დღეს, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი - ელბასი ნურსულთან აბიშის ძე ნაზარბაევი საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავს.

ნურსულთან აბიშის ძე ნაზარაბაევი არის ყაზახეთის სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დამფუძნებელი.

ის არის ისტორიული პიროვნება, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და გლობალური მასშტაბის პოლიტიკოსი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ყაზახი ხალხის მსახურებას და დედამიწაზე მშვიდობის დამკვიდრებას მიუძღვნა.

ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკური სიბრძნისა და გაბედული გადაწყვეტილებების წყალობით, დამოუკიდებელი ყაზახეთის არც თუ ისე დიდი - 28 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ჩვენი რესპუბლიკა შევიდა მსოფლიოს 50 კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში და დღესაც აგრძელებს სვლას უფრო ამბიციური მიზნისკენ - შევიდეს მსოფლიოს 30 ყველაზე განვითარებული ქვეყნების რიგებში.

როგორც მსოფლიოს ავტორიტეტული ლიდერები აღნიშნავენ, ნურსულთან ნაზარბაევი არის პოლიტიკოსი და გლობალური მასშტაბის დიპლომატი, რომლის სტრატეგიულმა ხედვამ შეიტანა და დღესაც აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილს შეტანას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებაში.

მისი ერთგულებით მშვიდობისა და სწორი დიალოგისადმი, ასევე ორმხრივი სასარგებლო გადაწყვეტილებების ძიებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მრავალვექტორულმა და დაბალანსებულმა საგარეო პოლიტიკამ მიაღწია დიდ წარმატებას და უზრუნველყო სახელმწიფო ხელსაყრელი გარე პირობებით მისი პროგრესული განვითარებისათვის.

ნურსულთან ნაზარბაევი ევრაზიის კონტინენტზე მრავალი ინტეგრაციისა და დიალოგის პროცესის ინიციატორია. მათ შორის უნდა აღინიშნოს ევრაზიული კავშირის შექმნა, ასევე „CICA“-ს, „SCO“-ს, მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების კონგრესის შექმნა.

ელბასის მიიჩნევენ „გლობალურ ჩემპიონად“, უაღრესად რთული გლობალური პროცესებისას, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღებისთვის. მისი საგარეო პოლიტიკის ინიციატივები შთაგონების წყაროდ იქცა ბევრი უცხოელი კოლეგისათვის.

დღეს, სახელმწიფოს ახალ ეტაპზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, რომლის საფუძვლები და ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა ბ-ნმა ელბასიმ, ანვითარებს და ამყარებს ჩვენი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ქემელის ძე თოყაევი.

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გულთბილად ულოცავენ ძვირფას ნურსულთან აბიშის ძეს დაბადების დღეს და გულწრფელად უსურვებენ „პირველ დიპლომატს“ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, დიდხანს სიცოცხლეს, ამოუწურავ ენერგიას და პირად ბედნიერებას!
Created at : 6.07.2019, 12:00, Updated at : 6.07.2019, 12:00