ყაზახეთის პრეზიდნეტმა მონაწილეობა მიიღო ნაზარბავის სახელობის პრემიის "მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე და გლობალური უსაფრთხოების" მინიჭებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კ. ტოკაევის გამოსვლა

"ნაზარბაევის სახელობის პრემიის - მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე და გლობალური უსაფრთხოების"

მინიჭებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე.

2019 წლის 29 აგვისტო, ქალაქი ნურ-სულთანი.


თქვენო აღმატებულებავ ელბასი!

პატივცემულო ბატონო ფრატტინი!

პატივცემულო ბატონო ზერბო!

პატივცემულო იუკია ამანოს ოჯახის წევრებო და “აესს”-ის წარმომადგენლებო!

პატივცემულო სტუმრებო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნაზარბაევის სახელობის პრემიის „მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე და გლობალური უსაფრთხოების“ მინიჭების მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე. დღევანდელ შეხვედრას უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

წელს სრულდება 25 წელი რაც ყაზახეთი შეუერთდა  „ბირთვული იარაღის განუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებასა“  და “აესს”-ის.

აგრეთვე გავიდა 10 წელი ცენტრალურ აზიაში ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან.

ჩვენი შეხვედრა ემთხვევა ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს.

როგოგრც თქვენთვის ცნობილია, ყაზახეთი სამხედრო არსენალით მსოფლიოში მეოთხე ქვეყნად ითვლებოდა.

ახლა ჩვენ გავხდით გლობალური ანტიბირთვული მოძრაობის ლიდერი ბირთვულ სახელმწიფოთა შორის. 

ეს რეალიზებული იქნა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ნურსულთან აბიშის ძე ნაზარბაევის ბრძნული ხელმძღვანელობით.

ამ მიზნის მიღწევის გზა რთული იყო. 

ჩვენი ხალხისთვის კარგად არის ცნობილი შეიარაღების რბოლისა და სამხედრო გამოცდების შედეგების შესახებ .

საბჭოთა კავშირის დროს ხომ ბირთვული გამოცდების ორი მესამედი ჩვენ ქვეყანაში ჩატარდა.

ყაზახეთი მრავალი ინიციატივით გამოვიდა, რომლებმაც გზა გახსნა გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ მსოფლიოსთვის ბირთვული იარაღის გარეშე.

მსურს, მოკლედ შევჩერდე რამოდენიმე მათგანზე.


პირველი. ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ბატონ ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებულებას სემიპალატინსკის ბირთვული საგამოცდო პოლიგონის დახურვის შესახებ აქვს ისტორიული მნიშვნელობა.  

პოლიგონის ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობის შედეგად უზარმაზარი ზიანი იქნა მიყენებული ათასობით ადგილობრივი მაცხოვრებლისათვის და ბუნებისათვის.  

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ერთი საბჭოური თერმობირთვული ბომბი იაპონურ ქიროსიმაზე ჩაგდებულ ბომბზე   26-ჯერ უფრო მძლავრი აღმოჩნდა. 

რადიოაქტიური ნალექი ვრცელდებოდა ასობით ათას კვადრატულ კილომეტრზე.

ჩვენ დღემდე განვიცდით ბირთვული გამოცდების ნეგატიურ შედეგებს.  

საბჭოური სამხედრო ელიტის და ცალკეული პოლიტიკოსების წინააღმდეგობის მიუხედავად ბირთვული პოლიგონის დახურვის შესახებ პირველი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი სიმამაცე და მტკიცე ხასიათი დასჭირდა. ის მთელი მსოფლიოს ანტიბირთვული მოძრაობისთვის კატალიზატორი გახდა.

მეორე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს მთელ მსოფლიოში სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის ერთ-ერთი მსხვილი მფლობელის სტატუსი მიენიჭა.

ჩვენთან განთავსებული იყო 100-ზე მეტი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა   1400 ბირთვული საბრძოლო თავით.       

ჩვენი ქვეყანა ფლობდა ყველა რესურსს მასობრივი განადგურების იარაღის შესანახად.

დაახლოებით, რომ წარმოიდგინოთ მთელი ეს სიმძლავრე, საკმარისია იმის თქმა, რომ ყაზახეთის ბირთვული პოტენციალი იმ მომენტში აღემატებოდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ჩინეთის ბირთვულ ძალებს ერთად აღებულს.  

ჩვენ ვიცით, რომ უცხო ქვეყნების ზოგიერთი უპასუხისმგებლო ლიდერი არწმუნებდა ჩვენს პირველ პრეზიდენტს, შეენარჩუნებინა ეს არსენალი.  

მაგრამ პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დაჟინებით ამბობდა, რომ ასეთი იარაღის ფლობა უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას არ წარმოადგენს.   უფრო მეტიც, იწვევს უნდობლობას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რასაც თან სდევს უარყოფითი შედეგები, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხო არსებობისთვის. 

ბირთვულ სტატუსზე უარის თქმამ, ბირთვული იარაღის განუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებასთან, და ბირთვული გამოცდების საყოველთაო აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებასთან შეერთებამ საშუალება მისცა ყაზახეთს მოეხდინა საკუთარი თავის როგორც პასუხისმგებელი, საიმედო, მთელი მსოფლიოს მომავალზე მზრუნველი პარტნიორის, პოზიციონირება.

მესამე. ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი სამართლიანად არის აღიარებული მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ როგორც ანტიბირთვული მოძრაობის ლიდერი.    

მან შეიტანა უზარმაზარი წვლილი ბირთვულ განიარაღებაში, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.  

ამ წლების განმავლობაში ბატონი ნურსულთან ნაზარბაევი გამოვიდა მთელი რიგი სერიოზული ინიციატივით,   რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის  მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა.

საუბარია ცენტრალურ აზიაში ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის შექმნაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე „აესს“-ის ეგიდით დაბალგამდიდრებული ურანის ბანკის განთასვებაზე, ყაზახეთის შუამავლურ მისიაზე ირანის ბირთვული პრობლების დარეგულირებაში, და აგრეთვე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენების შესახებ დეკლარაციის მიღებაში.

ამ წინადადებებმა მნიშვნელოვნად გაამყარა გლობალური სტაბილურობის და ნდობის საძირკველი.  

მაგრამ მსოფლიოში დღემდე რჩება სახიფათო დაძაბულობა, რაზეც ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა დამაჯერებლად მოგვითხრო თავის მონუმენტალურ ნაშრომში  - მანიფესტი «მსოფლიო. XXI საუკუნე».

ელბასიმ ჩამოაყალიბა მომავალი თაობების უსაფრთხო მომავლის შექმნის მიზნით მსოფლიო საზოგადოების წინაშე არსებული ძირითადი ამოცანები.

დღეს ჩვენ სრულად საფუძვლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ბატონმა ნურსულთან ნაზარბაევმა შეიტანა დაუფასებელი წვლილი ბირთვულ განიარაღებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.  

ბირთვული განიარაღებისა და განუვრცელებლობის სფეროში ყაზახეთის პოლიტიკა უნიკალურია, თავისი არსით, მას მსოფლიო ისტორიაში პრეცედენტი არ გააჩნია. 

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას ბევრი მიმდევარი არ გამოუჩნდა, ამიტომაც ბირთვული საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.  

გაეროს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში ინახება 15 ათასი ერთეული ბირთვული იარაღი, და ასობით მათგანი შეიძლება მოყვანილი იქნას მოქმედებაში სულ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.  

სიტუაციას აღრმავებს საერთაშორისო ურთიერთობებში კონფლიქტური პოტენციალის არსებობა და ფინანსურ-ეკონომიკური დაპირისპირების გამწვავება.      

შეშფოთებას იწვევს მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში და არსებული კონფლიქტები აფრიკის კონტინენტზე, კორეის ნახევარკუნძულზე.  

გაურკვეველი რჩება ირანის ბირთვული პროგრამით ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის, და აგრეთვე საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების ბედი.

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი სამართლიანად მიიჩნევს, რომ კაცობრიობის წინაშე დგას რთული დილემა.   

საჭიროა გლობალური რისკების სწორად შეფასება, რათა გავაერთიანოთ ძალისხმევა მათი ლიკვიდაციისთვის.  

სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ მსოფლიოს დავუტოვებთ  ჩვენ შვილებს.

ანტიბირთვული მოძრაობისთვის იმპულსის მისაცემად და ცალკეული პოლიტიკური მოღვაწეებისთვის დამსახურებების პერსონიფიკაციისთვის 2016 წელს დაარსდა ნაზარბაევის სახელობის პრემია „მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე და გლობალური უსაფრთხოება“.

ეს ჯილდო ენიჭება სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც ბირთვული იარაღისგან, ომისა და კონფლიქტებისგან თავისუფალი სამყაროსთვის უკომპრომისო ბრძოლას ეწევიან.   

წელს მიღებულია გადაწყვეტილება   ერთდროულად ორი ლაურეატის  - აწ გარდაცვლილი იუკია ამანოს  - „აესს“-ის გენერალური დირექტორის და ლასსინა ზერბოს - ბირთვული გამოცდების საყოველთაო აკრძალვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის დაჯილდოების შესახებ.

იუკია ამანომ „აესს“-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში,  ბირთვული იარაღის განუვრცელებლობასა და ატომური ენერგიის მშვიდობიან გამოყენებაში.

მან წამყვანი როლი ითამაშა ყაზახეთში  დაბალგამდიდრებული ურანის ბანკის შექმნაში და ხელი შეუწყო ირანის ბირთვული პრობლემის გადაჭრას.   

იუკია ამანოს წყალობით „აესს“-ის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განვითარებად ქვეყნებში სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლა, წყლის რესურსების მართვის და სასურსათო უსაფრთხოების სფეროში ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენება გახდა.  

აღსანიშნავია ასევე ლასსინა ზერბოს საქმიანობა, ვისი ძალისხმევითაც საშუალება მოგვეცა პრაქტიკულად სრულად (97%-ით) დაგვესრულებინა მუშაობა ბირთვული გამოცდების სრულად აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების მონიტორინგის საერთაშორისო ქსელის შექმნაზე.  

მას ასევე ეკუთვნის   გამოჩენილ მოღვაწეთა ჯგუფის და ხელშეკრულების ორგანიზაციის ახალგაზრდული  ჯგუფის შექმნის ინიციატივა.

მიგვაჩნია, რომ   იუკია ამანომ და ლასსინა ზერბომ უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ბირთვული იარაღის განუვრცელებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაში და დამსახურებულად იღებენ წელს ნაზარბაევის პრემიას.  

ბატონო ზერბო, იუკია ამანოს ახლობლებო, მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვები.

Created at : 29.08.2019, 17:00, Updated at : 29.08.2019, 17:00