე დროს ქვეყანაში მაინც ადგილი აქვს  მრავალრიცხოვან მძიმე დანაშაულებს. 

ჩვენ გაგვიტაცა კანონმდებლობის ჰუმანიზაციამ და ამ დროს მხედველობის არიდან დაიკარგა  მოქალაქეთა ფუძემდებლური უფლებები. 

სასწრაფო წესით საჭიროა სასჯელის გამკაცრება სექსუალური ძალადობის, პედოფილიის, ნარკოტიკების გავრცელების, ადამიანებით ვაჭრობის, ქალების წინააღმდეგ ყოფითი ძალადობის და პიროვნების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბავშვების წინააღმდეგ, სხვა სასტიკი  დანაშაულისთვის.   ეს არის ჩემი დავალება პარლამენტს და მთავრობას.  

ბოლო დროის ტრაგიკულმა შემთხვევებმა ასევე წარმოაჩინა   ბრაკონიერობის, როგორც ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმის პრობლემებიც. 

ბრაკონიერები არიან ეკიპირებული, შეიარაღებული, გრძნობენ დაუსჯელობას. მარტო მათი ხელით წელს დაიღუპა ცოცხალი ბუნების დამცავი ორი პირი. 

არცთუ დიდი ხნის წინ აღკვეთილი იქნა   ბრაკონიერების ბანდის   დანაშაულებრივი ქმედებები ტბა მარკაკოლთან აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქში. 

ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევებია, მაგრამ ბრაკონიერობამ ღრმა ფესვები გაიდგა, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მიმნებლობით. ბრაკონიერები დაუნდობლად ანადგურებენ ბუნებას -ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს. ვავალებ მთავრობას ორი თვის ვადაში მიიღოს გადაუდებელი ზომები შესაბამისი კანონმდებლობის გასამკაცრებლად. 

დღის წესრიგშია კვლავ კორუფციასთან სისტემური ბრძოლის საკითხი. 

აუცილებელია ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების ნორმატიული სამართლებრივი აქტების პროექტების ანტიკორუფციული ექსპერტიზის აღდგენა ექსპერტებისა და საზოგადოების მონაწილეობით.

აუცილებელია იმ უწყების პირველი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის კანონმდებლობითა და ნორმატიულად  რეგლამენტირება, სადაც მოხდა კორუფციული დანაშაული.  

ასევე საჭიროა თვით ანტიკორუფციული ორგანოების  თანამშრომლების მკაცრი პასუხისმგებლობის გათვალისწინება მუშაობის არაკანონიერი მეთოდებისთვის და პროვოკაციული მოქმედებებისთვის. მათი ადგილი არ არის საგამოძიებო პრაქტიკაში. 

უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპი უნდა იყოს დაცული სრული მოცულობით.

ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ამოცანად რჩება სამართალდამცავი სისტემის სრულფასოვანი რეფორმა. 

პოლიციის, როგორც სახელმწიფოს ძალოვანი ინსტრუმენტის სახე, თანდათანობით წარსულს ჩაბარდება, ის გახდება მოქალაქეთათვის  მომსახურების გაწევის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებას.  

პირველ ეტაპზე აუცილებელია 2020 წლის ბოლომდე ადმინისტრაციული პოლიციის კომიტეტის მუშაობის რეორგანიზაციის ჩატარება. ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად.

პოლიციელების მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია თვით პოლიციის სამსახურის პრესტიჟზე. 

შსს-ს რეფორმაზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში   გამოიყოფა 173 მილიარდი ტენგე.

ეს სახსრები მოხმარდება ხელფასის მომატებას, საცხოვრებელი ბინის ქირაობას, პოლიციის თანამედროვე ფრონტ-ოფისების შექმნას მოსახლეობის მომსახურების ცენტრების პრინციპის მიხედვით. 

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბუნებრივი მოვლენებისგან და ტექნოლოგიური ავარიებისგან  მოქალაქეთა დაცვის საკითხებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ხშირი მოვლენა გახდა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად მთელ მსოფლიოში. 

ამ სფეროში უნდა მუშაობდნენ პროფესიონალი  კადრები. 

ვავალებ მთავრობას  გაზარდოს სამოქალაქო დაცვის  თანამშრომლების ხელფასები შსს-ს განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების   ფარგლებში და გამოიყოს ამ მიზნებისთვის   40 მილიარდი ტენგე.

ჩვენს წინაშე დგას ბრძოლისუნარიანი ჯარის შექმნა ახალი კონცეფციის საფუძველზე. 

არისში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ შეიარაღებულ ძალებში ძალიან სერიოზული  პრობლემები დაგროვდა.

აუცილებელია მოწესრიგდეს ყველა სამხედრო ხარჯი, გაძლიერდეს   ჯარში ფინანსური და ზოგადი დისციპლინა. ამავე დროს აუცილებელია  სამხედრო სამსახურის  პრესტიჟის ამაღლება და შეიარაღებული ძალების  მატერიალური აღჭურვილობის გაუმჯობესება. 

 პროფესიულად მომზადებული, ჩვენი ქვეყნის ერთგული ოფიცერთა კადრებით და სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული ჩვენი ჯარი უნდა იყოს მომზადებული ახალ გეოპოლიტიკურ რეალიებში    ქვეყნის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.    

III. განვითარებული და ინკლუზიური ეკონომიკა.

ყაზახეთის ეკონომიკა თანდათანობით ვითარდება, მიუხედავად გლობალური სირთულეებისა.

წლის დასაწყისიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებმა გადააჭარბა მსოფლიოს საშუალო  მნიშვნელობებს. 

თუ ჩვენ ჩავატარებთ საჭირო სტრუქტურულ ცვლილებებს, მაშინ 2025 წლისთვის შევძლებთ შიდა მთლიანი პროდუქტის 5%-ით და მეტით ყოველწლიური მდგრადი ზრდის უზრუნველყოფას.

ეკონომიკისთვის ახალი იმპულსის მისანიჭებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და მთავრობამ დეტალურად უნდა  შეისწავლონ  სამამულო და უცხოელი ექსპერტების ყველა შემოთავაზება. 

ჩვენ უნდა განვახორციელოთ რიგი სტრუქტურული ამოცანების რეალიზაცია ელბასის მიერ შექმნილი 2050 წლამდე  განვითარების ვადამდელი სტრატეგიისა და ეროვნული  გეგმის  ფარგლებში.

პირველი. სარესურსო მენტალიტეტსა და ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე უარის თქმა 

«ცოდნის ეკონომიკა», შრომის მწარმოებლურობის გაზრდა, ინოვაციების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა გახდა გლობალური პროგრესის ძირითადი ფაქტორები. 

ინდუსტრიალიზაციის მესამე ხუთწლედის  რეალიზაციის პერიოდში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა დაშვებული შეცდომა. 

ამ საკითხებში მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ჩემი შენიშვნა და სრული მოცულობით შეასრულოს შესაბამისი დავალებები.  

შრომის მწარმოებლურობა სულ მცირე 1,7 -ჯერ უნდა გავზარდოთ.

სტრატეგიული ამოცანა – ეს არის ქვეყნის ავტორიტეტის განმტკიცება  ცენტრალურ აზიაში რეგიონული ლიდერის სახით. 

ეს არის ელბასის მიერ დასახული პოლიტიკური კურსი.

მეორე. კვაზისახელმწიფოებრივი სექტორის მხრიდან გაცემის ამაღლება

ჩვენი სახელმწიფო კომპანიები გადაიქცა უზარმაზარ კონგლომერატებად, რომელთა საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა ეჭვის იწვევს.  

ეკონომიკაში სახელმწიფოს გაუმართლებელი არსებობის შემცირების მიზნით მე მივიღე გადაწყვეტილება შემოვიღო მოროტორიუმი კვაზიკომპანიების შექმნაზე. 

ჩვენ უნდა გავიგოთ როგორია ხალხის კეთილდღეობის გაზრდაში ეროვნული კეთილდღეობის ფონდის რეალური წვლილი  ფონდის შექმნიდან ბოლო  14 წლის მანძილზე.

მთავრობამ საანგარიშო კომიტეტთან ერთად სამი თვის ვადაში უნდა ჩაატაროს  სახელმწიფო ჰოლდინგებისა და ეროვნული კომპანიების ეფექტურობის ანალიზი. 

კვაზისახელმწიფო კომპანიები ხშირად ერთმანეთს შორის კონკურირებენ ერთ არენაზე. საბინაო პოლიტიკის სფეროში, მაგალითად, ერთდორულად მუშაობს 7 სახელმწიფო ოპერატორი და ეს მხოლოდ ცენტრალურ დონეზე!  

სახელმწიფო კომპანიების რაოდენობა შეიძლება და უნდა შემცირდეს. 

ამავე დროს საჭიროა სტრატეგიულ სექტორებში მომუშავე სახელმწიფო კომპანიების საქმიანობისადმი   აკურატული მიდგომა.

სახელმწიფო კონტროლი მათზე უნდა შენარჩუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მონოპოლისტების ნაცვლად მივიღებთ კერძო მონოპოლისტებს აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.  

მთავრობა სისტემურად და საგნობრივად უნდა დაკავდეს   ფასთწარმოქმნისა და ტარიფების საკითხებით.  ეს ასევე ეხება ბუნებრივი მონოპოლისტების საქონელსა და მომსახურებებსაც. არ არის საიდუმლო, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალი ფასებია - დაწყებული კვების პროდუქტებით და დასრულებული ტანსაცმლითა და სხვადასხვა სახის მომსახურებებით. 

მაგალითად, კითხვას ბადებს ის, რომ ძირითადი ავიაგადამზიდის ბილეთები  უფრო მოთხოვნად მარშრუტებზე უფრო ძვირია, ზოგჯერ 30%-ითაც კი, ვიდრე ევროპაში.  რითაა დასაბუთებული ჩვენი აეროპორტების მომსახურებების შედარებით მაღალი ღირებულება? 

უცხოელი გადამზიდავებისთვის საავიაციო საწვავის ღირებულება ყაზახეთის აეროპორტებში რატომაა უფრო მაღალი, ვიდრე სამამულო გადამზიდავებისთვის?

შედეგად ყაზახეთის საავიაციო დარგი კარგავს თავის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას. მცირდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი.

პროფილური სამინისტროს, უწყებების მიმნებლობით შექმნილია ბილეთების ხელოვნური დეფიციტი რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებშიც.   

საჭიროასასწრაფოდ წესრიგის დამყარება ამ სფეროებში. 

ჩვენი მიზანია – საბაზრო ინსტიტუტებისა და მექანიზმების სრულფასოვანი განვითარების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მასტაბილიზებელი როლით.

ამავე დროს არ შეიძლება  „მარტივი ნივთების ეკონომიკის“ დავიწყება. ეს არის ჩვენი მუშაობის პრიორიტეტული მიმართულება. 

მესამე. ეფექტური მცირე და საშუალო ბიზნესი - ქალაქისა და სოფლის განვითარების მტკიცე საფუძველი

მცირე ბიზნესი, განსაკუთრებით კი მიკრობიზნესი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. 

პირველ რიგში, ის უზრუნველყოფს  სოფლის მაცხოვრებელთა მუდმივ დასაქმებას, ამცირებს უმუშევრობას. საგადასახადო ბაზის ჩამოყალიბებით, ასევე ავსებს ადგილობრივ ბიუჯეტს.   

ამის გარდა, მასობრივი მეწარმეობის განვითარება იძლევა გამჯდარი  პატერნალისტური განწყობის და კმაყოფაზე ყოფნის აღმოფხვრის შესაძლებლობას.  

ამიტომ სახელმწიფო გააგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას.

ამ მიზნებისთვის ეროვნული ფონდიდან გამოყოფილია დაახლოებით 100 მილიარდი ტენგე. 

თუმცა, ექსპერტების აზრით, ფინანსური მხარდაჭერიდან სარგებლობას მიიღებს მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებებთან აფილირებული მეურნეობები.

სინამდვილეში ახალი პროექტების ფარგლებში უნდა შექმნილიყო ახალი კომპანიები და სამუშაო ადგილები. 

ეს პირდაპირ კავშირშია „მარტივი საგნების ეკონომიკასთან“. 

მაგრამ ადგილზე აკიმებმა ჯეროვნად ვერ  შეასრულეს საორგანიზაციო სამუშაოები.

ამ მიზეზით არ შეიქმნა საგადასახადო ბაზის, საპენსიო შენატანების გაზრდის, ადგილობრივი ბიუჯეტის გაძლიერების   პირობები.

ამასთან დაკავშირებით, ვავალებ საანგარიშო კომიტეტს და ფინანსთა მინისტრს  განახორციელოს   სახსრების ხარჯვის მკაცრი კონტროლი. 

ჩვენს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების საკმაოდ ბევრი წარმატებული მაგალითია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი მცირე ბიზნესს.  

ვავალებ მთავრობას შეიმუშაოს მიკრო და მცირე ბიზნესის კომპანიების სამი წლის ვადით მოგების გადასახადისგან განთავისუფლების საკანონმდებლო საფუძველი.

კანონმდებლობაში შესაბამისი შესწორებები ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლიდან.

2020 წლის იანვრიდან ძალაში შევა ჩემი გადაწყვეტილება მიკრო და მცირე ბიზნესის   სუბიექტების შემოწმების სამწლიანი  აკრძალვის შესახებ. 

ჩვენ გვწამს ჩვენი ბიზნესის პატიოსნებისა და კანონმორჩილების, რომელიც პასუხისმგებელი უნდა იყოს მოქალაქეებისა და მომხმარებლების წინაშე. მოროტორიუმის მოქმედების პერიოდში აუცილებლია თვითდარეგულირების, საზოგადოებრივი კონტროლის ინსტრუმენტების გააქტიურება.

ბიზნესის სუბიექტების მიერ  გაწერილი ნორმებისა და წესების დარღვევის შემთხვევაში, განსაკუთრებით სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სფეროში, ასეთი კომპანიები დაიხურება, ხოლო მათი   მფლობელები პასუხისგებაში მიეცემიან. 

ამგვარად ჩვენ ვამცირებთ ბიზნესზე დატვირთვას. 

ამავე დროს ის ძველებურად აწყდება  სამართალდამცავ და  მაკონტროლებელ ორანოებთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან პრობლემებს.

გახშირდა მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართ რეიდერობის შემთხვევები. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია  ცნობილია: ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის  განვითარებისთვის ხელის შეშლის ნებისმიერი მცდელობა უნდა იქნას განხილული, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული.

ამასთან დაკავშირებით აუცილებელია საკანონმდებლო ხასიათის   დამატებითი ზომების მიღება. პარლამენტმა და მთავრობამ უნდა წარმოადგინონ მოცემული პრობლემის გადაწყვეტა. 

ამავე დროს აუცილებელია ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის წინააღმდეგობის გაწევა, კაპიტალის გატანასთნ, გადასახადების გადახდის თავიდან აცილებასთან  ბრძოლის გამკაცრება.

შემდგომ. მ.ს.ბ.-ის ფინანსური მხარდაჭერის სისტემა უნდა გადაიტვირთოს, პრიორიტეტი მიენიჭოს ახალ პროექტებს. 

ვავალებ მთავრობას ახალი „ბიზნესის საგზაო რუკის“ ფარგლებში ამ მიზნებისთვის გამოყოს  დამატებითი 250 მილიარდი ტენგე შემდეგი სამი წლისთვის. 

აქტიურად უნდა დაინერგოს  ბიზნესის მხარდაჭერის ახალი ფორმები სოციალურ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებით -საოჯახო ბიზნესების შექმნა, პირველ რიგში მრავალშვილიანი და ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებისთვის. 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტურიზმის, განსაკუთრებით კი ეკო- და ეთნოტურიზმის განვითარებას, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვან სფეროს.  

ოქროს ურდოს 750 წლისთავი უნდა აღინიშნოს  ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ბუნებისადმი  ტურისტების ყურადღების მოპყრობის თვალსაზრისით.

ტურიზმის განსავითარებლად მნიშვნელოვანია საჭირო ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში გზების, მშენებლობის უზრუნველყოფა, ასევე კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. 

მეოთხე. საერთაშორისო ბაზრებზე ეროვნული ბიზნესის მხარდაჭერა 

ჩვენ უნდა გავზარდოთ  ექსპორტზე მომუშავე კომპანიების სახელმწიფო მხარდაჭერის ეფექტიანობა.

უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს საშუალო ბიზნესი. 

ამავე დროს, ჩვენ არ გვაქვს  მეწარმეთა კონკრეტულად ამ სეგმენტში სახელმწიფო მხარდაჭერის მოქმედი ზომები, უპირველეს ყოვლისა, პროდუქციის გასაღების სფეროში.  ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს ს.მ.ბ.-ს. 

ვავალებ მთავრობას ინდუსტრიულ-ინოვაციური სახელმწიფო   პროგრამის ფარგლებში შეიმუშაოს   მაღალმწარმოებლური საშუალო   ბიზნესის მხარდაჭერის ზომების კომპლექსი, საგადასახადო, ფინანსური, ადმინისტრაციული სტიმულირების ჩათვლით. 

აუცილებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების   მოზიდვასთან დაკავშირებული მუშაობის გააქტიურება, რომელთა გარეშეც  ეკონომიკის შემდგომი ზრდის რეზერვები შეზღუდული იქნება. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა. 

ყაზახეთის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებში 2025 წლამდე თითოეული დარგისთვის და რეგიონისთვის დადგენილია შესაბამისი მიზნობრივი მაჩვენებლები. 

მათი მიღწევა – სახელმწიფო ორგანოების, განსაკუთრებით, რეგიონების აკიმების  პირდაპირი პასუხისმგებლობაა.

ყაზახეთმა აიღო კურსი ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე. 

აქ დიდი სამუშაო მოგველის. ჩვენი ამოცანა რეგიონში ინფოკომუნიკაციური ინფრასტრუქტურის განვითარების დონის გაძლიერებაა.

მთავრობამ უნდა განახორციელოს ახალ ტექნოლოგიურ მოვლენებთან კანონმდებლობის ადაპტირება: 5G, «ჭკვიანი ქალაქები», დიდი მონაცემები, ბლოკჩეინი, ციფრული აქტივები, ახალი ციფრული ფინანსური ინსტრუმენტები.

ყაზახეთი უნდა გახდეს ბრენდი ტექნოლოგიური პარტნიორობისთვის გახსნილი იურისდიქციის სახით, დატა-ცენტრების აგებისა და განთავსებისთვის, მონაცემთა ტრანზიტის განვითარებისთვის, ციფრული მომსახურებების გლობალურ ბაზარში მონაწილეობისთვის. 

მთავრობამ უნდა გააგრძელოს საერთაშორისო ფინანსური ცენტრის საქმიანობის მხარდაჭერა, რომელმაც, არსებითად, მოიპოვა საკონსტიტუციო სტატუსი. საერთაშორისო ფინანსური ცენტრი „ასტანა“ შეიძლება გამხდარიყო უახლესი ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პლატფორმა ნაზარბაევ უნივერსიტეტთან ერთად. 

მეხუთე. განვითარებული აგროსამრეწველო კომპლექსი.

სოფლის მეურნეობა – ჩვენი ახალი რესურსია, მაგრამ ის სამწუხაროდ არასრულად გამოიყენება.

ჩვენ გაგვაჩნია ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის გამოშვების  მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომელზეც მოთხოვნა არის არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც. 

2030 წლისთვის ჩვენ ეტაპობრივად უნდა გავზარდოთ სარწყავი მიწების რაოდენობა 3 მილონ ჰექტრამდე. 

ეს მოგვცემს საშუალებას 4,5-ჯერ გავზარდოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობა. 

ვაჭრობისა და ინტეგრაციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა  გადაწყვეტილად მხარი უნდა დაუჭირონ  ფერმერებს მათი პროდუქციის გაყიდვა

Created at : 2.09.2019, 11:00, Updated at : 2.09.2019, 11:00