სტრატეგია „ყაზახეთი - 2050“

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის - ერის ლიდერის ნ.ა. ნაზარბაევის გზავნილი ყაზახეთის ხალხისადმი

სტრატეგია „ყაზახეთი - 2050“

შემდგარი სახელმწიფოს ახალი პოლიტიკური კურსი

I.შემდგარი ყაზახეთი - კრიზისის დროს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ეროვნული ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოების, ეროვნული თანხმობის, რეგიონალური პირველობისა და საერთაშორისო ავტორიტეტის გამოცდა.

1.ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო

2.დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის მდგრადი პროცესი

3.სხვადასხვა სოციალური, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ჰარმონიული თანაარსებობა

4.ეროვნული ეკონომიკა. ჩვენი როლი საერთაშორისო შრომის დანაწილებაში

5.ძლიერი სოციალური პოლიტიკა, რამაც უზრუნველყო ეროვნული სტაბილურობა და თანხმობა

6.მსოფლიო საზოგადოების მიერ აღიარებული ქვეყანა

7.ჩვენი აქტიური როლი ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის შენარჩუნებაში

8.ყაზახეთი - 2030. ძირითადი დასკვნები

II.XXI-ე საუკუნის ათი გლობალური გამოწვევა.

1.პირველი გამოწვევა - ისტორიული დროის დაჩქარება

2.მეორე გამოწვევა - გლობალური დემოგრაფიული დისბალანსი

3.მესამე გამოწვევა - გლობალური სასურსათო უსაფრთხოება

4.მეოთხე გამოწვევა - წყლის დეფიციტი

5. მეხუთე გამოწვევა - გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება

6.მეექვსე გამოწვევა - ბუნებრივი რესურსების შემცირება

7.მეშვიდე გამოწვევა - მესამე ინდუსტრიული რევოლუცია

8.მერვე გამოწვევა - მზარდი სოციალური არასტაბილურობა

9.მეცხრე გამოწვევა - ჩვენი ცივილიზაციის ფასეულობათა კრიზისი

10. მეათე გამოწვევა - ახალი მსოფლიო დესტაბილიზაციის საფრთხე

III.სტრატეგია „ყაზახეთი - 2050“ - ახალი ყაზახეთის ახალი პოლიტიკური კურსი სწრაფად ცვალებად ისტორიულ გარემოში

1.ამოცანათა ახალი პარადიგმა

2.ჩვენი მიმართულება. ახალი პოლიტიკური კურსის მიზნები.

1.ახალი კურსის ეკონომიკური პოლიტიკა - ყოვლისმომცველი ეკონომიკური პრაგმატიზმი დაყრდნობილი შემოსავლიანობის, ინვესტიციებიდან სარგებლის მიღებისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპებზე.

1.ყოვლისმომცველი ეკონომიკური პრაგმატიზმი

2.ახალი საკადრო პოლიტიკა

3.მაკროეკონომიკური პოლიტიკის მოდერნიზება

3.1.საბიუჯეტო პოლიტიკა

3.2.საგადასახადო პოლიტიკა

3.3.ფულად-საკრედიტო პოლიტიკა

3.4.სახელმწიფო და საგარეო ვალის მართვის პოლიტიკა

4.ინფრასტრუქტურის განვითარება

5.სახელმწიფო აქტივების მართვის სისტემის მოდერნიზება

6.ბუნებრივი რესურსების მართვის ახალი სისტემა

7.ინდუსტრიალიზაციის შემდეგი ფაზის გეგმა

8.სოფლის მეურნეობის მოდერნიზება

8.1.სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სექტორსა და ვაჭრობაში ფერმერობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

9.წყლის რესურსებთან დაკავშირებული პოლიტიკა

2.მეწარმეობის - ეროვნული ეკონომიკის წამყვანი ძალის ყოველმხრივი მხარდაჭერა

1.მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება

2.სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის ახალი მოდელი - „ძლიერი სახელმწიფოს ძლიერი ბიზნესი“

3.პრივატიზაციის ახალი ეტაპი - სახელმწიფოს როლის ცვლილება

3.სოციალური პოლიტიკის ახალი პრინციპები - სოციალური გარანტიები და პირადი პასუხისმგებლობა

1.სოციალური პოლიტიკის ახალი პრინციპები

1.1.მინიმალური სოციალური სტანდარტი

1.2.მიზნობრივი სოციალური დახმარება

1.3.რეგიონებში სოციალურ დისბალანსთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება

1.4.დასაქმებისა და შრომის პოლიტიკის მოდერნიზება

2.დედობის დაცვა. მიმართვა ქალებს

3.ბავშვთა დაცვა

4.ერის ჯანმრთელობა - ჩვენი წარმატებული მომავლის საფუძველი

4.1.ჯანდაცვის სფეროს ძირითადი პრიორიტეტები

4.2.ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ახალი მიდგომები

4.3.სამედიცინო განათლების სისტემის გაუმჯობესება

4.4.სოფლად სამედიცინო მომსახურების ხარისხი

4.5.ფიზკულტურისა და სპორტის განვითარება

4.ცოდნა და პროფესიული უნარები - თანამედროვე განათლების სისტემის, კადრების მომზადებისა და გადამზადების ძირითადი ორიენტირები

1.განათლების სფეროში მუშაობის პრიორიტეტები

1.1.პროგრამა „ბალაპანი“-ს 2020 წლამდე გაგრძელება

1.2.საინჟინრო განათლების განვითარება

1.3.განათლების სფეროში სოციალური პასუხისმგებლობის სისტემის განვითარება

1.4.განათლების მეთოდების მოდერნიზება

2.ინოვაციური კვლევების მოდერნიზების ახალი პოლიტიკა

2.1.ტექნოლოგიების გადაცემა

2.2.მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობა

2.3.პერსპექტიული ეროვნული კლასტერების ფორმირების „საგზაო რუქა“

3.მიმართვა ახალგაზრდებს

5.ყაზახეთის დემოკრატიის შემდგომი განვითარება და სახელმწიფოებრიობის გაღრმავება

1.სახელმწიფო მართვის ახალი ტიპი

2.სახელმწიფო დაგეგმარებისა და პროგნოზირების სისტემის სრულყოფა

3.მართვის დეცენტრალიზაცია

3.1.ცენტრსა და რეგიონებს შორის პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრა

3.2.ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კონცეფცია

3.3.აულთა აკიმების არჩევითობა

4.პროფესიონალი სახელმწიფო აპარატის ფორმირება

4.1.ადმინისტრაციული რეფორმის მეორე ეტაპი

5.სახელმწიფო აპარატისა და ბიზნეს-საზოგადოების ურთიერთქმედების ახალი სისტემა

6.უწესრიგობის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპის დანერგვა

7.კორუფციასთან ბრძოლა

8.სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეც-სამსახურების რეფორმა

6.თანმიმდევრობითი და პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკა - ეროვნულ ინტერესთა წინ წამოწევა და რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერება

1.საგარეო პოლიტიკის მოდერნიზების პრიორიტეტები

2.ეკონომიკური და სავაჭრო დიპლომატიის განვითარება

3.რეგიონალური უსაფრთხოების გამყარება

4.გლობალური უსაფრთხოების გაძლიერების ხელშეწყობა

5.ეროვნული თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო დოქტრინის გაძლიერება

7.ახალი ყაზახეთის პატრიოტიზმი - ჩვენი მრავალეროვანი და მრავალ აღმსარებლური საზოგადოების წარმატების საფუძველი

1.ახალი ყაზახეთის პატრიოტიზმი

2.ყველა ეთნოსის მოქალაქის თანასწორუფლებიანობა

3.კულტურა, ტრადიციები და თვითმყოფადობა

4.ყაზახური ენა

5.ეროვნული ინტელიგენციის როლი

6.რელიგია 21-ე საუკუნის ყაზახეთში

7.როგორს ვხედავ მომავლის ყაზახეთს?

8.მიმართვა ერს

ძვირფასო თანამემამულენო!

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ დამოუკიდებლობის დღის მიჯნაზე.

20 წელზე მეტია, რაც სიამაყით აღვნიშნავთ ამ დიდ დღესასწაულს.

1991 წლის 16 დეკემბერს, ჩვენ, ყაზახეთის ერმა, ავირჩიეთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, მსოფლიოსადმი გახსნილობა. დღეისათვის, ეს ფასეულობები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

გზის დასაწყისში, ყველაფერი სხვაგვარად იყო. ახლა კი, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ქვეყანა გარდაისახა.

დღეს, ჩვენ წარმატებული სახელმწიფო ვართ, საკუთარი სახით, თავისებურებებითა და პოზიციით.

პირველი ნაბიჯების გადადგმა იოლი არ ყოფილა.

ქვეყანა 20 წელზე მეტია, რაც სუვერენიტეტისა და პოლიტიკური გავლენის გამყარებაზე მუშაობდა. 20 წლის თავზე, ეს მიზანი მიღწეულია. წარმატებით დასრულდა ჩამოყალიბების პროცესი.

XXI საუკუნის დასაწყისის ყაზახეთი დამოუკიდებელია და საკუთარ თავში დარწმუნებული.

მსოფლიოში, გახანგრძლივებული კრიზისით გამოწვეული ცვლილებები ჩვენ არ გვაშინებს. მზად ვართ მათთვის. ახლა, ჩვენი ამოცანაა, იმის შენარჩუნებასთან ერთად, რაც სუვერენიტეტის არსებობის მანძილზე მოვიპოვეთ, გავაგრძელოთ მდგრადი განვითარება 21-ე საუკუნეში.

ჩვენი მთავარი მიზანია - 2050 წლისათვის გვყავდეს ძლიერი სახელმწიფოს, განვითარებული ეკონომიკის, საყოველთაო შრომის შესაძლებლობების საფუძველზე შექმნილი საზოგადოება.

ძლიერი სახელმწიფო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის.

ძლიერი სახელმწიფო ატარებს არა გადარჩენის პოლიტიკას, არამედ დაგეგმარების, ხანგრძლივი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პოლიტიკას.

ამიტომაც, სწორედ დღეს, დამოუკიდებლობის დღის მიჯნაზე, მოგმართავთ თქვენ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო და წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივების ჩემეულ ხედვას.

ეს ახალი პოლიტიკური კურსია.

შემდგარი ყაზახეთი - კრიზისის დროს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ეროვნული ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოების, ეროვნული თანხმობის, რეგიონალური პირველობისა და საერთაშორისო ავტორიტეტის გამოცდა.

ზუსტად 15 წლის წინ ჩვენ მივიღეთ ყაზახეთის განვითარების სტრატეგია 2030 წლამდე.

ეს იყო1997 წელს, როცა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული პოსტ-საბჭოთა ქაოსი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სხვა ბაზრებზე მძვინვარებდა კრიზისი. ჩვენც ძალიან გვიჭირდა.

ამ წლების განმავლობაში, ჩვენი სტრატეგია შუქურასავით გვინათებდა გზას და საშუალებას გვაძლევდა გვემოძრავა დასახული მიზნებისკენ.

გახსოვთ 1997 წელი?

ჩემს გამოსვლას პარლამენტში მოჰყვა აღშფოთება და დაბნეულობა.

ბევრი კითხვა დაიბადა: „რა არის ეს - პროპაგანდა? ციური მანანის დაპირებაა?“

იმდენად ამბიციური ჩანდა იმ დროს დასახული მიზნები.

მაგრამ, როგორც ამბობენ, თვალებს ეშინიათ, ხელები აკეთებენ.

ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექით - მოვლენათა მიმდინარეობა ყაზახეთის სასიკეთოდ უნდა შემოგვეტრიალებინა და აგვეშენებინა ახალი ქვეყანა.

ჩვენ უნდა გაგვევლო სამმაგი მოდერნიზაცია: აგვეშენებინა სახელმწიფო და გავსულიყავით საბაზრო ეკონომიკაზე, საძირკველი ჩაგვეყარა სოციალური სახელმწიფოსათვის და გადაგვეხალისებინა ეროვნული შეგნება. ჩვენი საკუთარი გზა უნდა გვეპოვა. ეს გზა კი დაისახა სტრატეგიაში „ყაზახეთი - 2030“, რომელშიც ჩვენი მიზნები და ამოცანები განვსაზღვრეთ. ეს დოკუმენტი უმნიშვნელოვანეს მსოფლმხედველობით მიღწევად იქცა.

ხალხური სიბრძნე გვახსენებს: „Мақсатжетiстiктiң желкенi“. მხოლოდ სწორედ დასახულ მიზნებს მოაქვთ წარმატება.

დღეს, ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო იმის შესახებ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რაც 2008-2009 წლების გლობალურმა კრიზისმაც დაამტკიცა.

ყაზახეთმა მტკიცედ გაუძლო კრიზისს. ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი მიღწევები და უფრო გავძლიერდით.

ჩვენს მიერ არჩეულმა ქვეყნის განვითარების პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა და საგარეო პოლიტიკურმა მოდელმა თავისი ეფექტურობა დაამტკიცა.

1.ძლიერი წარმატებული სახელმწიფო

ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი ყაზახეთი - ესაა, ჩვენი მთავარი მიღწევა.

იურიდიულად გავაფორმეთ ყველა ჩვენი საზღვარი. შევქმენით ქვეყნის ინტეგრირებული ეკონომიკური სივრცე. განვაახლეთ და განვამტკიცეთ სამრეწველო ურთიერთობები. დღეისათვის, ყველა რეგიონი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მუშაობს.

გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის კონსტიტუციური და პოლიტიკური რეფორმები, რომლებმაც განაპირობეს ხელისუფლების დანაწილებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მართვის თანამედროვე სისტემა.

ავაშენეთ ქვეყნის ახალი დედაქალაქი - ასტანა. ეს არის თანამედროვე ქალაქი, რომელიც ჩვენს სიმბოლოდ და სიამაყედ იქცა. შევძელით გამოგვეყენებინა დედაქალაქის პოტენციალი, რომ მსოფლიოსთვის ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გვეჩვენებინა. სწორედ ამიტომ აირჩია ყაზახეთი მსოფლიო საზოგადოებამ საერთაშორისო გამოფენა „EXPO-2017“ -ის ჩასატარებელ ადგილად. ასტანა რომ არა, ასე არ იქნებოდა. ასეთი პატივი არც თუ ისე ბევრის ხვედრია. საკმარისია იმის თქმა, რომ ჩვენი ქვეყანა პირველია მთელ პოსტ-საბჭოურ სივრცეში, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობდა, ჩაატარა ამ ორგანიზაციის სამიტი და ასევე უმასპინძლებს „EXPO-2017“-ს, პლანეტარული მასშტაბის ღონისძიებას.

2.დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის მდგრადი პროცესი

ჩვენ ნათელი ფორმულით ვხელმძღვანელობთ: „ჯერ - ეკონომიკა, შემდეგ - პოლიტიკა“. პოლიტიკურ რეფორმათა თითოეული ეტაპი ეკონომიკის განვითარების დონესთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ვადგავართ თანმიმდევრული პოლიტიკური ლიბერალიზაციის გზას. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ქვეყნის მოდერნიზაცია და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი საზოგადოება დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმაღლეს სტანდარტებს უახლოვდება.

ქვეყნის კონსტიტუციაში გავამაგრეთ ფუნდამენტალური უფლებები და თავისუფლებები. დღეს, ყაზახეთის ყველა მოქალაქეს თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები აქვს.

3.სხვადასხვა სოციალური, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ჰარმონიული თანაარსებობა

ჩვენ აღვადგინეთ ისტორიული სამართლიანობა ყაზახეთის ხალხის, კულტურისა და ენის მიმართ.

მიუხედავად ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებისა, ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და პოლიტიკური სტაბილურობა.

ყაზახეთი იქცა 140 ეთნოსისა და 17 აღმსარებლობის სამშობლოდ.

სამოქალაქო მშვიდობა და ეროვნებათაშორისი თანხმობა ჩვენი მთავარი ფასეულობაა. მშვიდობა და თანხმობა, კულტურათა და რელიგიათა დიალოგი ჩვენს მრავალეროვან ქვეყანაში სამართლიანად არის მიჩნეული მსოფლიო ეტალონად.

ყაზახეთის ხალხთა ასამბლეა იქცა კულტურათა დიალოგის უნიკალურ ევრაზიულ მოდელად.

ყაზახეთი გადაიქცა გლობალური კონფესიათაშორისი დიალოგის ცენტრად.

4.ეროვნული ეკონომიკა. ჩვენი როლი საერთაშორისო შრომის დანაწილებაში

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ჩვენ პირველებმა ჩამოვაყალიბეთ საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე მოდელი, რომელიც დაფუძნებულია კერძო საკუთრებაზე, თავისუფალ კონკურენციასა და გახსნილობის პრინციპებზე. ჩვენი მოდელი ეფუძნება უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში სახელმწიფოს აქტიურ როლს.

ქვეყანაში 160 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდეთ.

შექმნილია ძირითადი პირობები სამეწარმეო საქმიანობისთვის და თანამედროვე საგადასახადო სისტემა.

ვახდენთ ეროვნული ეკონომიკის გეგმაზომიერ დივერსიფიცირებას. ფორსირებული ინდუსტრიალიზაციის პროგრამაში მიზნად დავისახე, რომ ორი ხუთწლედის მანძილზე, შეიცვალოს ჩვენი ეკონომიკა და არ იყოს დამოკიდებული ნედლეულის მსოფლიო ფასების მერყეობაზე.

„სტრატეგია -2030“-ის მიღების შემდეგ, 15 წლის მანძილზე, ჩვენი სახელმწიფო შევიდა მსოფლიოს ყველაზე დინამიურად განვითარებად ქვეყანათა ხუთეულში.

2012 წლის შედეგების მიხედვით, ჩვენ შევალთ პლანეტის 50 უმსხვილეს ეკონომიკათა რიცხვში მშპ-ს მოცულობის მიხედვით.

არსებობენ აღიარებული რეიტინგები, რომელთა დახმარებითაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა თავისი განვითარების დონეს განსაზღვრავს. ექვსი წლის წინ, დავსახე საერთო-ეროვნული მიზანი, რომ შევსულიყავით მსოფლიოს 50 ყველაზე კონკურენტუნარიან ქვეყანათა რიცხვში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგით, ყაზახეთს უკვე 51-ე ადგილი უკავია. დღეს, ჩვენს მიზნამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი.

5.ძლიერი სოციალური პოლიტიკა, რამაც უზრუნველყო ეროვნული სტაბილურობა და თანხმობა

ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი ყოველთვის იყო და იქნება ერის ცხოვრების დონე.

15 წლის მანძილზე, ყაზახების შემოსავალი 16-ჯერ გაიზარდა.

იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც საცხოვრებელ მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, 7-ჯერ შემცირდა. განახევრდა უმუშევართა რაოდენობა.

ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ სოციალურად ორიენტირებულ საზოგადოებას.

შესამჩნევ პროგრესს მივაღწიეთ ერის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში.

ჯანდაცვის სფეროს ეფექტურობის გასაზრდელად მოხდა მისი ორგანიზაციული სისტემის, მართვისა და ფინანსირების რეფორმა.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, მშობიარობის დროს სიკვდილი 3-ჯერ შემცირდა, შობადობა კი 1-5-ჯერ გაიზარდა.

იქმნება ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობები განათლების მისაღებად.

ბოლო 15 წლის მანძილზე, ხარჯი განათლებაზე გაიზარდა 9,5-ჯერ. ხორციელდება განათლების განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანიც განათლების ყველა სფეროს, სკოლამდელიდან უმაღლესამდე, კარდინალური მოდერნიზაციაა.

ადამიანური პოტენციალის განვითარებაში გრძელვადიანი დაბანდების პოლიტიკის წყალობით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ამჟამინდელი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა.

6.მსოფლიო საზოგადოების მიერ აღიარებული ქვეყანა

მსოფლიო პოლიტიკაში, ჩვენი ქვეყანა პასუხიმგებელი და საიმედო პარტნიორია, რომელიც უდავოდ სარგებლობს საერთაშორისო ავტორიტეტით.

ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ გლობალური უსაფრთხოების გამყარების საქმეში, ხელს ვუწყობთ მსოფლიო საზოგადოებას საერთაშორისო ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლაში.

ჩვენს მიერ ინიცირებულ იქნა აზიაში ნდობისა და ურთიერთქმედების შესახებ კონფერენცია (CICA) - ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო დიალოგის პლატფორმა. დღეს, CICA წარმოადგენს 24 ქვეყანას 3 მილიარდიანი მოსახლეობით.

ბოლო 2-3 წლის მანძილზე, ყაზახეთის რესპუბლიკა თავმჯდომარეობდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას.

ასტანას ეკონომიკურ ფორუმზე ჩვენ წარმოვადგინეთ დიალოგის ახალი ფორმატი - G-global. ამ ინიციატივის არსი იმაშია, რომ გაერთიანდეს ყველას ძალისხმევა სამართლიანი და უსაფრთხო მსოფლიო წესრიგის დამყარებაში.

ჩვენ ღირსეული წვლილი შეგვაქვს გლობალური ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

7.ჩვენი აქტიური როლი ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის შენარჩუნებაში

ჩვენი ინიციატივები ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის გამყარებისთვის უპირობო წვლილს წარმოადგენენ მსოფლიო სტაბილურობის, წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

სემიპალატინის ბირთვული პოლიგონის დახურვისა და ატომურ იარაღზე უარის თქმის შედეგად, ჩვენ მივიღეთ ჩვენი უსაფრთხოების მყარი საერთაშორისო გარანტიები წამყვანი ბირთვული სახელმწიფოებისგან - აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი.

ჩვენ ძირითადი როლი შევასრულეთ ცენტრალურ აზიაში ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის შექმნაში და აქტიურად დავუჭირეთ მხარი ანალოგიური ზონების შექმნას პლანეტის სხვა რეგიონებში, უპირველეს ყოვლისა - ახლო აღმოსავლეთში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მსოფლიო საზოგადოების ძალისხმევას შეეწინააღმდეგოს ბირთვული ტერორიზმის საფრთხეს.

ამჟამად, ჩვენ მტკიცედ ვსაუბრობთ შემდგომი გადამწყვეტი ზომების მიღების აუცილებლობაზე ბირთვული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ვთვლით, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ქვაკუთხედს გაუვრცელებლობის რეჟიმში.

გაუვრცელებლობის რეჟიმის გამყარების მნიშვნელოვანი კატალიზატორი უნდა გახდეს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა.

სამი წლის წინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემს წინადადებას გამოგვეცხადებინა 29 აგვისტო ბირთვული ცდების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების საერთაშორისო დღედ.

ყველაფერი ეს ნიშნავს გლობალურ პოლიტიკაში ჩვენი როლის აღიარებას.

ასეთი საპასუხისმგებლო პოლიტიკის წყალობით, ყაზახეთი აღიარეს როგორც გაუვრცელებლობის რეჟიმის ლიდერი და სხვა სახელმწიფოებისთვის მისაბაძი მაგალითი.

8.სტრატეგია „ყაზახეთი - 2030“. ძირითადი დასკვნები

„სტრატეგია - 2030“-ში ჩვენ ჩვენი ქვეყნის წარმატებები დავგეგმეთ.

დასახული მიზნებისკენ თანმიმდევრულად და ჯიუტად მივიწევდით. 2008-2009 წლების გლობალური კრიზისის გამწვავების დროსაც კი ეროვნული ეკონომიკა აგრძელებდა ზრდას.

და დღეს, ჩემთვის დიდი პატივია შევაჯამო „სტრატეგია - 2030“-ის მიღწევები. რიგი პარამეტრების მიხედვით, ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიის ვადამდელი შესრულება.

(1)ეროვნული უსაფრთხოება. ჩვენს წინაშე იდგა ამოცანა განგვევითარებინა ყაზახეთი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასთან ერთად. ჩვენ მოვახერხეთ დაგეგმილზე მეტის შესრულება.

ისტორიაში პირველად, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო გამოკვეთილი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.დელიმიტირიზებულ იქნა სახელმწიფო საზღვარი - ეს კი 14 ათასი კილომეტრია.

ყაზახეთი საიმედოდ აკონტროლებს სიტუაციას კასპიის ზღვის აკვატორიის თავის ნაწილში.

ამიერიდან, მოხსნილია მომავალში ნებისმიერი ტერიტორიალური დავის საფრთხე. ჩვენ არ დავუტოვეთ შთამომავლებს მეზობლებთან სადაო ტერიტორიები.

ჩვენ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე, თავდაცვისუნარიანი არმია, ეფექტური სამართალდამცავი სისტემა, რომლებიც უზრუნველყოფენ პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას.

(2)შევინარჩუნეთ და გავამყარეთ შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და ეროვნული ერთიანობა ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს 140 ეთნოსისა და 17 აღმსარებლობის წარმომადგენელი. ჩვენი პოლიტიკა წარმატებული გამოდგა.

ჩვენ თანდათანობით ვაყალიბებთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს განვითარების დემოკრატიულ მოდელზე დაყრდნობით. დაწესებულია ომბუდსმენის ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით.

თუ ადრე არასდროს არ გვქონია მრავალპარტიულობა, ახლა ქვეყანაში მოქმედებენ პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტი გვაქვს. მთავრობა წარმოადგენს საპარლამენტო უმრავლესობას.

ვითარდება სამოქალაქო საზოგადოება, ფუნქციონირებს დამოუკიდებელი მედია. მუშაობს სხვადასხვა მიმართულების 18 ათასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. გამოდის დაახლოებით 2,5 ათასი ბეჭდური მედია, საიდანაც 90 % კერძოა.

ყაზახეთი, დღეს, წარმოადგენს კულტურათაშორის და რელიგიათა დიალოგის მნიშვნელოვან საერთაშორისო ცენტრს.

სწორედ ჩვენს მიწაზე ჩატარდა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების პირველი ოთხი შეკრება.

21-ე საუკუნეში, ყაზახეთი უნდა იქცეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთქმედებისა და დიალოგის ადგილად.

(3)ეკონომიკური ზრდა, ღია საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე უცხოური ინვესტიციებისა და შიდა დანაზოგის მაღალი დონით. ჩვენი ამოცანა იყო მიგვეღწია განვითარების რეალური, მდგრადი და მზარდი ტემპებისთვის, რის ამოხსნაც, ისტორიული თვალსაზრისით, უმოკლეს დროში მოვახერხეთ.

სწორედ სტრატეგია „ყაზახეთი-2030“-ში აქცენტი გადატანილ იქნა ეკონომიკურ ზრდაზე.

შედეგად, 15 წლის მანძილზე ეროვნული ეკონომიკის მაჩვენებელი 1997 წელს 1,7 ტრილიონი ტენგედან 2011 წლიდან 28 ტრილიონ ტენგემდე გაიზარდა.

ქვეყნის მშპ 16-ჯერ გაიზარდა. 1999 წლიდან ყაზახეთის მშპ-ს ყოველწლიური ზრდა 7,6 %-ს შეადგენს, რითაც მან გაუსწრო მოწინავე განვითარებად ქვეყნებს.

მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა 7-ჯერ - 1500 აშშ დოლარიდან 1998 წელს, 12 ათას აშშ დოლარამდე 2012 წელს.

ყაზახეთი, თავიდანვე ლიდერობდა დსთ-ს ქვეყნებს შორის მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობის მხრივ ერთ სულ მოსახლეზე. დღეს, ეს მაჩვენებელი 9 200 აშშ დოლარია.

ჩვენი საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 12-ჯერ, წარმოებული პროდუქციის მოცულობა კი - 20-ჯერ.

ამ წლების მანძილზე, ნავთობის მოპოვება 3-ჯერ გაიზარდა, ბუნებრივი აირის - 5-ჯერ. ნედლეულის რესურსებიდან მიღებული შემოსავალი გადავაგზავნეთ ეროვნულ ფონდში.

ჩვენთვის ეს შესაძლო ეკონომიკური და ფინანსური არეულობისგან დამცავ საშუალებას წარმოადგენს. ეს ჩვენი აწმყო და მომავალი თაობების უსაფრთხოების გარანტიაა.

2010 წლიდან, ფორსირებული ინდუსტრიალიზაციის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 397 საინვესტიციო პროექტი, საერთო ღირებულებით 1 797 მილიარდი ტენგე. ასევე, შეიქმნა 44 ათასი სამუშაო ადგილი.

პროგრამა „ბიზნესის საგზაო რუკა - 2020“-ის რეალიზაციის ორი წლის მანძილზე მიღებულ იქნა 225 პროექტი, კრედიტის საერთო მოცულობით 101, 2 მილიარდი ტენგე.

დღეს, ჩვენ ვართ დინამიური ქვეყანა საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობითა და დინამიურად მზარდი ეკონომიკით.

(4)ყაზახეთის მოქალაქეთა ჯანმრთელობა, განათლება და კეთილდღეობა. არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის მდგომარეობის კარდინალურად შეცვლას, საარსებო პირობების გაუმჯობესებას. გაწეული სამუშაოს შედეგები სახეზეა.

საშუალო თვიური შემოსავალი 9,3-ჯერ გაიზარდა, საშუალო პენსია კი - 10-ჯერ.

16-ჯერ გაიზარდა მოსახლეობის ნომინალურ

Created at : 1.12.2017, 10:00, Updated at : 1.12.2017, 10:00