თბილისში აღნიშნეს ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღე

2018 წლის 7 დეკემბერს, თბილისში ჩატარდა ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღისა დაპირველი პრეზიდენტის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება . საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდა 300-ზე მეტი ადამიანი: საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსი, სახელმწიფო ორგანოებისა დააკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, კულტურისადა სპორტისმოღვაწეები, აგრეთვე საქართველოში მოქმედიყაზახეთის კომპანიების თანამშრომლები.

მისასალმებელ სიტყვაში, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნისმიერ განვლილისტორიულ გზასა და დამოუკიდებლობისწლებისმანძილზე მოპოვებულ მიღწევებზე. „დღეს, ყაზახეთს არც ერთ ქვეყანასთან არაქვს მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემები, რამაცსაშუალებამისცა ჩვენს ქვეყანას, შეექმნა „მშვიდობისა და თანამშრომლობის სარტყელი" თავის გარშემო. ქვეყნის შიგნით, ასევე, მოეწყოჰარმონიული და სტაბილური საზოგადოება, სადაც 120-ზე მეტი ეროვნება ცხოვრობს მშვიდობასა და თანხმობაში, ნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ეკონომიკის სფეროში წარმატებებისა და ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის წყალობით, დღეს ყაზახეთში უზრუნველყოფილია მაღალი სოციალური გარანტიები და ხალხის კეთილდღეობისზრდა", - განაცხადა დიპლომატმა.

ყაზახეთი გახდა საერთაშორისო საზოგადოების ავტორიტეტული წევრი, რომელიც ატარებს პრაგმატულ, მრავალვექტორულპოლიტიკას, დაფუძნებულსეროვნულ ინტერესებსა და საერთაშორისო სამართლის მკაცრდაცვაზე, რისი დასტურიცააგაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა 2017-2018 წლებში. ერთი სიტყვით, ყაზახეთი ყველა ქვეყანასთან ავითარებს თანამშრომლობას, დაყრდნობილს მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე, განაცხადა ელჩმა.

საქართველოში გულწრფელად უხარით მეგობრული ყაზახეთისშთამბეჭდავი წარმატებები, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა - ყაზახეთის მოსახლეობამ, პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ხელმძღვანელობით, დაძლია სერიოზული გამოწვევები და დღეს სტაბილურად დგას პროგრესისა და კეთილდღეობის გზაზე.

როგორც მოგეხსენებათ, ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა, - განაგრძო მინისტრმა დ. ზალკალიანმა,- არ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარება ვერ მოხერხდებაურთიერთგაგებასა და პატივისცემაზედაფუძნებული მოლაპარაკებებით. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებიყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი დინამიკითდა ეფუძნებოდა ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

საღამო დაამშვენა სიმებიანი კვარტეტის მიერ შესრულებულმაკლასიკურმა და ყაზახურმანაწარმოებებმა, აგრეთვეეროვნულმასუვენირებმადა კერძებმა. ორგანიზებული იყო ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ერის ლიდერის ნ. ნაზარბაევის წიგნების გამოფენა.
Created at : 8.12.2018, 10:00, Updated at : 8.12.2018, 10:00