ბირთვული იარაღის ცდებისგან დაზარალებულები და პროექტი „ATOM”-ის საპატიო ელჩი მოგვიწოდებენ წუთიერი დუმილისკენ 29 აგვისტოს.

15 აგვისტო, 2019 წელი 


ნურ-სულთანი - ბირთვული იარაღის ეპოქაში ადამიანთა მსხვერპლი აღირიცხება არა მხოლოდ ასიათასობით დაღუპულთა ჰიროსიმასა ან ნაგასაკიში ან მუდმივი მუქარით ცივილიზაციისთვის, რომელსაც უქმნის ამ სასიკვდილო იარაღის დაგროვება, ეს ასევე გამოიხატება ბირთვული იარაღის ცდების შედეგად მილიონობით დაზარალებულ ადამიანთა განუწყვეტელ ტანჯვაში.

პროექტი „ATOM”-ი და მისი საპატიო ელჩი კარიპბეკ კუიუკოვი 29 აგვისტოს - ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მთელს მსოფლიოს მოუწოდებს წუთიერი დუმილისაკენ,  რომელიცდაწესებულ იქნა გაეროს მიერ - ბირთვული იარაღის ცდების შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ. 

კუიუკოვს სურს, რომ ადგილობრივი დროით 11:05 საათზე ხალხმა მთელს მსოფლიოში მოაწყოს წუთიერი დუმილი. აღნიშნული დრო, 11:05 შერჩეულ იქნა გამომდინარე იქიდან, რომ ანალოგიური საათების ისრები ზუსტად ამ დროს ქმნიან რომაულ ასო "V"-ს, რაც გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს. გამარჯვების სიმბოლო და წუთიერი დუმილი - ეს არის ღირსების მიგება მათთვის, ვინც დაზარალდა, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდება ბირთვული იარაღის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისაკენ. 

”ბირთვული იარაღის ცდებმა გამოიწვია უამრავი ხალხის ტანჯვა, როგორც ყაზახეთში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში“ - აღნიშნა კუიუკოვმა. „დაზარალებულთა ტანჯვა დღესაც გრძელდება და მათი ბრძოლა შეუძლებელია იქნეს დავიწყებული. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემმა ქვეყანამ მოუწოდა გაეროს, 29 აგვისტოს ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადებისკენ და მეც მოვუწეოდებ მთელს მსოფლიოს ამ დღეს მიაგონ წუთიერი დუმილი იმ ხალხის ხსნოვნას, ვინც დაზარლდა და დღესაც აგრძელებს ტანჯვას.“

ათწლეულების განმავლობაში ბირთვული იარაღის შემქმნელი ქვეყნები ატარებდნენ ატომური ბომბების ცდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სემიპალატინის პოლიგონზე (ახლანდელი ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიოტრია), ნევადასა და ნიუ-მექსიკოში ამერიკის, მარშალის კუნძულებზე, საფრანგეთის პოლინეზიაში უამრავ ადამიანს ემუქრებოდა ბირთვული იარაღის ცდების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრა. 

ბირთვული იარაღის ცდის შედეგებს დღეს ჯერ კიდევ იმკიან ისინი, ვინც საკუთარ თავზე განიცადა ეს ტრაგედია,  ასევე ვინც უკვე შემდეგ დაიბადა საშინელი თანდაყოლილი დეფექტებით, გახდა ნაადრევი სიკვდილისა და მძიმე დაავადებების მსხვერპლი. 

ყაზახმა ხალხმა გადაიტანა 450 ზე მეტი საბჭოთა ბირთვული იარაღის ცდა, თანამედროვე ქალაქ სემეის მახლობლად. კუიუკოვის მშობლები იყვნენ მათ შორის ვისაც შეეხო ცდების შედეგები. შედეგად, იგი დაიბადა ხელების გარეშე, მაგრამ, ამდენი სირთულის მიუხედავად მან შეძლო გამხდარიყო ცნობილი მხატვარი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული აქტივისტი ბირთვული განიარაღების სფეროში. მან თავისი შემოქმედება მიუძღვნა ბირთვული იარაღის ცდების შედეგად დაზარალებულებს, ხოლო თავისი ცხოვრება კი ბირთვული იარაღის საფრთხის აღმოფხვრას.

ყაზახეთი გახდა როგორც მსოფლიო ლიდერი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მოძრაობაში, ასევე გახდა მაგალითი სხვა ქვეყნებისათვის მას შემდეგ, რაც, მისი პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ უარი თქვა მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ბირთვულ არსენალზე, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა კავშირისგან. 

1991 წლის 29 აგვისტოს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ნაზარაბაევის გადაწყვეტილებით, დაიხურა სემიპალატინის ბირთვული პოლიგონი, რის საპატივცემულოდაც 2009 წელს გაერომ 29 აგვისტო ყაზახეთის ინიციატივით, ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

”მოდით, 29 აგვისტო გამოვაცხადოთ, იმის აღიარების დღედ, რომ ტანჯვა დაკავშირებული ბირთვულ იარაღთან გრძელდება, მაშინაც კი, როდესაც ბომბები არ ცვივა, და ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ ბირთვული იარაღის ცდების საბოლოო შეწყვეტსიკენ, და გადავდგათ პირველი ნაბიჯი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროსკენ“ - თქვა კუიუკოვმა.

Created at : 15.08.2019, 10:00, Updated at : 15.08.2019, 10:00