ნურ-სულთანის დაბადების დღე

6 ივლისს ყაზახეთში სახელმწიფო დღესასწაული - დედა ქალაქის დღე აღინიშნება. თავის 21-ე დაბადების დღეს, ქვეყნის მთავარი ქალაქი ახალი სახელით - ნურ-სულთანი პირველად შეხვდება.

ქალაქი, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქვეყნო ბრენდად იქცა და მსოფლიო თანამეგობრობაში ფართოდ ცნობილი გახდა, თავისი სახელი ნარსულთან ნაზარბაევის საპატივცემულოდ დაერქვა. დედაქალაქისთვის, მისი დაარსების სულისჩამდგემლისა და მთავარი არქიტექტორის, პირველი პრეზიდენტის - ელბასის საპატივცემულოდ ახალი სახელწოდების მინიჭების ინიციატივა, ყაზახეთის პრეზიდენტს - კასიმ ჟომარტ ტოკაევს ეკუთვნის.

ქვეყნის მთავარი ქალაქის ისტორია და ღირსშესანიშნავი თარიღები მჭიდროდ არის დაკავშირებული ელბასის პიროვნებასთან. 1994 წლის 6 ივლისს, თავის დაბადების დღეს, ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის უზენაესი საბჭოს წინაშე საკმაოდ გაბედული ინიციატივა გააჟღერა, დედაქალაქის ალმატიდან აკმოლაში გადატანის შეახებ. იმ დროისთის ამ იდეის რეალიზაციის ცოტას თუ სწამდა, თუმცა ელბასის შორსმჭვრეტელობამ და გადაწყვეტილების მიღების უნარიანობამ ხელი შეუწყო აღნიშნული ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას.

ეს იყო საკმაოდ გაბედული იდეა, ოცნება რომელიც მიზნის გარშემო მოახდენდა ერის კონსოლიდაციას და საფუძველს ჩაუყრიდა დამოუკიდებელი, ძლიერი და წარმატებული ყაზახეთის მშენებლობას. ახალი დედაქალაქი წარმოადგენდა პროექტს, რომელმაც მსოფლიოს დაანახა ყაზახი ხალხის რწმენა საკუთარ ძალებში და მათი უსაზღვრო შესაძლებლობები.

ევრაზიის ცენტრში მდებარე ქვეყნის მთავარ ქალაქში, უნდა გადაკვეთილიყო ულტრათანამედროვე ქალაქგეგმარება და არქიტექტურული იდეები, მაღალი ტექნოლოგიები და მართვის მერიტოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული სტილი, რაც წარმატებით განხორციელდა. აქ მოგვარებულია უამრავი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემა, ჩამოყალიბულია ეკონომიკის ახალი დარგები, უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მაღალი დონე და კომფორტული საცხოვრებელი გარემო. დღესდღეობით ქალაქის პოტენციალი წარმატებით ვითარდება და უფრო მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებისთვის, ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ტურისტებისთვის.

ბოლო წლების მანძილზე, ყაზახეთის ახალგაზრდა დედაქალაქი კონტინენტზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჰაბად გადაიქცა, გახდა დიალოგის წარმოების პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციების ეგიდით (OSCE, SCO, EAEU, OIC) ჩატარდა მხვილი საერთაშორისო ფორუმები - მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და სხვა საკითხების გარშემო. ასევე, სირიაში მდგომარეობის დარეგულირების მიზნით, მიმდინარეობს ე.წ. „ასტანის პროცესი“. ჩვენმა დედაქალაქმა უმასპინძლა საერთაშორისო გამოფენას „ექსპო - 2017“-ს. ნურ-სულთანი აგრეთვე სწრაფად გარდაიქმნა მნიშვნელოვან რეგიონულ ფინანსურ ცენტრად, ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის ბაზაზე.

ტრადიციულად, დღესასწაულის წინ მთავრობის სახელზე საზღვარგარეთიდან შემოდის მოსალოცი წერილების დიდი რაოდენობა, სადაც დედაქალაქს და მის მოსახლეობას უსურვებენ წარმატებულ განვითარებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.
Created at : 6.07.2019, 10:00, Updated at : 6.07.2019, 10:00