ნურსულთან ნაზარბაევის, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ყაზახეთის ხალხს 2018 წლის 10 იანვარი

განვითარების ახალი შესაძლებლობები მეოთხე სამრეწველო რევოლუციის პირობებში

პატივცემულო ყაზახეთელებო!

დღეს ჩვენ შევდივართ მეოთხე სამრეწველო რევოლუციის ეპოქაში, ღრმა და სწრაფი ტექნოლოგური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ერაში.

ახალი ტექნოლოგიური წყობა კარდინალურად ცვლის ჩვენს მუშაობას, ჩვენი სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის ყაიდას, იმას, თუ როგორ ვზრდით შვილებს.

გლობალური ცვლილებებისა და გამოწვევების წინაშე მზაობის აუცილებლობამ გვიბიძგა მიგვეღო განვითარების სტრატეგია „ყაზახეთი-2050“.

მიზნად დავისახეთ მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოცდაათეულში შესვლა.

ხორციელდება ერის გეგმა - 100 კონკრეტული ნაბიჯი, საიდანაც 60 უკვე შესრულებულია. დანარჩენი ძირითადად, გრძელვადიანი ხასიათისაა და გეგმაზომიერად სრულდება.

გასულ წელს დაიწყო ყაზახეთის მესამე მოდერნიზაცია.

წარმატებით რეალიზდება ინდუსტრიალიზაციის პროგრამა.

მიღებულია კომპლექსური პროგრამა „ციფრული ყაზახეთი“.

შემუშავებულია ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარების კომპლექსური სტრატეგიული გეგმა 2025 წლამდე.

ჩვენი გრძელვადიანი მიზნები უცვლელი რჩება.

ჩვენ ყველა აუცილებელი პროგრამა გვაქვს.

წინამდებარე მიმართვა განსაზღვრავს, რისი გაკეთება მოგვიწევს ახალ სამყაროში - მეოთხე სამრეწველო რევოლუციის სამყაროში წარმატებული ნავიგაციისა და ადაპტაციისათვის.

ძვირფასო თანამემამულეებო!

ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი ყაზახეთი, რომელიც ბრენდი გახდა, ნდობასა და პატივისცემას იწვევს მთელს მსოფლიოში.

2017 წელს ჩვენი ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი გახდა.

2018 წლის იანვარში ჩვენ ვთავმჯდომარეობთ მასში.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ჩვენ გავხდით პირველი სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ აირჩია მსოფლიო სპეციალიზირებული გამოფენის „ექსპოს“ ჩასატარებლად.

ყაზახეთში აწყობილია საბაზრო ეკონომიკის წარმატებით მომუშავე მოდელი.

2017 წელს ქვეყანამ დაძლია მსოფლიო კრიზისის ნეგატიური შედეგები, მტკიცე ზრდის ტრაექტორიას დაუბრუნდა.

წლის შედეგების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4% შეადგინა, სამრეწველო წარმოებისამ - 7%-ზე მეტი.

ამასთან, მთლიან მოცულობაში გადამამუშავებელი სექტორის წილმა 40%-ს გადააჭარბა.

ყაზახეთის წარმატებით განვითარებამ შესაძლებელი გახადა საშუალო კლასის ფორმირება.

სიღარიბე 13-ჯერ შემცირდა, უმუშევრობის დონემ 4,9%-მდე დაიწია.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური წარმატების საფუძველია - სამოქალაქო მშვიდობა, ეროვნებათშორისი და კონფესიათაშორისი თანხმობა, რაც ჩვენს მთავარ ფასეულობად რჩება.

მიუხედავად ამისა, მკაფიოდ უნდა გავიაზროთ, რომ ყაზახეთის მიღწევები საიმედო ბაზაა, მაგრამ ხვალინდელი წარმატებების გარანტია არ არის.

„ნავთობის სიუხვის“ ეპოქა პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება. ქვეყანას განვითარების ახალი ხარისხი ესაჭიროება.

გლობალური ტრენდები გვიჩვენებს, რომ განვითარება, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაეფუძნოს მეოთხე სამრეწველო რევოლუციის ელემენტების ფართო დანერგვას.

ეს მოიცავს როგორც გამოწვევებს, ისე - შესაძლებლობებს.

მჯერა, ყაზახეთს ყველა აუცილებელი პირობა აქვს ახალი სამყაროს ლიდერებში მოსახვედრად.

ამისათვის საჭიროა შემდეგ ამოცანებზე კონცენტრირება.

პირველი. ინდუსტრიალიზაცია უნდა გახდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ფლაგმანი.

სწორედ მისი შედეგები გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მასტაბილიზებელი ფაქტორი 2014-2015 წლებში, როდესაც ნავთობზე ფასები მკვეთრად შემცირდა.

ამიტომაც შეუცვლელია ორიენტირი გადამამუშავებელ სექტორზე შრომის მაღალი მწარმოებლურობით.

იმავდროულად ინდუსტრიალიზაცია უნდა გახდეს უფრო მეტად ინოვაციური, გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიური წყობის - 4.0 - ყველა უპრატესობა.

აუცილებელია პროდუქციის ექსპორტზე ორიენტირებული ჩვენი საწარმოების მოდერნიზაციასა და გაციფრულებაზე მიმართული ახალი ინსტრუმენტების შემუშავება და აპრობირება.

პირველ რიგში მათ უნდა მოახდინონ ტექნოლოგიების ტრანსფერტის სტიმულირება.

უნდა მოვახდინოთ რამდენიმე ყაზახური სამრეწველო საწარმოს გაციფრულების საპილოტე პროექტის რეალიზება, შემდეგ კი ეს გამოცდილება ფართოდ გავავრცელოთ.

უმნიშვნელოვანესი საკითხი ხდება ციფრული და სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებების შემმუშავებლების საკუთარი ეკოსისტემის განვითარება.

ის უნდა დაკრისტალდეს ინოვაციური ცენტრების გარშემო, ისეთების, როგორებიცაა ნაზარბაევის უნივერსიტეტი, საერთაშორისო საფინანსო ცენტრი ასტანა და IT- სტარტაპების საერთაშორისო ტექნოპარკი.

სერიოზულ გადახედვას საჭიროებს ინოვაციური ტექნოლოგების პარკ „ალათაუს“ საქმიანობის ორგანიზაცია.

ინოვაციური ეკოსისტემის წარმატების ძირითადი ფაქტორებია ახალ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის სტიმულირება რეალური სექტორის მხრიდან და ვენჩურული ფინანსირების კერძო ბაზრის ფუნქციონირება.

ამისათვის შესაბამისი კანონმდებლობაა საჭირო.

გარდა ამისა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს IT-სა და ინჟინერინგის მომსახურების განვითარება.

ეკონომიკის გაციფრულება, დივიდენდების გარდა ატარებს სამუშაო ძალის მასშტაბური გამოთავისუფლების რისკებსაც.

წინასწარ უნდა შემუშავდეს გამოთავისუფლებადი სამუშაო ძალის შრომითი მოწყობის შეჯერებული პოლიტიკა.

წინ გველის განათლების სისტემის, კომუნიკაციისა და სტანდარტიზაციის სფეროს ადაპტირება ახალი ინდუსტრიალიზაციის მოთხოვნის შესაბამისად.

2018 წელს აუცილებელია დავიწყოთ ინდუსტრიალიზაციის მესამე ხუთწლედის შემუშავება, რომელიც „ციფრული ეპოქის“ ჩამოყალიბებას ეძღვნება.

მეორე. სარესურსო პოტენციალის შემდგომი განვითარება.

XXI საუკუნის მსოფლიოს გასაჭირი აქვს ბუნებრივ რესურსებში, რომლებსაც მომავალშიც ექნებათ განსაკუთრებული ადგილი გლობალური და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

თუმცა, საჭიროა კრიტიკულად გავიაზროთ სანედლეულო მრეწველობის ორგანიზება, მიდგომები ბუნებრივი რესურსების მართვისადმი.

აუცილებელია აქტიურად დავნერგოთ კომპლექსური საინფორმაციო-ტექნოლოგიური პლატფორმები.

მნიშვნელოვანია ავამაღლოთ მოთხოვნები ენერგოეფექტიანობისა და ენერგომომმარაგებელი საწარმოებისადმი, ასევე, თავად ენერგიის მწარმოებელთა ეკოლოგიურობისა და ეფექტიანობისადმი.

ასტანაში მოწყობილმა გამოფენა „ექსპო-2017-მა“ გვიჩვენა, როგორ მიზანსწრაფულად მიმდინარეობს პროგრესი ალტერნატიული, სუფთა „ენერგიის“ სფეროში.

დღეს ენერგიის განახლებად წყაროებზე (ეგწ) მოდის ელექტროენერგიის მსოფლიო წარმოების მეოთხედი.

პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისათვის ეს მაჩვენებელი 80%-ს მიაღწევს.

დავისახეთ ამოცანა 2030 წლისათვის ყაზახეთში ალტერნატიული ენერგიის წილი 30%-მდე მივიყვანოთ.

დღეს ჩვენთან უკვე მოქმედებს 336 მეგავატი საერთო სიმძლავრის 55 ეგწ ობიექტი, 2017 წლისათვის მათ თითქმის 1,1 მლრდ კილოვატსაათი „მწვანე“ ენერგია გამოიმუშავეს.

მნიშვნელოვანია წავახალისოთ ბიზნესი, მოვახდინოთ ინვესტირება „მწვანე“ ტექნოლოგიებში.

რეგიონების აკიმებმა აუცილებლად უნდა მიიღონ ზომები მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების თანამედროვე უტილიზაციისა და გადამუშავებისათვის, ამ პროცესში მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტების ფართოდ ჩართვით.

ეს და სხვა ზომები საჭიროებს კანონმდებლობის - მათ შორის, ეკოლოგიური კოდექსის აქტუალიზაციას.

მესამე. „ჭკვიანი ტექნოლოგიები“ - შანსი აგროსამრეწველო კომპლექსის წინსვლისა და განვითარებისთვის.

აგრარული პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს შრომის მწარმოებლურობის კარდინალურ მატებასა და გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.

ჩვენ ვისწავლეთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა, მარცვლეულის წარმოება.

ამით ვამაყობთ.

მაგრამ ეს უკვე აღარ არის საკმარისი.

საჭიროა უზრუნველვყოთ ნედლეულის გადამუშავება და მსოფლიო ბაზრებზე მაღალხარისხიანი მზა პროდუქციით გავიდეთ.

მნიშვნელოვანია ამ ამოცანის გადასაჭრელად მთელი აგროსამრეწველო კომპლექსი კარდინალურად გადავაწყოთ.

პრიორიტეტულ ყურადღებას საჭიროებს აგრარული მეცნიერების განვითარება.

მან პირველ რიგში, უნდა მოახდინოს ახალი ტექნოლოგიების ტრანსფერტი და მათი ადაპტაცია სამამულო პირობებთან.

ამასთან, აუცილებელია აგრარული უნივერსიტეტების როლის გადახედვა.

მათ მხოლოდ დიპლომები კი არ უნდა გასცენ, არამედ მოამზადონ სპეციალისტები, რომლებიც რეალურად იმუშავებენ აგრარულ სამრეწველო კომლექსში ან სამეცნიერო მოღვაწეობას შეუდგებიან.

ამ უმაღლეს სასწავლებლებს პროგრამების განახლება მოეთხოვებათ, ისინი აგროსამრეწველო კომპლექსში ყველაზე მოწინავე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელების ცენტრებად უნდა იქცნენ.

მაგალითად, მწარმოებლურობის მრავალჯერად ამაღლებას შეიძლება მივაღწიოთ მოსავლის თესვისა და აღების ოპტიმალური დროის პროგნოზირების ტექნოლოგიის წყალობით, „ჭკვიანი მორწყვით“, მინერალური სასუქების შეტანის ინტელექტუალური სისტემებითა და მავნებლებსა და სარეველასთან ბრძოლით.

უპილოტო ტექნიკა საშუალებას იძლევა ადამიანური ფაქტორის მინიმიზირებით მნიშვნელოვნად შევამციროთ მიწათმოქმედების თვითღირებულება.

ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესმოდელების დანერგვა, აგროსამრეწველო კომპლექსის მეცნიერტევადობა აძლიერებს მეურნეობების კოოპერაციის აუცილებლობას.

აუცილებელია სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების ყოველმხრივი მხარდაჭერა.

სახელმწიფო ბიზნესთან ერთად უნდა მოიპოვებდეს სტრატეგიულ ნიშებს საერთაშორისო ბაზრებზე და ეწეოდეს სამამულო პროდუქციის პრომოცირებას.

სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია უნდა ხდებოდეს პროდუქციის ხარისხისა და ეკოლოგიურობის შენარჩუნებით.

ეს საშუალებას მოგვცემს შევქმნათ და განვავითაროთ კვების ნატურალური პროდუქტების ბრენდი „დამზადებულია ყაზახეთში“, რომელიც ცნობადი უნდა გახდეს მსოფლიოში.

გარდა ამისა, აუცილებელია მათი წახალისება, ვინც მიწას საუკეთესო უკუგებით იყენებს და ზომების მიღება არაეფექტიანი მოსარგებლეების წინააღმდეგ.

საჭიროა აგროსამრეწველო კომპლექსის სუბიექტებისათვის მოვახდინოთ არაეფექტიანი სუბსიდიების რეორიენტაცია საბანკო კრედიტების გაიაფებაზე.

ვიძლევი დავალებას 5 წლის განმავლობაში გაიზარდოს შრომის მწარმოებლურობა აგროსამრეწველო კომპლექსში და გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, როგორც მინიმუმ, 2,5-ჯერ.

მეოთხე. სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის ამაღლება.

დღეს ყაზახეთზე გადის რამდენიმე ტრანსკონტინენტური კორიდორი.

ამის შესახებ ცოტა როდი თქმულა.

მთლიანობაში ტვირთების ტრანზიტი ყაზახეთის გავლით 2017 წელს 17%-ით გაიზარდა და თითქმის 17 მილიონი ტონა შეადგინა.

ჩვენს წინაშეა ამოცანა ყოველწლიური შემოსავლები ტრანზიტისაგან 2020 წლისათვის 5 მილიარდ დოლარამდე ავიყვანოთ.

ეს საშუალებას მოგვცემს უმოკლეს ვადებში დავაბრუნოთ სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურაზე გახარჯული სახსრები.

აუცილებელია უზრუნველვყოთ ციფრული ტექნოლოგიების მასშტაბური დანერგვა, ისეთებისა, როგორებიცაა ბლოკჩეინები, რათა ონლაინრეჟიმში მივადევნოთ თვალყური ტვირთების მოძრაობასა და მათ დაუბრკოლებლივ ტრანზიტს, ასევე, საბაჟო ოპერაციების გამარტივება.

თანამედროვე გადაწყვეტილებები საშუალებას იძლევა ორგანიზება გავუწიოთ ლოგისტიკის ყველა რგოლის ურთიერთქმედებას.

„დიდი მონაცემის(Big data) გამოყენება ხარისხიანი ანალიტიკით უზრუნველყოფის, ზრდის რეზერვების გამოვლენისა და ჭარბი დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.

ამ მიზნების განსახორციელებლად აუცილებელია დაინერგოს ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემა.

ის საშუალებას მოგვცემს ეფექტიანად ვმართოთ სატრანსპორტო ნაკადები და განვსაზღვროთ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მოთხოვნები.

შიდარეგიონული მობილურობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია გავზარდოთ ავტოგზების ადგილობრივი ქსელის რემონტისა და რეკონსტრუქციის ფინანსირება.

ამისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების საერთო მოცულობა საშუალოვადიან პერსპექტივაში 150 მილიარდ თენგემდე უნდა ავიყვანოთ.

ამ სამუშაოში რეგიონების ყველა აკიმატის აქტიური მონაწილეობა უნდა უზრუნველვყოთ.

მეხუთე. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მშენებლობასა და კომუნალურ სექტორში.

რეალიზებულ პროგრამათა წყალობით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამ ყაზახეთში წლიურად 10 მილიონ კვადრატულ მეტრს გადააჭარბა.

ეფექტიანად მუშაობს საცხოვრებელი დანაზოგების სისტემა, რომელმაც მოსახლეობის ფართო ფენებისათვის საცხოვრებელი ხელმისაწვდომი გახადა.

ერთ მცხოვრებზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ბოლო 10 წელიწადში 30%-ით გაიზარდა და დღეს 21,6 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

აუცილებელია ეს მაჩვენებელი 2030 წელს 30 კვადრატულ მეტრამდე ავიყვანოთ.

ამ ამოცანის შესრულებისას მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მშენებლობის ახალი მეთოდები, თანამედროვე მასალები, პრინციპულად განსხვავებული მიდგომები შენობების პროექტირებასა და ქალაქის მშენებლობების დაგეგმვაში.

უნდა დავაწესოთ მაღალი მოთხოვნები შენობების ხარისხის, ეკოლოგიურობისა და ენერგოეფექტიანობისადმი.

მშენებარე და უკვე არსებული სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები აუცილებელია აღვჭურვოთ მართვის ინტელექტუალური სისტემებით.

ეს აამაღლებს კომფორტულობას მოსახლეობისათვის, შეამცირებს ელექტროენერგიის, სითბოს, წყლის მოხმარებას, ბუნებრივ მონოპოლისტებს საკუთარი ეფექტიანობის გასაზარდელად წაახალისებს.

მნიშვნელოვანია შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, მათ შორის - კანონმდებლობაში, რომელიც ბუნებრივი მონოპოლიების სფეროს არეგულირებს.

აკიმებმა უფრო აქტიურად უნდა გადაწყვიტონ საცხოვრებელ-კომუნალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის საკითხები სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის საფუძველზე.

სოფლის დასახლებული პუნქტების ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხის გადასაჭრელად მთავრობამ აღნიშნული სამუშაოებისათვის ყოველწლიურად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს არანაკლებ 100 მილიარდი თენგესი ყველა წყაროდან.

მეექვსე. ფინანსური სექტორის „გადატვირთვა“.

აუცილებელია დავასრულოთ საბანკო პორტფელის წმენდა „ცუდი“ კრედიტებისაგან.

ამასთან, ბანკების მესაკუთრეებმა დანაკარგების აღიარებით ეკონომიკური პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ. აქციონერების მიერ ბანკებიდან სახსრების გამოტანა აფილირებული კომპანიებისა და პირების სასარგებლოდ მძიმე დანაშაულად უნდა შეირაცხოს.

ეროვნული ბანკი ასეთი ქმედებების მჭვრეტელი არ უნდა იყოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში რისთვისაა საჭირო ასეთი სახელმწიფო ორგანო?

ეროვნული ბანკის ზედამხედველობა ფინანსური ინსტიტუტების მოღვაწეობაზე უნდა იყოს მკაცრი, დროული და ქმედითი.

სახელმწიფო შემდგომშიც იქნება უბრალო მოქალაქეების ინტერესების დაცვის გარანტორი.

უნდა დავაჩქაროთ ფიზიკურ პირთა გაკოტრების შესახებ კანონის მიღება.

გარდა ამისა, დავალებას ვაძლევ ეროვნულ ბანკს საბოლოოდ გადაწყვიტოს მოსახლეობის სავალუტო იპოთეკური სესხების საკითხი, სესხების, რომლებიც გაცემული იყო 2016 წლის 1-ლ იანვრამდე, როდესაც კანონმდებლობით აიკრძალა მათი ფიზიკური პირებისათვის გაცემა.

ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ ბიზნესის გრძელვადიანი კრედიტირებით უზრუნველყოფის საკითხი განაკვეთებით, რომლებიც ეკონომიკის დარგებში რეალურ რენტაბელობას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია საინვესტიციო კლიმატის შემდგომი გაუმჯობესება და საფონდო ბაზრის განვითარება.

ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საერთაშორისო საფინანსო ცენტრ „ასტანასათვის“, რომელმაც დაიწყო თავისი საქმიანობა.

საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით ის უნდა გახდეს რეგიონული ჰაბი, რომელიც იყენებს ინგლისურ სამართალსა და თანამედროვე ფინანსურ ტექნოლოგიებს.

საფონდო ბაზრის განვითარება ასევე, ხელს შეუწყობს ეროვნული კეთილდღეობის ფონდ „სამრუკ-კაზინას“ აქციების წარმატებულ გატანას IPO-ზე.

მეშვიდე. ადამიანური კაპიტალი - მოდერნიზაციის საფუძველი.

განათლების ახალი ხარისხი.

უნდა დავაჩქაროთ განათლების საკუთარი მოწინავე სისტემის შექმნა, ყველა ასაკის მოქალაქეები მოვიცვათ.

საგანმანათლებლო პროგრამების საკვანძო პრიორიტეტი უნდა გახდეს ცვლილებებისადმი მუდმივი ადაპტაციის უნარის განვითარება და ახალი ცოდნის ათვისება.

სკოლამდელ განათლებაში 2019 წლის 1-ლ სექტემბრისათვის აუცილებელია დავნერგოთ პროგრამების ერთიანი სტანდარტი ბავშვების ადრეული განვითარებისათვის, რაც სოციალურ და თვითსწავლის უნარებს ავითარებს.

საშუალო განათლებაში დაწყებულია გადასვლა განახლებულ შინაარსზე, რაც 2021 წელს დასრულდება.

ეს აბსოლუტურად ახალი პროგრამები, სახელმძღვანელოები, სტანდარტები და კადრებია.

საჭირო იქნება მიდგომების გადახედვა სწავლებისა და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისადმი.

ქვეყნის უნივერსიტეტებთან უნდა განვავითაროთ პედაგოგიური კათედრები და ფაკულტეტები.

აუცილებელია გავაძლიეროთ მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლების ხარისხი განათლების ყველა დონეზე.

ეს მნიშვნელოვანი პირობაა ახალგაზრდობის მოსამზადებლად ახალი ტექნოლოგიური წყობისადმი.

საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონკურენციის ასამაღლებლად და კერძო კაპიტალის მისაზიდად ქალაქის სკოლებში დანერგილი იქნება სულადობრივი დაფინანსება.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეთა დატვირთვა ჩვენში ყველაზე მაღალია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში და საშუალოდ ერთი მესამედით დიდია, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვენებში, ის უნდა შევამციროთ.

ყველა რეგიონში მოსწავლეთა სასახლეების ბაზაზე უნდა შევქმნათ საბავშვო ტექნოპარკებისა და ბიზნესინკუბატორების ქსელები თავისი აუცილებელი ინფრასტრუქტურით, კომპიუტერების, ლაბორატორიებისა და 3D პრინტერების ჩათვლით.

ეს დაგვეხმარება წარმატებით მოვახდინოთ ახალგაზრდა თაობის ინტეგრირება სამეცნიერო-კვლევით და სამრეწველო-ტექნოლოგიურ გარემოში.

ყაზახეთელების მომავალი ყაზახური, რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობაა.

შემუშავებულია და ინერგება ყაზახური ენის შესწავლის ახალი მეთოდიკა რუსულენოვანი სკოლებისათვის.

თუ გვსურს, რომ ყაზახურმა ენამ საუკუნეებში იცოცხლოს, ის უნდა გავათანამედროვოთ, არ დავამძიმოთ ჭარბი ტერმინოლოგიით.

მაგრამ მაინც - ბოლო წლებში ყაზახურ ენაზე ითარგმნა 7 ათასი მყარი და მსოფლიოში მიღებული ტერმინი.

ასეთი „სიახლეები“ ხანდახან სასაცილო ხდება.

მაგალითად, ғаламтор („ინტერნეტი“), „қолтырауын („ნიანგი“), „күй сандық („ფორტეპიანო“) და ასეთი მაგალითი ბევრია.

აუცილებელია გადაიხედოს მიდგომები ასეთი თარგმანების დასაბუთებულობისადმი და ჩვენი ენა ტერმინოლოგიურად საერთაშორისო დონეს მივუახლოვოთ.

ლათინურ ანბანზე გადასვლა ამ საკითხის გადაწყვეტას ხელს უწყობს.

უნდა განვსაზღვროთ ლათინურ ანბანზე გადასვლის მკაფიო გრაფიკი 2025 წლამდე განათლების ყველა დონეზე.

რუსული ენის ცოდნა კვლავაც მნიშვნელოვანია.

2016 წლიდან განახლებულ პროგრამებში რუსული ენა ყაზახურ სკოლებში უკვე 1-ლი კლასიდან ისწავლება.

2019 წლიდან დაიწყება ცალკეული საბუნებისმეტყველო დისციპლინების ინგლისურად სწავლებაზე გადასვლა მე-10 და მე-11 კლასებში.

შედეგად ჩვენს ყველა კურსდამთავრებულს ეცოდინება სამი ენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ქვეყანასა და გლობალურ სამყაროში საცხოვრებლად და სამუშაოდ.

სწორედ მაშინ ჩამოყალიბდება ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება.

ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის ადამიანს შეეძლება აირჩიოს ნებისმიერი სამუშაო ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის ჩათვლით.

ყაზახეთელები გახდებიან ერთიანი ერი.

სწავლების შინაარსს ჰარმონიულად უნდა ავსებდეს თანამედროვე ტექნიკური თანხლება.

მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მუშაობა ციფრული საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან მიერთებასა და ჩვენი სკოლების ვიდეომოწყობილობებით აღჭურვაზე.

აუცილებელია სწავლების პროგრამების განახლება ტექნიკურ და პროფესიულ განათლებაში დამქირავებლების მიზიდვითა და საერთაშორისო მოთხოვნებისა და ციფრული უნარების გათვალისწინებით.

უნდა გაგრძელდეს პროექტ „უფასო პროფესიულ-ტექნიკური განათლება ყველასათვის“ რეალიზაცია.

სახელმწიფო აძლევს ახალგაზრდას პირველ პროფესიას.

მთავრობამ უნდა შეასრულოს ეს ამოცანა.

აუცილებელია ინტერნეტში განთავსდეს საშუალო სკოლების, კოლეჯებისა და უმაღლესი სასწავლებლების საუკეთესო მასწავლებლების ვიდეოგაკვეთილები და ვიდეოლექციები.

ეს საშუალებს მისცემს ყველა ყაზახეთელს, მათ შორის, მოშორებული დასახლებული პუნქტებიდან, მიიღოს წვდომა საუკეთესო ცოდნასა და კომპეტენციებზე.

უმაღლეს განათლებაში უნდა გავზარდოთ იმ კურსდამთავრებულთა რაოდენობა, რომლებსაც ნასწავლი აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და „დიდ მონაცემებთან“ მუშაობა.

ამასთან, უნდა განვავითაროთ მეცნიერება უმაღლეს სასწავლებლებში მეტალურგიის, ნავთობგაზქიმიის, აგროსამრეწველო კომპლექსის, ბიო- და IT-ტექნოლოგიების კვლევების პრიორიტეტით.

საჭიროა განხორციელდეს სამეცნიერო კვლევების ინგლისურ ენაზე ეტაპობრივი გადასვლა.

უმაღლესი სასწავლებლებისათვის აუცილებელია ერთობლივი პროექტების აქტიური რეალიზაცია უცხოეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან, მსხვილ საწარმოებსა და ტრანსნაციონალურ კომპანიებთან ერთად.

კერძო სექტორის მხრიდან თანადაფინანსება უნდა გახდეს აუცილებელი მოთხოვნა ყველა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოში.

უნდა შემუშავდეს სისტემური პოლიტიკა ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერების მხარდასაჭერად მათთვის სამეცნიერო გრანტების ფარგლებში კვოტების გამოყოფით.

უკვე დროა, განათლების სფეროს მივუდგეთ, როგორც ეკონომიკის ცალკე დარგს, თავისი საინვესტიციო პროექტებითა და საექსპორტო პოტენციალით.

აუცილებელია კანონმდებლობთ განვამტკიცოთ უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური თავისუფლება, მივცეთ მათ მეტი უფლებები შექმნან საგანმანათლებლო პროგრამები.

უნდა გავაძლიეროთ პედაგოგთა გადამზადება, უმაღლეს სასწავლებლებში მივიზიდოთ უცხოელი მენეჯერები, გავხსნათ მსოფლიო უნივერსიტეტების კამპუსები.

ერის პოტენციალის ზრდა მოითხოვს ჩვენი კულტურისა და იდეოლოგიის შედგომ განვითარებას.

„რუჰანი ჟანგირუს“ არსიც სწორედ ეს არის.

ჩვენი საზოგადოების იდეალი უნდა გახდეს ყაზახეთელი, რომელმაც იცის თავისი ისტორია, ენა, კულტურა, ამასთან, ის თანამედროვეა, ფლობს უცხო ენებს, აქვს მოწინავე და გლობალური შეხედულებები.

პირველი კლასის ჯანდაცვა და ჯანმრთელი ერი.

მოსახლეობის სიცოცოხლის ხანგრძლივობის ზრდასა და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სამედიცინო მომსახურების მოხმარების მოცულობაც გაიზრდება.

თანამედროვე ჯანადაცვა უფრო მეტად უნდა უყოს ორიენტირებული დაავადებების პროფილაქტიკაზე და არა ძვირადღირებულ სტაციონარულ მკურნალობაზე.

უნდა გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვა ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ახალგაზრდობის რეპროდუქტოლოგიური ჯანმრთელობის დაცვასა და განმტკიცებას.

მცირეეფექტიანი და სახელმწიფოსათვის ხარჯიანი დისპანზერიზაციიდან ძირითადი ქრონიკული დაავადებების მართვაზე უნდა გადავიდეთ დისტანციური დიაგნოსტიკის გამოყენებით, ასევე, ამბულატორიული მკურნალობით.

ეს გამოცდილება დიდი ხანია არსებობს მსოფლიოში.

გაბედულად და აქტიუროდ უნდა დავნერგოთ ის.

აუცილებელია მივიღოთ კომპლექსური გეგმა ონკოლოგიურ დაავადებებთან საბრძოლველად, შევქმნათ სამეცნიერო ონკოცენტრი.

უზრუნველყოფილი უნდა იყოს კიბოს მაღალეფექტიანი ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

აუცილებელია ისეთივე სამუშაოს ჩატარება, როგორიც ჩვენ გავაკეთეთ კარდიოლოგიაში, ტუბერკულოზთან ბრძოლასა და მშობიარობის ხელშეწყობაში.

ჯანდაცვა ეტაპობრივად გადავა აუცილებელ სოციალურ სამედიცინო დაზღვევაზე (ასსდ), რომელიც დაეფუძნება მოსახლეობის, სახელმწიფოსა და დამქირავებლის სოლიდარულ პასუხისმგებლობას.

მისი დანერგვის აუცილებლოა ეჭვს არ იწვევს.

თუმცა, საჭიროა უფრო მეტი ყურადღებით ჩავატაროთ მოსამზადებელი სამუშაო, რომელიც არ შეასრულეს ჯანდაცვისა და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა.

საჭიროა შევიმუშაოთ უფასო სამედიცინო დახმარების გარანტირებული მოცულობის ახალი მოდელი (უსდგმ), განვსაზღვროთ სახელმწიფო ვალდებულებების მკაფიო საზღვრები.

მომსახურება, რომლის გარანტიასაც სახელმწიფო არ იძლევა, მოსახლეობამ შეიძლება მიიღოს სავალდებულო სოციალურ სამედიცინო დაზღვევაში მონაწილეობით ან ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევით, ასევე თანაგადახდით.

აუცილებელია გავზარდოთ სამედიცინო დახმარების წვდომა და ეფექტიანობა საინფორმაციო სისტემების ინტეგრაციით, მობილური ციფრული დანართების გამოყენებით, ჯანდაცვის ელექტრონული პასპორტების დანერგვით, „უქაღალდო“ საავადმყოფოებზე გადასვლით.

მედიცინაში უნდა დავნერგოთ გენეტიკური ანალიზის, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, რომლებიც გვარიანად ზრდიან დაავადებების დიაგნოსტიკის ეფექტიანობასა და მკურნალობას.

მნიშვნელოვანი საკითხია სამედიცინო კადრების მომზადების ხარისხის უზრუნველყოფაც.

დღეს ჩვენ გვაქვს ნაზარბაევის უნივერსიტეტის უნიკალური სამედიცინო სკოლა, რომელთანაც ფუნქციონირებს ინტეგრირებული საუნივერსიტეტო კლინიკა.

უნდა მოხდეს ამ გამოცდილების ტრანსლირება ყველა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში.

ამ და სხვა ზომების სარეალიზაციოდ უნდა შემუშავდეს „ხალხის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სისტემის შესახებ“ კოდექსის ახალი რედაქცია.

ხარისხიანი დასაქმება და სოციალური უზრუნველყოფის სამართლიანი სისტემა.

მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ შრომის ბაზრის ეფექტიანობა, შევქმნათ პირობები, რომ ყველას შეეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება.

აუცილებელია შევიმუშაოთ თანამედროვე სტანდარტები ყველა ძირითადი პროფესიის მიხედვით.

ამ სტანდარტებში დამქირავებლები და ბიზნესმენები მკაცრად დააფიქსირებენ, როგორი ცოდნა, უნარები და კომპეტენციები უნდა ჰქონდეთ მუშაკებს.

პროფესიული სტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა შევიმუშაოთ ახალი ან განვაახლოთ მოქმედი საგანამანთლებლო პროგრამები.

ეკონომიკური ზრდის რეზერვია თვითდასაქმებულები და უმუშევრები.

არაერთხელ მოვითხოვე გაგვერკვია თვითდასაქმებულების საკითხი.

შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის ს

Created at : 11.01.2018, 10:00, Updated at : 11.01.2018, 10:00