​ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნ. ნაზარბაევის 2018 წლის 5 ოქტომბრის გზავნილი ყაზახეთის ხალხს

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნ. ნაზარბაევის 2018 წლის 5 ოქტომბრის გზავნილი ყაზახეთის ხალხს

ყაზახების კეთილდღეობის ამაღლება: შემოსავლების გაზრდა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

პატივცემულო ყაზახებო!

ქვეყნის დამოუკიდებლობის წლების მანძილზე ჩვენ უდიდესი სამუშაო გავწიეთ.

დინამიურად განვითარებადი ეკონომიკის მქონე თანამედროვე პროგრესული სახელმწიფოს შექმნით ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და საზოგადოებრივი თანხმობა.

ჩვენ გავატარეთ ხარისხიანი და ისტორიულად მნიშვნელოვანი სტრუქტურული, კონსტიტუციური და პოლიტიკური რეფორმები.

მივაღწიეთ ყაზახეთის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებას და რეგიონში მისი გეოპოლიტიკური როლის გაძლიერებას.

რეგიონული და გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში ჩვენ თავი წარმოვაჩინეთ, როგორც პასუხისმგებლიანმა და მოთხოვნადმა საერთაშორისო პარტნიორმა.

ყაზახთი გახდა პირველი ქვეყანა დსთ-ს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, რომელიც მსოფლიო საზოგადოებამ აირჩია საერთაშორისო გამოფენის “ექსპო-2017“ -ის ჩასატარებლად.

ჩვენ ავაშენეთ ახალი დედაქალაქი-ასტანა, რომელიც გახდა ევრაზიის რეგიონის ფინანსური, საქმიანი, ინოვაციური და კულტურული ცენტრი. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ გადააჭარბა 18 მილიონ ადამიანს, სიცოცხლის ხანგრძლივობამ მიაღწია 72,5 წელს.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მტკიცე ეკონომიკური საფუძვლები.

ბოლო 20 წლის მანძილზე ქვეყანაში მოზიდულია 300 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკის აყვავების საფუძველს. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინიგში 190 ქვეყანას შორის ყაზახეთი ავიდა 36-ე ადგილზე.

ჩვენ ყოველთვის დროულად ვრეაგირებდით საგარეო გამოწვევებზე და მზად ვიყავით მათთვის.

ამასთან დაკავშირებით მე გამოვდიოდი ქვეყნის მოდერნიზაციისთვის აუცილებელი პროგრამული ინიციატივებით. მათი რეალიზება გახდა წარმატებული განვითარების ძირითადი ფაქტორი.

ჩვენი სტრატეგიული მიზანი –2050 წლისთვის მსოფლიოს 30 განვითარებული ქვეყნის რიცხვში შესვლაა.

2014 წელს ჩვენ დავიწყეთ კომპლექსური პროგრამა „ნურლი ჟოლ“-ის რეალიზება, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე.

სამი წლის წინ გასაჯაროვდა ეროვნული გეგმა „100 კონკრეტული ნაბიჯი“.

შემდეგ შევუდექით ქვეყნის მესამე მორდენიზაციას. მისი მთავარი ამოცანაა -ეკონომიკური ზრდის ახალი მოდელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ყაზახეთის გლობალურ კონკურენტუნარიანობას. ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარება გვაძლევს ცხოვრების დონის შემდგომი ამაღლების იმედს.

ჩვენ მზად ვართ ახალი ამოცანების გადაწყვეტისთვის.

პატივცემულო თანამემამულენო!

ბოლო დროს ძლიერდება მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესები.

მსოფლიო სწრაფად იცვლება.

ირღვევა ერთი შეხედვით ურყევი გლობალური უსაფრთხოების სისტემის საფუძვლები და საერთაშორისო ვაჭრობის წესები.

ახალი ტექნოლოგიები, რობოტიზაცია და ავტომატიზაცია ართულებს მოთხოვნებს შრომის რესურსებისა და ადამიანური კაპიტალის ხარისხის მიმართ.

ყალიბდება ფინანსური სისტემების სრულიად ახალი არქიტექტურა. ამავე დროს, საფონდო ბაზრები ბერავენ ახალ „საპნის ბუშტს“, რომელსაც შეუძლია ახალი ფინანსური კრიზისის პროვოცირება.

დღეს ლოკალური და გლობალური პრობლემები ერთმანეთშია გადახლართული. ასეთ პირობებში გამოწვევებზე პასუხს და სახელმწიფოს წარმატების საწინდარს წარმოადგენს მთავარი სიმდიდრის -ადამიანის განვითარება.

მთავრობამ და სახელმწიფო ორგანოების თითოეულმა ხელმძღვანელმა უნდა შეცვალონ მუშაობისადმი მიდგომა. მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს ადამიანის კეთილდღეობის ზრდა.

ამიერიდან სწორედ ამ პარამეტრის მიხედვით შევაფასებ ადამიანის პერსონალურ ეფექტურობას და დაკავებულ თანამდებობებთან შესაბამისობას.

* * *

ყაზახების კეთილდღეობა დამოკიდებულია, პირველ რიგში, შემოსავლების და ცხოვრების ხარისხის სტაბილურ ამაღლებაზე.

I. მოსახლეობის შემოსავლების ზრდა

შემოსავლები იზრდება, როცა ადამიანი შრომისმოყვარეა, არის თავისი საქმის პროფესიონალი, იღებს ღირსეულ ხელფასს ან აქვს საკუთარი საქმის გახსნისა და განვითარების შესაძლებლობა.

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია შევქმნათ საყოველთაო შრომის საზოგადოება.

პირველ რიგში, ვავალებ მთავრობას 2019 წლის 1 იანვრიდან 1,5-ჯერ გაზარდოს ხელფასები - 28-იდან 42 ათას ტენგემდე.

ეს პირდაპირ შეეხება 1 მილიონ 300 ათას ადამიანს, რომელიც მუშაობს სხვადასხვა საკუთრების ფორმის საწარმოების ყველა დარგში.

ხელფასის მომატება შეეხება საბიუჯეტო ორგანიზაციების 275 ათას მუშაკს, რომელთა ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 35%-ით.

ამ მიზნებისთვის რესპუბლიკის 2019–2021 წლების ბიუჯეტიდან ყოველწლიურად უნდა გამოიყოს 96 მილიარდი ტენგე.

ამავე დროს, ახლა უკვე მინიმალური ხელფასი არ იქნება მიბმული საარსებო მინიმუმს. მინიმალური ხელფასის ახალი ოდენობა გახდება შრომის ანაზღაურების ზრდის კატალიზატორი მთლიანობაში მთელი ეკონომიკის ფარგლებში.

ვიმედოვნებ, რომ მოცემული ინიციატივა მოიპოვებს მხარდაჭერას მსხვილ კომპანიებშიც დაბალანაზღაურებადი მუშაკებისთვის ხელფასების მომატების ნაწილში.

მეორე, უნდა მოხდეს ბიზნესის ზრდის სტაბილური წყაროების ჩამოყალიბება, კერძო ინვესტიციების სტიმულირება და ბაზრის თავისუფლების ხელშეწყობა.

სწორედ ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს ყაზახების უმეტეს ნაწილს შემოსავლებით.

პირველი. ჯერ კიდევ 2010 წელს ჩვენ გავუშვით პროგრამა „ბიზნესის საგზაო რუკა- 2020».

რეგიონებში ჩემი მოგზაურობის ფარგლებში მე დავრწმუნდი მის ეფექტურობაში.

პროგრამის მოქმედება უნდა გაგრძელდეს 2025 წლამდე.

მისი რეალიზაციისთვის დამატებით უნდა გამოიყოს არანაკლებ 30 მილიარდი ტენგე წელიწადში.

ეს დამატებით შექმნის სულ მცირე 22 ათას ახალ სამუშაო ადგილს, უზრუნველყოფს 224 მილიარდი ტენგეს გადასახადების შემოსვლას და 3 ტრილიონი ტენგეს პრუდუქციის შექმნას.

მეორე. აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება ეკონომიკაში კონკურენციის განვითარებისთვის და საბინაო-კომუნალური მეურნეობების მომსახურებისა და ბუნებრივი მონოპოლიების ტარიფების მოწესრიგებისთვის.

კომუნალური მომსახურებებისა და ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების სფეროში ფასთწარმოქმნა და მომხმარებლებისგან აღებული ფულადი სახსრების ხარჯვა დღემდე არ არის გამჭვირვალე. არ არსებობს მონოპოლისტების საინვესტიციო ვალდებულებების ეფექტური მონიტორინგი და კონტროლი.

მთავრობამ სამთვიან ვადაში უნდა განიხილოს მოცემული საკითხი და განახორციელოს ანტიმონოპოლიური უწყების მუშაობის რეფორმა, კონკურენციის დაცვის ფუნქციების მნიშვნელოვანი გაძლიერებით.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან იწვევს ბიზნესის ხარჯებს და ადამიანთა რეალური შემოსავლების შემცირებას.

მესამე. აუცილებელია ბიზნესის დაცვის გაძლიერება არამართლზომიერი ადმინისტრაციული ზეწოლისგან და სისხლის სამართლის დევნისგან.

ვავალებ 2019 წლის 1 იანვრიდან აიწიოს საგადასახადო დარღვევებისთვის სისხლის სამარლის პასუხისმგებლობის ზღვრები 50 ათასამდე თვიური ანგარიშსწორების მაჩვენებლის რაოდენობით და ჯარიმების გაზრდით.

ასევე უნდა მოხდეს ეკონომიკურ გამოძიებათა სამსახურის რეორგანიზაცია მისი ფუნქციების ფინანსური მონიტორინგის კომიტეტში გადაცემით, რომლის ძირითადი ამოცანა უნდა გახდეს ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლა.

ჩვენ უნდა ვიაროთ „უნაღდო ეკონომიკისკენ“. აქ უნდა დავეყრდნოთ არა მხოლოდ რეპრესიულ, არამედ მასტიმულირებელ ინსტრუმენტებსაც, მაგალითად, წავახალისოთ ბიზნესი უნაღდო ანგარიშსწორების წარმოებისთვის.

საგადასახადო და საბაჟო ინფორმაციული სისტემების ინტეგრაციის დასრულება გაზრდის ადმინისტრირების გამჭვირვალობას.

მთავრობამ უნდა მიიღოს ქმედითი ზომები ეკონომიკაში ჩრდილოვანი ბრუნვის შემცირების მიზნით 3 წელიწადში მინიმუმ 40%-ით.

იმისთვის, რომ ბიზნესმა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს მუშაობა, ვავალებ 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყოს საგადასახადო ამნისტია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, საურავებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით, დავალიანების ძირითადი თანხის გადახდის პირობით.

მეოთხე. ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაცია უნდა გახდეს ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრალური ელემენტი.

მთავრობამ უნდა მოახდინოს ფოკუსირება ექსპორტიორების მხარდაჭერაზე გადამუშავების სფეროში.

ჩვენი სავაჭრო პოლიტიკა აღარ უნდა იყოს ინერტული.

აუცილებელია მისი გამოცოცხლება ჩვენი საქონლის რეგიონულ და მსოფლიო ბაზრებზე ეფექტური წინ წაწევის მიზნით.

ამავე დროს უნდა დავეხმაროთ ჩვენს საწარმოებს სახალხო მოხმარების საქონლის ფართო ნომენკლატურის ათვისებაში, ე.წ. „მარტივი საგნების ეკონომიკის“ განვითარებაში.

ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საექსპორტო პოტენციალის რეალიზაციისთვის, არამედ შიდა ბაზრის სამამულო ნაწარმით გაჯერებისთვის.

ვავალებ მთავრობას მიმართოს დამატებითი 500 მილიარდი ტენგე გადამამუშავებელი წარმოების და არასანედლეულო ექსპორტის მხარდაჭერაზე შემდეგი 3 წლის განმავლობაში.

პრიორიტეტული პროექტების ხელმისაწვდომი დაკრედიტების ამოცანების გადაწყვეტისთვის ეროვნულ ბანკს ვავალებ წარმოადგინოს გრძელვადიანი ტენგეს ლიკვიდურობა არანაკლებ 600 მილიარდი ოდენობით.

მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა უზრუნველყოს მოცემული სახსრების მიზნობრივი გამოყენების მკაცრი კონტროლი.

ზოგჯერ მსხვილი, წინ გასარღვევი პროექტების განვითარებისთვის უნდა განიხილოს არასანედლეულო სექტორში პირდაპირი ინვესტიციების ჩადების საკითხი, რომელიც განახორციელებს თავის საქმიანობას უცხოელ პარტნიორებთან ერთად თანაინვესტირების პრინციპით.

ასევე აუცილებელია სატრანსპორტო-ლოგისტიკური და მომსახურების სხვა სფეროების განვითარებასთან დაკავშირებული მუშაობის გაძლიერება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემომავალი და გამავალი ტურიზმის განვითარებას ჩვენი მდიდარი ბუნებრივი და კულტურული პოტენციალის გამოყენების მიზნით. მთავრობამ ძალიან მჭიდრო ვადებში უნდა მიიღოს დარგობრივი სახელმწიფო პროგრამა.

მეხუთე. უნდა მოხდეს აგროსამრეწველო პოტენციალის სრული რეალიზება.

ძირითადი ამოცანაა-2022 წლისთვის 2,5-ჯერ გაიზარდოს შრომის ნაყოფიერება და სოფლის მეურნეობის დამუშავებული პროდუქციის ექსპორტი.

სახელმწიფო მხარდაჭერის ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ ქვეყანაში თანამედროვე აგროტექნოლოგიების მოზიდვისთვის.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დარგის მართვის საუკეთესო გამოცდილება მოხერხებული და მოქნილი სტანდარტების დანერგვისა და „ჭაღარა თავების“ - სოფლის მეურნეობის დარგში ავტორიტეტული უცხოელი სპეციალისტების მოზიდვის გზით.

უნდა გაძლიერდეს სოფლის მეწარმეებისთვის მეურნეობის მართვის უნარების მასობრივი სწავლების სისტემა.

ვავალებ მთვარობას უახლოეს 3 წელიწადში ამ მიზნით დამატებით გაითვალისწინოს არანაკლებ 100 მილიარდი ტენგე ყოველწლიურად.

მეექვსე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ინოვაციური და სერვისული სექტორების განვითარებას.

უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს „მომავლის ეკონომიკის“ ისეთი მიმართულებების განვითარების უზრუნველყოფა, როგორიცაა ალტერნატიული ენერგეტიკა, ახალი მასალები, ბიომედიცინა, ინტერნეტის შესაძლებლობები, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი და სხვა. სწორედ მათზეა დამოკიდებული მომავალში ქვეყნის ადგილი და როლი გლობალურ მსოფლიოში.

ვავალებ მთავრობას ნაზარბაევის უნივერსიტეტთან ერთად შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები თითოეული მიმართულებისთვის და განსაზღვროს კონკრეტული პროექტები.

ერთ-ერთი მათგანი შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის ბაზაზე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შემმუშავებელი მეცნიერულ-ტექნიკური ინსტიტუტის შექმნა.

მეშვიდე. აუცილებელია ფინანსური სექტორის როლის გაზრდა რეალური ეკონომიკის განვითარებაში და მოხდეს გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ფასების ზრდა, დაფინანსების ხელმისაწვდომობა, ბანკების სიმყარე - აი რა აინტერესებს ყველაზე მეტად ადამიანებს.

დროა, რომ ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად დაიწყოს ფინანსური და რეალური სექტორების გაჯანსაღების საკითხების სისტემური გადაწყვეტა, კომპლექსური ანტიინფლაციური პოლიტიკის გატარება.

შექმნილ პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკის დაკრედიტების გაზრდა, განსაკუთრებით გადამამუშავებელი სექტორისა და საშუალო და მცირე ბიზნესისა.

ასევე აუცილებელია საპენსიო აქტივებისა და სოცდაზღვევის სისტემის რესურსების ეფექტური მართვის ამაღლება, ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტების -ფასიანი ქაღალდების ბაზრის, დაზღვევის და ა.შ. რეალური განვითარება.

მნიშვნელოვანი როლი ბიზნესის უცხოური ინვესტიციებით, კაპიტალის ხელმისაწვდომობით უზრუნველყოფაში უნდა შეასრულოს საერთაშორისო ფინანსურმა ცენტრმა „ასტანა“-მ. ჩვენ სპეციალურად შევქმენით ცალკე სასამართლო, ფინანსური რეგულატორი, ბირჟა.

ყველა სახელმწიფო ორგანომ და ეროვნულმა კომპანიამ აქტიურად უნდა ისარგებლოს ამ მოედნით და ხელი შეუწყოს მის სწრაფ ჩამოყალიბებას და განვითარებას.

* * *

ჩამოთვლილი ზომების რეალიზაცია გაზრდის ყაზახების შემოსავლებს ხელფასების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გზით.

მოცემული პროცესები მუდმივად უნდა იყოს მთავრობის ყურადღების ცენტრში.

II. ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

კეთილდღეობის მეორე შემადგენელს წარმოადგენს ცხოვრების დონის ამაღლება.

განათლების, ჯანდაცვის, საცხოვრებელი ბინის, უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის საკითხები ეხება თითოეულ ყაზახურ ოჯახს.

ამასთან დაკავშირებით მთავრობამ უნდა გადახედოს საბიუჯეტო ხარჯების პრიორიტეტებს სოციალურ სექტორზე, უსაფრთხოებასა და ინფრასტრუქტურაზე აქცენტირებით.

პირველი. 5 წლის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და ჯანდაცვის ხარჯები ყველა წყაროდან უნდა ავიდეს მშპ-ს 10%-მდე. უნდა განხორციელდეს დასახული რეფორმების რეალიზაციის დაფინანსება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

მეორე. აუცილებელია სკოლამდელი აღზრდის ხარისხის კარდინალური ამაღლება.

აზროვნების საფუძვლები, გონებრივი და შემოქმედებითი უნარები ყალიბდება ყველაზე ადრეულ ბავშვობაში.

განათლების აქცენტები იხრება 4К მოდელისკენ - კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაბელურობისა და გუნდური მუშაობისკენ.

ამ სფეროში გადახედილ უნდა იქნას მასწავლებელთა და საბავშვო ბაღების სხვა მუშაკთა მიმართ კვალიფიციური მოთხოვნები, სწავლების მეთოდები, შრომის ანაზღაურების სისტემა.

მიმდინარე წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აკიმატებთან ერთად უნდა შეიმუშაოს შესაბამისი „საგზაო რუკა“.

მესამე. საშუალო განათლების სფეროში ძირითადი მიდგომები განსაზღვრულია - ამ ეტაპზე უნდა მოხდეს კონცენტრირება მათ შესრულებაზე.

ნაზარბაევის ინტელექტუალური სკოლების სწავლების სისტემა და მეთოდიკა უნდა გახდეს ერთიანი სტანდარტი ყველა სახელმწიფო სკოლისთვის. ეს იქნება სასკოლო განათლების რეფორმის დამამთვარებელი ეტაპი.

ცოდნის შეფასების სისტემა უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

უკვე საშუალო სკოლებში უნდა ჩატარდეს პროფესიონალური დიანოსტიკა და ბავშვების ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების მიმართ ორიენტაცია. ეს მოგვცემს სწავლების ინდივიდუალური ტრაექტორიის აგების და მასწავლებლისა და მოსწავლის სასწავლო დატვირთვის შემცირების საშუალებას.

ბავშვთა უსაფრთხოების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვავალებ განხორციელდეს ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის სათვალთვალო კამერებით აღჭურვის უზრუნველყოფა, გაძლიერდეს სკოლის ფსიქოლოგების მუშაობა და განხორციელდეს სხვა თანმიმდევრული ზომები.

განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ვავალებ მთავრობას გაითვალისწინოს რესპუბლიკის 2019–2021 წლების ბიუჯეტში დამატებითი 50 მილიარდი ტენგე რეგიონებისთვის, სადაც არის მოსწავლეთა ადგილების ყველაზე დიდი დეფიციტი და სამცვლიანი და ავარიული სკოლების პრობლემები.

მეოთხე. აუცილებლად მიმაჩნია შემუშავდეს და მომავალ წელს მიღებული იქნას კანონი „პედაგოგის სტატუსის შესახებ“.

ის უნდა ითვალისწინებდეს ყველა სტიმულს მასწავლებლებისთვის და სკოლამდელი ორგანიზაციების მუშაკებისთვის, შეამციროს დატვირთვა, დაიცვას გაუთვალისწინებელი შემოწმებებისა და არადამახასიათებელი ფუნქციებისგან.

მეხუთე. უმაღლეს განათლებაში გაიზრდება მოთხოვნები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მომზადების ხარისხის მიმართ.

ჩვენ გავზარდეთ გრანტების რაოდენობა, ახლა დადგა პასუხისმგებლობის გაზრდის დრო.

წარმატებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების შეფასების მთავარი კრიტერიუმია - სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთა დატვირულობა, მათი დასაქმება მაღალანაზღაურებად სამსახურებში. უნდა გატარდეს უ.ს.დ-ს გაძლიერების პოლიტიკა.

ბაზარზე უნდა დარჩნენ მხოლოდ ის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების მაღალ ხარისხს. მნიშვნელოვანია პარტნიორობის განვითარება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და, ნაზარბაევის უნივერსიტეტის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოხდეს საუკეთესო უცხოელი ტოპ-მენეჯერების მოწვევა.

აუცილებლად მიმაჩნია არსებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ბაზაზე შეიქმნას ახალი რეგიონული უ.ს.დ. ნაზარბაევის უნივერსიტეტის მაგალითზე.

მეექვსე. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადეგნს სამედიცინო მომსახურებების ხარისხი.

უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით სოფლად.

პირველადი სანიტარულ-სამედიცინო დახმარების მუშაკების სტიმულირებისთვის ვავალებ 2019 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად 20%-ით მოემატოს ხელფასები უბნის მედმუშაკებს, რომლებმაც დანერგეს დაავადებათა მართვის ახალი მიდგომები.

ამისთვის მომავალ წელს გამოყოფილი იქნება 5 მილიარდი ტენგე.

2019 წლის 1 იანვრიდან ყველა პოლიკლინიკა და საავადმყოფო უნდა გადავიდეს სამედიცინო დოკუმენტაციის უქაღალდო, ციფრულ წარმოებაზე.

ეს მოგვცემს საშუალებას 2020 წლისთვის შევქმნათ ჯანმრთელობის ელექტრონული პასპორტები მთელი მოსახლეობისთვის, აღმოვფხვრათ რიგები, ბიუროკრატია, ავამაღლოთ მომსახურების ხარისხი.

უკვე შექმნილი კარდიოლოგიური და ნეიროქირურგიული კლასტერების გამოცდილების გამოყენებით, 2019 წელს ასტანაში უნდა დაიწყოს ეროვნული მეცნიერული ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობა.

ამგვარად ჩვენ გადავარჩენთ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს.

მეშვიდე. რეგიონულ დონეზე აუცილებელია რეზერვების მოძიება და მასობრივი სპორტისა და ფიზიკური კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვავალებ მთავრობას და აკიმებს ააშენონ არანაკლებ 100 ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა.

ასევე ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული სპორტული ნაგებობები, განსაკუთრებით სკოლებთან არსებული, მოეწყოს ეზოები, პარკები სკვერები ფიზკულტურით დაკავებისთვის.

მერვე. ერის ჯანმრთელობა- სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. ეს ნიშნავს, რომ ყაზახებმა უნდა მოიხმარონ ხარისხიანი პროდუქტები. დღესდღეობით არ არსებობს მოსახლეობის უხარისხო და საშიში საქონლისა და მომსახურებებისგან დაცვის ერთიანი პოლიტიკა.

ვავალებ მთავრობას მიიღოს ზომები და მოაწესრიგოს ეს საქმიანობა.

მომავალი წლიდან მუშაობა უნდა დაიწყოს საქონლისა და მომსახურებების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომიტეტმა.

მისი საქმიანობა, მეტწილად მოიცავს საკვები პროდუქტების, სამკურნალო საშუალებების, სასმელი წყლის, საბავშვო საქონლისა და სამედიცინო მომსახურებების რეექსპერტიზას.

ამისთვის საჭიროა თანამედროვე ლაბორატორიული ბაზის უზრუნველყოფა და კვალიფიცირებული სპეციალისტების შტატის შექმნა.

ამავე დროს, უნდა მოხდეს მომხმარებელთა უფლებათა დაცვის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება და აქტიური გამოყენება.

ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით ბიზნესს, მაგრამ ადამიანი, მისი უფლებები და ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.

სახელმწიფომ, ადმინისტრაციული ბარიერების შემცირების ფარგლებში, უარი თქვა მრავალ შემოწმებაზე, ნებართვაზე და მისთ.

ამიტომ შეთავაზებული საქონლისა და მომსახურებების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე პასუხსმგებლობა გარკვეულწილად ეკისრება ბიზნეს-საზოგადოებასაც.

მთლიანობაში, ბიზნესი არ უნდა ფიქრობდეს მხოლოდ მოგებაზე, არამედ სახელწიფოსთან ერთად უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და კომფორტი.

* * *

ხარისხიან სოციალურ მომსახურებებს ჰარმონიულად თან უნდა სდევდეს ფართო შესაძლებლობების შექმნა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, ქვეყნის ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში კომფორტული და უსაფრთხო ცხოვრებისთვის.

III. კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

კომფორტულობა, პირველ რიგში არის საცხოვრებელი ბინის ხელმისაწვდომობა, ლამაზი და უსაფრთხო ეზო, ცხოვრებისა და მუშაობისთვის მოხერხებული დასახლებული პუნქტი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურა.

პირველი. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ბინა.

დღეს ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ პროგრამას «ნურლი ჟერ», რომელმაც უზრუნველყო საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ძლიერი იმპულსი.

გაშვებულია ახალი მასშტაბური პროგრამა «7 - 20 - 25», რომელიც ზრდის საბინაო იპოთეკის ხელმისაწვდომობას.

ვავალებ აკიმებს შეიმუშაონ შეღავათიანი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან იპოთეკის წინასწარი შესატანების ნაწილობრივი სუბსიდირების საკითხი.

ასეთი საბინაო სერტიფიკატების გაცემა გაზრდის იპოთეკის ხელმისაწვდომობას კვალიფიციური პედაგოგებისთვის, მედმუშაკებისთვის, პოლიციელებისა და სხვა სპეციალისტებისთვის, რომლებიც სჭირდება რეგიონს.

ასევე უნდა გაიზარდოს დიდ ქალაქებში გასაქირავებელი ბინების მშენებლობა მოსახლეობის სოციალურად სუსტი ფენებისთვის.

ეს ზომები 250 ათასზე მეტ ოჯახს მისცემს საშუალებას გაიუმჯობესოს ცხოვრების პირობები.

ხოლო მასობრივი განაშენიანების რაიონებში საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გათვალისწინებით 5 წელიწადში სახელმწიფო დაეხმარება 650 ათას ოჯახს, ანუ 2 მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეს.

მეორე. უნდა განხორციელდეს ქვეყნის ტერიტორიული განვითარებისადმი ახალი მიდგომების დანერგვის უზრუნველყოფა.

დღეს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები უმეტესწილად წარმოდგენილია გლობალური ქალაქებით ან მეგაპოლისებით.

მსოფლიოს მშპ-ს 70%-ზე მეტი იქმნება ქალაქებში.

ჩვენთან ისტორიულად არის ჩამოყალიბებული საკუთარი წყობა, ყოველთვის ჭარბობდა აგრარული ეკონომიკა მონოქალაქებითა და მცირე საოლქო ცენტრებით.

ამიტომ, 18-მილიონიანი ქვეყნისთვის 3 ქალაქი მილიონიანი მოსახლეობით, რომელთაგან 2 გახდა ასეთი დამოუკიდებელი ყაზახეთის ეპოქაში, ძალიან დიდი მიღწევაა.

ასტანა და ალმატი უკვე გვაძლევს ქვეყნის მშპ-ს 30%-ს.

თუმცა ქალაქების ინფრასტრუქტურა ყოველთვის არ შეესაბამება საწარმოთა და მოსახლეობის სწრაფად მზარდ მოთხოვნებს.

ბოლო წლებში პროგრამა „ნურლი ჟოლ“-ის ფარგლებში ჩვენ შევქმენით რესპუბლიკური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.

2015 წლის შემდეგ მოხდა 2400 კმ. საავტომობილო გზების აგება და რეკონსტრუქცია. ეს მუშაობა ამჟამადაც გრძელდება და 2020 წლისთვის ექსპლუატაციაში შევა გზების კიდევ 4600 კმ.

ახლა სისტემურად უნდა განვავითაროთ რეგიონებისა და ქალაქების ინფრასტრუქტურა.

ამისთვის მიმდინარე წელს გაიზარდა დაფინანსება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისთვის 150 მილიონი ტენგე, სოფლის წყალმომარაგებისთვის -100 მილიონამდე ტენგე.

აკიმებმა მოცემული სახსრებით უნდა განახორციელონ რეგინოებში განსაკუთრებით მწვავე პრობლემების გადაწყვეტა.

მთავრობა ასევე სისტემურად უნდა მიუდგეს ამ ამოცანას, შეადგინოს დამატებითი ინფრასტრუქტურული საკითხების ჩამონათვალი, შეაფასოს პროექტები და მოიძიოს მათი დაფინანსების წყაროები.

უნდა მოხდეს ახალი სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების მშენებლობის სინქრონიზაცია დასახლებული პუნქტების განვითარების გეგმებთან, ასევე უნდა შეიქმნას პირობები ამ სექტორში კერძო ინვესტორების მოსაზიდად.

ამავე დროს, აუცილებელია გადასვლა მოდელიდან „ინფრასტრუქტურა ადამიანებისკენ“ მოდელზე „ადამიანები ინფრასტრუქტურისკენ“.

ეს მოახდენს დასახლებული პუნქტების გამსხვილების სტიმულირებას, გამოყოფილი სახსრების გამოყენების ეფექტურობას.

თითოეული რეგიონი და მსხვილი ქალაქი უნდა განვითარდეს მდგრადი ეკონომიკური განვითარების და დასაქმებულობის საკუთარ მოდელზე დაყრდნობით, არსებული კონკურენტული უპირატესობების გათვალისწინებით.

ამასთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს რეგიონული სტანდარტების სისტემა სხვადასხვა დასახლებული პუნქტებისთვის-დასაყრდენი სოფლებით დაწყებული და რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქებით დამთავრებული.

სტანდარტი უნდა მოიცავდეს ჩამონათვალის და სოციალური კეთილდღეობის ხელმისაწვდომობის და სახელმწიფო მომსახურებების, სატრანსპორტო, კულტურულ-სპორტული, საქმიანი, საწარმოო, ციფრული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის და სხვა კონკრეტულ მაჩვენებლებს.

უნდა გაძლიერდეს ეკოლოგიური მდგომარეობის, მათ შორის, მავნე გამონაბოლქვის, ნიადაგის, მიწის, ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, ნარჩენების უტილიზაციასთან, ასევე ეკოლოგიური მონიტორინგის სისტემების განვითარებასთან დაკავშირებული მუშაობა მათთან თავისუფალი ონლაინ წვდომით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს „ბარიერული გარემოს“ შექმნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ვავალებ, 2019 წლის 1 სექტემბრიდან შემუშავდეს ქვეყნის 2030 წლამდე ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების პროგნოზის სქემა, რომელიც გახდება ქვეყნის მართვადი ურბანიზაციის ახალი რუკა.

პრაქტიკული ზომების რეალიზებისთვის ვავალებ მომზადდეს რეგიონების 2025 წლამდე განვითარების პრაგმატული პროგრამა კონკრეტული ღონისძიებების, პროექტების და დაფინანსების მოცულობების მითითებით.

რეგიონული განვითარების აღნიშნული ასპექტები უნდა იქნას გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამებში „ნურლი ჟოლ“ და „ნურლი ჟერ“, რომელთა რეალიზების ვადები ასევე უნდა გაგრძელდეს 2025 წლამდე.

პირველმა პროგრამამ უნდა მოახდინოს ფოკუსირება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ხოლო მეორემ - კომუნალურ და ბინათმშენებლობაზე.

ამ პროგრამებს უნდა მივცეთ „მეორე სიცოცხლე“.

აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების ღრმა და თვისობრივი გარდაქმნა.

უსაფრთხოება წარმოადგენს ცხოვრების ხარისხის განუყოფელ ნაწილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან დანაშაულთან ბრძოლის „წინა ფრონტზე“ და მოქალაქეების დაცვისას ხშირად რისკავენ საკუთარი სიცოცხლეებით.

ამავე დროს, საზოგადოება ელოდება სამართალდამცავი ორგანოების, უპირველეს ყოვლისა პოლიციის, მუშაობის ძირეულ გაუმჯობესებას.

ვავალებ მთავრობას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მიიღოს „შინაგან საქმეთა ორგანოების მოდერნიზაციის საგზაო რუკა“.

რეფორმები უნდა დაიწყოს უკვე 2019 წლის 1 იანვარს.

პირველ რიგში უნდა მოხდეს შსს საშტატო განაკვეთის ოპტიმიზაცია, განთავისუფლდეს პოლიცია მისთვის არადამახასიათებელი ფუნქციებისგან.

განთავისუფლებული სახსრები კი უნდა მოხმარდეს პოლიციელთა ხელფასების მომატებას, მათი საცხოვრებელი პირობებისა და სხვა სოციალური საკითხების მოგვარებას.

მეორე, აუცილებელია დამტკიცდეს პოლიციელის ახ

Created at : 6.10.2018, 09:00, Updated at : 6.10.2018, 09:00